ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2016 წლის 1 აგვისტო დაბა ჩოხატაური
|
|
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ დადგენილებით.
3. ამ დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. თუ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ აღემატება 2 ლარს, ინფორმაციის მომთხოვნი თავისუფლდება ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან.
5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ წინასწარ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების ვებგვერდსა და მათ მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით.
3. წერილობითი ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის დასახლებებში წერილობითი ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო სტენდების გამოყენებით.
4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდის გამართულად ფუნქციონირებაზე და ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 851 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 851 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №14 დადგენილება.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე
+
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
+
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი
+
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
+
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
+
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
+
`.
+
№
ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები1.1
მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.2
მუნიციპალიტეტის ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.3
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად1.4
მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.5
მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.6
მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში2.4
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალურად 3. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ3.1
მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში3.3
მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
ქვეყნდება კვარტალურად 4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ4.1
მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად4.2
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით
ქვეყნდება კვარტალურად4.3
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად 5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ5.1
მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
ქვეყნდება კვარტალურად5.2
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად5.3
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
ქვეყნდება კვარტალურად5.4
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
ქვეყნდება კვარტალურად5.5
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
ქვეყნდება ყოველწლიურად5.6
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად5.7
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად5.8
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად5.9
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება კვარტალურად 5.13სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6. სამართლებრივი აქტები6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
7. ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საკრებულოს თავმჯდომარის) სამართლებრივი აქტები, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში7,2
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;7.3
დასახლების საერთო კრების ოქმები გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში7.4
ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში7.5
მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში7.6
პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში7.7
წერილობითი ინიციატივა მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 8. სხვა საჯარო ინფორმაცია8.1
მუნიციპალიტეტის ორგანოების სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში8.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის მიერ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.08.2016. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.114.016319.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 01.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016319 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3359092/