ორგ.კოდი დასახელება 2015 წლის ფაქტი 2016 წლის გეგმა 2017 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის შემოსავლები 3 315.1 ათ. ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის გადასახადები 300.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2 795.1 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 220.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2 493.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 806.9 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 806.9 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრული არ არის:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 40.0 ათასი ლარი;
ბ) სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 53.9 ათასი ლარი;
გ) სამამულო ომის ვეტერანების დაკრძალვის ხარჯი 3.0 ათასი ლარი და ვეტერანთა ერთჯერად დახმარებებზე.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაცია, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამშენებლო ნარჩენებისაგან, ქ. ონში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულდება ქ. ონში სკვერების მოწყობის სამუშაოები, სოფ. ღებში ადმინისტრაციული და ბაგა-ბაღის შენობის რეაბილიტაცია, სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გამოცხადდება შესყიდვა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურებაზე. განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია, ტექნიკური მომსახურება როგორც ქ. ონში, ასევე სოფლებში. წილობრივი მონაწილეობით დაფინანსდება ქ. ონში ბერშევას სახელობის პარკში არსებული სპორტული კომპლექსის შენობის და მიმდინარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, სოფ. ღარში ბაგა-ბაღის მშენებლობა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მინერალურ წყლებთან მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სოფ. კვაშხიეთი-შქმერის და ბარი-მრავალძლის გზის მოასფალტების სამუშაოების დაფინანსება და სოფ. უწერაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. განხორციელდება შიდა სასოფლო გზების მოვლა-რეკონსტრუქცია. განხორციელდება წილობრივი მონაწილეობით სოფ. კვაშხიეთი-შქმერის და ბარი-მრავალძლის გზის მოასფალტების სამუშაოების დაფინანსება. 2.2 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაო 2016 წელს არ არის გათვალისწინებული. 2.3 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად, ისე სოფლად კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება. 2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. 2.5 საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2.6 წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაო და წილობრივი მონაწილეობით სოფ. უწერაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. 2.7 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულდება ქ.ონში სკვერების მოწყობის სამუშაოები, სოფ. ღებში ადმინისტრაციული და ბაგა-ბაღის შენობის რეაბილიტაცია და გამოცხადდება შესყიდვა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურებაზე, ასევე განხორციელდება წილობრივი მონაწილეობით დაფინანსება ქ. ონში ბერშევას სახელობის პარკში არსებული სპორტული კომპლექსის შენობის და მიმდინარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, სოფ. ღარში ბაგა-ბაღის მშენებლობა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მინერალურ წყლებთან მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა. 2.8 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გამოყოფილი თანხიდან მოხდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შესაბამისი სამუშაოების შესრულება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 125 ბავშვი და დაქვემდებარებაშია ალტერნატიული ჯგუფები სოფ. ღარში, უწერაში და ჭიორაში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო, რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში და ტურისტური ლაშქრობა. დაკავებულია მუნიციპალიტეტის 115–მდე სპორტსმენი ჭიდაობის, ფეხბურთის და კალათბურთის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 4.2 კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტში 2017 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ. ონში ფუნქციონირებს ააიპ – სახელოვნებო სკოლა, სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში სწავლობს 26-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ისე მშობელთა შემონატანით. ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 48-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, თექის, ბატიკის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების წრეები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს, გადასახადისაგან განთავისუფლებული არიან წარჩინებული მოსწავლეები. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო, საახალწლო და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. 4.2.2 კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც გარემონტებულ შენობაში დაკავებულია ამ დროისათვის 100 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრე, ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერის წრე, დრამატურგის წრე, ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“ და „ბუბა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. შემოსავალი სხვადასხვა წრეებზე სხვადასხვა თანხით საშუალოდ ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება. 4.2.3 მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები და დაცულია ეთნოგრაფიული მასალები. 