საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.01.2017 ბოლო ცვლილება 18.12.2025
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
120170050.22.026.016454
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (24)

წინა ცვლილებები (22)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №02

2017 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ

 


„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 13 12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 01 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 02.08.2024წ.

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების წესი“. 
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
+



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების

ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების წესი

 


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ამ წესით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩასაბარებელი ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების (შემდგომში – ნორმატივები) სახეები და მათი ჩაბარების წესი.

მუხლი 2. ნორმატივების სახეები

1. სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონე დგინდება მათი სქესის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. ფიზიკური მომზადების ნორმატივებს განეკუთვნება:

ა) წოლბჯენიდან აზიდვა;

ბ)  მუცლის პრესი;

გ)  3200 მეტრზე სირბილი.

2​1. ფიზიკური ნორმატივი არის ორი სახის: საკვალიფიკაციო და შიდა ფიზიკური ნორმატივები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივი შეიძლება შეიცვალოს ამ წესით განსაზღვრული ალტერნატიული ნორმატივით  –  4 000 მეტრზე სპორტული სიარულით, 700 მეტრზე ცურვით, 10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობის შესრულებით ან 10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობით, თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია 3 200 მეტრზე სირბილი ან მას შეუსრულდა 50 წელი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის  მიერ ალტერნატიული ნორმატივის შესრულება ხორციელდება სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (შემდგომში – ჰოსპიტალი)  მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (ფორმა №100, სამედიცინო წიგნაკი, ცნობა) წარმოდგენის საფუძველზე.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 18.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 02.11.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 24 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.

მუხლი 3. ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება, კონტროლი და პერიოდულობა

1. საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ორგანიზება და/ან კონტროლი შეიძლება განახორციელოს:  

ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა – სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, ასევე სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;

ბ) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა (სარდალი, მეთაური, უფროსი) – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელმა (რექტორი, დირექტორი) –დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

2. სამინისტროს სისტემაში, გარდა ამ მუხლის 2​1 და 2​2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ (სექტემბერი – ოქტომბერი).

2​1. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთათვის და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელთათვის საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება აკადემიის რექტორის მიერ წელიწადში არანაკლებ ორჯერ (სასწავლო სემესტრის მიხედვით).

2​2. აქტიური რეზერვისტის მიერ საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ წელიწადში ერთხელ.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდულობისა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს ნორმატივების ჩაბარების სხვა პერიოდი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურეებს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად უტარდებათ შიდა ფიზიკური ნორმატივები, რომლის ჩაუბარებლობა არ იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. შიდა ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ორგანიზებას სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში ახორციელებენ – ქვედანაყოფების ხელმძღვანელები (მეთაური/უფროსი/სარდალი), სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შემავალ ქვედანაყოფებში – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, ხოლო სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

5. სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც შიდა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისას მიიღო უარყოფითი შეფასება, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი წერილობით აფრთხილებს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, განუსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს (სერჟანტთა ან ოფიცერთა შემადგენლობიდან) ნორმატივების ჩაბარებასა და ფიზიკურ მომზადებაში კონსულტირებისა და სათანადო რჩევა-დარიგების მიზნით.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 13 12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 10 02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 20 ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 24 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 18.12.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 09.10.2024წ.

მუხლი 4. ნორმატივების ჩაბარებისა და შეფასების წესი

1. სამხედრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ნორმატივების ჩაბარების შესახებ, ნორმატივების ჩაბარების დღემდე, არანაკლებ 7 დღით ადრე.

2. ნორმატივების ჩაბარებამდე სამხედრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს:

ა) ნორმატივების ჩატარების ადგილი;

ბ) თითოეული ნორმატივის ჩაბარების წესი/ინსტრუქტაჟი (სასურველია დაერთოს სქემა);

გ) ნორმატივების ჩასაბარებელი ეკიპირება (ჩაცმულობა);

დ) ნორმატივების ჩაბარებასთან დაკავშირებით მისი უფლებები და ვალდებულებები;

ე) ინფორმაცია აკრძალული პრეპარატების გამოყენების შესახებ;

ვ) ინფორმაცია ნორმატივების ჩატარების ორგანიზაციული საკითხების შესახებ.

