საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2016 ძალადაკარგული 27.01.2020
ნომერი
№2883
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2883

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №2851 - ვებგვერდი, 05.01.2018წ.


„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს №401 დადგენილების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის №1797 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი დანართის შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №2851 - ვებგვერდი, 05.01.2018წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე
+



დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №2851 - ვებგვერდი, 05.01.2018წ.


+
მუხლი 1. ზოგადი დებულება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №2851 - ვებგვერდი, 05.01.2018წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით;

ბ)  გრანტის გამცემი – სააგენტო;

გ)  განმცხადებელი – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით;

დ) გრანტის მიმღები – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსზე;

ე) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას;

ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა განუხილველად დატოვებული;

ზ) საგრანტო პროგრამა – სააგენტოს მმართველი საბჭოს (შემდომში – მმართველი საბჭო) განხილვის შემდეგ, სააგენტოს დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ;

თ) საგრანტო განაცხადი – ამ წესის შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს გრანტის მიღების მოთხოვნით;

ი) (ამოღებულია - 01.06.2018, №1575);

კ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის;

ლ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;

მ) საგრანტო კომისია – დირექტორის მიერ სააგენტოს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი კომისია;

ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 3. გრანტის გაცემის პრინციპები

გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 4. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო

სააგენტოს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სააგენტოს ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება

1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს სააგენტო ან დონორი ორგანიზაცია. სააგენტო მის მიერ შემუშავებულ პროგრამას განსახილველად წარუდგენს მმართველ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორი ამტკიცებს საგრანტო პროგრამას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საგრანტო პროგრამა შედგება სააგენტოს კომპეტენციის სფეროში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის დასახელებას, რომელთა უზრუნველსაყოფად გამიზნულია სააგენტოს მიერ გრანტის გაცემა;

ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;

გ) საგრანტო ვადას;

დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;

ე) თითოეული საგრანტო განაცხადის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;

ვ) დაფინანსების წყაროს.

4. სააგენტოს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, საააგენტოს მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა

საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო კომისის გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სააგენტოს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. საგრანტო კომისია

1. სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, დირექტორი ქმნის საგრანტო კომისიას (შემდომში –   კომისია).

2. კომისიის შექმნის შესახებ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისის შექმნის ვადა, მისი შემადგენლობა და სამდივნო.

3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს თანამშრომელი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

4. კომისიას თავმჯდომარეობს დირექტორი.

5. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

6. კომისია:

ა) განიხილავს საგრანტო განაცხადებს და იღებს დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის დაზუსტების ან/და წარმოდგენის თაობაზე;

დ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს

7. კომისია შედგება, სულ მცირე, ხუთი წევრისგან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს კომისიის წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ:

ა) განმცხადებელი ფიზიკური პირი ან განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია;

ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია;

გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია;

დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან;

ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან.

2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა;

დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. კომისიის წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისის წევრმა ან განმცხადებელმა. კომისიის წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისის ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 9. კომისიის საქმიანობის წესი და გადაწყვეტილების მიღება

1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე.

2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, ღია კენჭისყრით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

მუხლი 10. კომისის სხდომის ოქმი

1. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი ამ წესის შესაბამისად. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. თუ კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს.

2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) კომისიის წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა;

დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი;

ე) დღის წესრიგი;

ვ) განხილვის აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოში.

მუხლი 11. კომისიის სამდივნო

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დირექტორის გადაწყვეტილებით, სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდომში – სამდივნო).

2. სამდივნოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე.

3. სამდივნო:

ა) ამზადებს განმცხადებლებისგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას;

გ) ასრულებს კომისიის წევრების მითითებებს;

დ) ასრულებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას.

მუხლი 12. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება

1. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, სააგენტო აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ.

2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების განცხადებაში მითითებულ ვადაში.

3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გრანტის გამცემის დასახელება;

ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით;

გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

დ) შეფასების კრიტერიუმები;

ე) საგრანტო ვადა;

ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა;

ზ) საგრანტო განაცხადი და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;

თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 13. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით, პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი და განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი არ გადაეცემა კომისიას და რჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით სააგენტოს დირექტორის მიერ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 14. საგრანტო განაცხადი და მისი წარდგენის წესი

1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს განმცხადებლის მიმართვას პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ითხოვს გრანტის მიღებას.

2. საგრანტო განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი დგინდება თითოეული პროგრამის ფარგლებში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 1 თვისა კომისია სააგენტოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება № 2928 - ვებგვერდი,17.10.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 15. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები

1. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით.

2. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება № 2928 - ვებგვერდი,17.10.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 16. საგრანტო განაცხადის შერჩევა

1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, სააგენტო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2.  შემოწმების შედეგად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) საგრანტო განაცხადის კომისიისთვის გადაცემის ან განუხილველად დატოვების შესახებ;

ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პროგრამით დადგენილი ფორმის მიხედვით მოსთხოვოს განმცხადებელს დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას.

4. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. სააგენტო არ გადასცემს კომისიას განაცხადს განსახილველად და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:

ა)  განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის;

ბ) განმცხადებელმა განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე;

დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რის გამოც განაცხადის განხილვას შედეგი არ ექნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 17. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა

1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო განაცხადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება ხორციელდება საგრანტო პროგრამით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

2. საგრანტო განაცხადის შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი დგინდება თითოეული საგრანტო პროგრამით.

3. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კომისიის სხდომაზე გაესაუბროს მას, განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების/დაზუსტების მიზნით.

4. კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დირექტორის წერილით.

5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილთა სია ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გამარჯვებულად გამოავლინოს მომდევნო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე განმცხადებელი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება № 2928 - ვებგვერდი,17.10.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 18. გადაწყვეტილების მიღების ვადა

საგრანტო განაცხადების შემოწმების, განხილვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადები განისაზღვრება თითოეული საგრანტო პროგრამით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 19. საგრანტო ხელშეკრულების დადება

1. სამართლებრივი ურთიერთობა სააგენტოსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით.

2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ.

3. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

4. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა:

ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;

ბ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი;

 გ) გამარჯვებულად გამოვლენილმა უარი განაცხადა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების ან საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 20. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი

საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;

ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ;

გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას;

დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

ე) სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს;

ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;

თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;

ი) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;

კ) ანგარიშგების წესს;

ლ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;

მ) დავის გადაწყვეტის წესს;

ნ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას);

ო) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის წესს;

პ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობების, გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადებს.

მუხლი 21. მონიტორინგი

1. გრანტის გამცემი ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.

2. პროგრამით განსაზღვრულ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიშის მოთხოვნის წესი განისაზღვრება თითოეული პროგრამით.

3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

4. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 22.  ვალდებულების დარღვევის შედეგები

1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო განაცხადით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით და უსაზღვრავს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად.

2. პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გამარჯვებულად გამოავლინოს მომდევნო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე განმცხადებელი და მასთან გააფორმოს საგრანტო ხელშეკრულება.

3. თუ გრანტის მიმღები არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის მიმღებს დაეკისრება საგრანტო ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №1575 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

მუხლი 23. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება

თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №2883, 30.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016372 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3404566-3/