4.2.4 ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე, როგორც გასულ წლებში 2016 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. ბიბლიოთეკის გაერთიანებაში გადის 1 მთავარი და 17 სასოფლო ფილიალი. 4.2.5 კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, შემოწმება, ძეგლისა და ძეგლის ნიმუშის მქონე ობიექტების გამოვლენა და მათი აღრიცხვა სიის შედგენა, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 4.2.6 კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, ხალხური ტრადიციების, ნაწარმოების მოძიება-პოპულარიზაცია, საზოგადო მოღვაწეებისა და მათი ნაშრომების მოძიება პოპულარიზაცია, ღონისძიებების ორგანიზება, ტურისტული მარშუტების ორგანიზება მოწვეული სტუმრებისათვის.ქართულ 4.3 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა მურმან ლებანიძისადმი მიძღვნილი საღამო, ონელობის და საახაწლო ღონისძიება, მოწვეული იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები, ონიდან დედაქალაქში წასული და იქ მოღვაწე ხელოვანები, დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი. 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში სოფ. შქმერში წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის და სოფ. მრავალძალში წმინდა გიორგის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4.5 ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეებზე დაკავებულია 120 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ ერთ ბავშვზე შეადგენს 10 ლარს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ფინანსდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე თავისი შემონატანებით. ფუნქციონირებს ფოლკლორის, დრამატურგის, ანა-ბანის, ფანდურის, ინგლისურის, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერის შემსწავლელი, ჭადრაკის და მხარეთმცოდნეობის წრეები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; პარაზიტული დაავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და პიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამა; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა.5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ერთჯერადი ფულადი დახმარება;5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის მიზნით გაეწევა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;5.2.3 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით - ობოლ ბავშვებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინის ქირით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიან ოჯახებზე სამ და მეტ შვილზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება. სამ შვილზე 100 ლარი, დაახლოებით 70 ოჯახზე; ოთხ შვილზე 150 ლარი, დაახლოებით 10 ოჯახზე; ხუთ შვილზე 200 ლარი 2 ოჯახზე; ექვს შვილზე 250 ლარი 2 ოჯახზე; ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-1 წლამდე ბავშვებზე 350 ლარის ოდენობით. ახალშობილ ბავშვზე და მეორე შვილზე ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით; სოციალური სუბსიდიის სააგენტოს ონის სამსახურში რეგისტრირებულ ობოლ ბავშვთა დახმარების მიზნით ახალ სასწავლო წლის დაწყებისათვის თითოეულზე სულ 50 ბავშვზე გაიცემა შემწეობა 100 ლარის ოდენობით; სოციალურად დაუცველი ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფა.5.2.4 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში).5.2.5. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სტიქიური მოვლენების დროს ხანძარი, მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, წყალდიდობა, რომელთაც გაუნადგურდათ ან მნიშვნელოვნად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი, თითოეულ ოჯახზე 100-დან 3000 ლარამდე დახმარების გაცემა.5.2.6 9 და 26 მაისის, 8 მარტის და საახაწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამამულო ომის ვეტერანებზე 9 მაისთან დაკავშირებით გაიცემა ფულადი შემწეობა 200 ლარის ოდენობით, სულ 4 ბენეფიციარი; ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირებზე, აგრეთვე ბრძოლის დროს დაღუპულთა მეომრების თითოეულ ოჯახზე გაიცემა ფულადი შემწეობა 200 ლარის ოდენობით, სულ 10 ბენეფიციარი; სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და ინვალიდთა ოჯახებისათვის საახალწლო საჩუქარი; 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერან ქალბატონზე ფულადი საჩუქარი.5.2.7 სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობისისთვის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალ. ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახები, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეთა, ასევე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახებს გაეწიოთ შეღავათები, განთავისუფლდნენ წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლების გადასახადიდან, სულ 185 ბენეფიციარი;5.2.8 ას წელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების სოციალური დახმარება, თითოეულზე 500 ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი, რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე 200-დან 250 ლარამდე ხარჯის გაცემა.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ორგ.კოდი დასახელება 2015 წლის ფაქტი 2016 წლის გეგმა 2017 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები“, №22, 22.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3494047-6/