3. ნორმატივების ჩაბარებისას იკრძალება:

ა) ცხვირის სახვევების, სამუშაო ხელთათმანების, აჭიმების, ელასტიური ბინტების ან სამაგრების გამოყენება, თუ აღნიშნული არ ხდება სამედიცინო დანიშნულების შესაბამისად;

ბ) ელექტრომოწყობილობებით (MP3 პლეერი, რადიო, მობილური ტელეფონი და სხვა მოწყობილობა) სარგებლობა;

გ) სამხედრო მოსამსახურეზე მინიჭებული სამკერდე ნომრების ტესტირების ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე შეცვლა;

დ) სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური დახმარება ან დაბრკოლების შექმნა.

მუხლი 5. შეფასება

1. ნორმატივების ჩაბარებისას სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება მიღებული ქულების შესაბამისად. თუ სამხედრო მოსამსახურემ, რომელიმე ნორმატივის შესრულებისას ვერ მიიღო განსაზღვრული მინიმალური ქულა, იგი ფასდება უარყოფითად.

2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივის შესრულება და სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება  დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივის შესრულება და სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივის შესრულება და სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება დანართი №3-ის შესაბამისად.

3. ალტერნატიული  ნორმატივის  შესრულებისას  შეფასება  ხორციელდება  დანართი №4-ის შესაბამისად.

4. ტესტირება იწყება წოლბჯენიდან აზიდვით და სრულდება სამხედრო მოსამსახურის მიერ 3200 მეტრის გარბენისას ფინიშის ხაზის გადაკვეთით. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ შესასრულებელ ნორმატივებს შორის შეისვენონ 10 – 15 წუთი.

5. ნორმატივების შესრულებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული ზოგადი უსაფრთხოების ზომები.

6. დადებით შეფასებად ითვლება, თუ:

ა) სამხედრო მოსამსახურე თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 180 ქულას;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურე თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 80 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 240 ქულას;

გ) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი/მსმენელი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას და სამივე ნორმატივში ჯამურად - არანაკლებ 180 ქულას;

დ) საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელი, თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 180 ქულას;

დ​1) (ამოღებულია - 01.07.2020, №54);

დ​2) (ამოღებულია - 30.03.2021,№14) .

ე) (ამოღებულია - 17.05.2019, №19).

ვ) აქტიური რეზერვისტი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 42 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 126 ქულას.

7. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურე იხსნება ნორმატივების ჩაბარებისგან, ფასდება უარყოფითი შედეგით.

8. სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ეთვლება:

ა) თუ არასაპატიო მიზეზით არ  გამოცხადდა ნორმატივების ჩასაბარებლად;

ბ) თუ სამხედრო მოსამსახურემ ვერ გადააბარა ნორმატივები, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად;

9. სამხედრო მოსამსახურეს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იგი ვალდებულია მისი ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს აღნიშნული ნორმატივები. პირველი გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას და სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია პირველი გადაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში კვლავ გადააბაროს იგი. მეორე გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება ასევე იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების მეორე გადაბარებისას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მისი მოქმედების პერიოდში, უფლება აქვს სურვილის შესაბამისად კვლავ გადააბაროს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივები, ამ შემთხვევაში ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა დამატებით არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურემ ფიზიკური ნორმატივები ჩააბარა, მას უნდა მოეხსნას საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველა ზომა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აკადემიის იუნკერზე და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელზე.

9​1. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერს/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იგი ვალდებულია მისი ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს აღნიშნული ნორმატივები. გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მას ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება და კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

10. (ამოღებულია - 27.06.2017, №48).

11. თუ სამხედრო მოსამსახურე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორჯერ გათავისუფლდა ნორმატივების ჩაბარებისაგან, იგი გაიგზავნება ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად.

12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების მიზნით ზედიზედ მესამედ აიღებს ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დოკუმენტს, გაიგზავნება ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 27.06.2017წ.
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 13.09.2017წ.
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 07.12.2017წ.
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 18.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 13 12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 17 მაისის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 20.05.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №31 - ვებგვერდი, 15.08.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 10 02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1  ივლისის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №77 - ვებგვერდი, 20.08.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 31.03.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 24 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 01 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 02.08.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 09.10.2024წ.

მუხლი 6. ნორმატივების ჩაბარების გამონაკლისი შემთხვევები

1. სამხედრო მოსამსახურე ნორმატივების ჩაბარებისაგან თავისუფლდება, თუ:

ა) მის მიერ წარმოდგენილი იქნება ჰოსპიტლის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისაგან;

ბ) სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ან შვებულებაში;

გ) არის ორსული ან მშობიარობიდან არ არის გასული ერთი წელი;

დ) იგი გათავისუფლებულია სამსახურებ რივი მოვალეობის შესრულებისაგან საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

ე) სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამშვიდობო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში და მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ გასულა სამი თვე;

ვ) ნორმატივების ჩაბარების დაწყებამდე ან მიმდინარეობისას, სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი შესაბამისი ქვედანაყოფის ექიმის მიერ, სამხედრო მოსამსახურის მიმართვის საფუძველზე, გაიცა ცნობა (ფორმა 1-038/მედ), რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისგან;

ზ) მის მიერ წარმოდგენილი იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შესახებ, რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისაგან

2. სხვა ქვედანაყოფში ან სამხედრო პროფესიული განათლების პროგრამებზე (გარდა არაუმეტეს შვიდი სასწავლო კვირის ხანგრძლივობის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და  სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ნახევრადინტენსიური სასწავლო პროგრამებისა) მივლინებული/ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ იმ ქვედანაყოფში/სასწავლო კურსზე, სადაც იგი მივლინებულია/ჩარიცხულია, ხოლო თუ მას არ ჩაუბარებია  ფიზიკური ნორმატივები მივლინების ადგილას (საგანმანათლებლო პროგრამაზე), იგი ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. არაუმეტეს შვიდი სასწავლო კვირის ხანგრძლივობის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები და  სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ნახევრადინტენსიური სასწავლო პროგრამები არ ითვალისწინებს ფიზიკურ ნორმატივებს. შესაბამისად, აღნიშნულ კურსებზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრულ დროს.

2 ​1. მსმენელს, რომელიც ჩააბარებს სამხედრო პროფესიული განათლების პროგრამის მისაღები ან გამოსაშვები გამოცდის ფიზიკურ ნორმატივებს, ასევე ჩაბარებულად ეთვლება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ფიზიკური ნორმატივებიც, თუ მათ შორის შუალედი არ აღემატება ორ თვეს.

3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დასრულებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ნორმატივების ჩაბარების რეკომენდაციას, საჭიროების შემთხვევაში გასცემს ჰოსპიტალი.

3 ​1. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმყოფება სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით, ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს მივლინების დასრულებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ერთ თვეზე ნაკლები ვადით, იგი ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს მივლინების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრულ დროს.

3​2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმყოფება შვებულებაში, ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს/გადააბაროს შვებულების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრულ დროს.

4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც 2017 წელს ვერ ჩააბარებს ან საპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ფიზიკური ნორმატივების ჩასაბარებლად, ვალდებულია 2017 წლის ფიზიკური ნორმატივები გადააბაროს 2018 წლის 5 თებერვლიდან 10 თებერვლამდე, რომლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ერთი თვის ვადაში გადააბაროს ფიზიკური ნორმატივები. ფიზიკური ნორმატივების შესრულებაში ზედიზედ მეორედ უარყოფითი შედეგის მქონე სამხედრო მოსამსახურე  ჩაირიცხება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე აბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, რომლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ფიზიკური ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება და აღარ მიეცემა მისი გადაბარების უფლება. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ასევე ჩაბარებულად ჩაეთვლება 2018 წლის აპრილ-მაისის ფიზიკური ნორმატივები.

5. (ამოღებულია - 24.03.2023, №22).

6. (ამოღებულია - 24.03.2023, №22).

7. ჰოსპიტლის მიერ გაცემული რეკომენდაციის/ცნობის საფუძველზე, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისაგან სრულად თავისუფლდება და ამ ბრძანებით განსაზღვრული ნორმატივები არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია/დაუშვებელია მისთვის ფიზიკური ნორმატივების, მათ შორის, ალტერნატიული ნორმატივების შესრულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 17.05.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 27.06.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 18.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 13 12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 17 მაისის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 20.05.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №31 - ვებგვერდი, 15.08.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 10 02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 24 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 01 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 02.08.2024წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“, №02, 09.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016454 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3454842-22/