ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (28)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების/ზონალური პარკირების ადგილები და მათზე პარკირების საფასურის გადახდის მეთოდები (დროის მონაკვეთის თუ ზონის მიხედვით) განსაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ა) 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური ზონის მიხედვით:
ა) პირველ („A“) ზონაში 1 საათი – 1 ლარი;
ბ) მე-2 („B“) ზონაში 1 საათი – 2 ლარი;
გ) მე-3 („C“) ზონაში 1 საათი – 3 ლარი.
21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში);
ბ) 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
დ) 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
3. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილია პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით, აღნიშნული მის მძღოლს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისაგან.
31. თუ გადახდილია ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი პარკირების საფასური, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დგომა იმავე ვადით თავისუფლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პარკირების საფასურების გადახდისაგან.
4. ზონების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნები უნდა იყოს თეთრი ფერის, ხოლო მათი ფორმა და ზომა, ასევე ზონალური პარკირების ადგილებზე პარკირების საფასურის აღმნიშვნელი დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) განისაზღვრება დანართი 3-ს შესაბამისად.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს დროის მონაკვეთი (დღე-ღამის გარკვეული დრო ან სრული დღე, მათ შორის, დასვენების და უქმე დღეებში), რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლებული იქნება ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოქმედი ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაში ან მიწის ნაკვეთზე დაადგინოს მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილები შემდგომში მისი პარკირების ოპერატორის მიერ მოწყობის მიზნით. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებულის წესის შესაბამისად დადგენილი პარკირების რეგულირების წესი (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისათვის შესაბამისი ჯარიმა და საურავი გადაიხდება ბიუჯეტში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №4-11 - ვებგვერდი, 28.12.2021 წ.

2. მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელი, ხოლო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.

ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური დღეში:
ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 20 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 60 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით.
3. განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №16-99 - ვებგვერდი, 07.11.2022 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №17-107 - ვებგვერდი, 28.11.2022 წ.
ა) „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილება;
ბ) „დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილება.
|
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
ი) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
მ1) ზონალური პარკირების ადგილი – პარკირების ადგილი, რომელზეც დადგენილია პარკირების საფასური ზონის მიხედვით;
ნ) პარკირების ოპერატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
პ) პარკირების საფასური − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების უფლების მოპოვებისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ჟ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი.
რ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
უ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
ქ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
ღ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ყ) საცნობი ნიშანი – სააგენტოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
შ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
ჩ) სპეციალური საშვი – სააგენტოს მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;
ც) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ც1) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.
ძ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
წ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
ჭ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
2. პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც თბილისში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;
ე) ინკასაციისათვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
31. დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების 4 სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
32. ფიზიკურ პირს, რომელსაც მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, უფლება აქვს ამ უძრავი ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში, ხოლო მიწისქვეშა პარკირების შემთხვევაში 250 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) თითოეული მიწის ნაკვეთის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე (თანასაკუთრების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს თითოეული მესაკუთრე);
ბ) თითოეული შენობა-ნაგებობის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
33. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 32 პუნქტში აღნიშნული ფიზიკური პირი აღარ იქნება იმავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის საფუძველზეც გაიცა უფასო პარკირებით სარგებლობის უფლება, ეს უფლება უქმდება ინფორმაციის მიღებისთანავე.
34. ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი უფასო პარკირების უფლება არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) ქალაქის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მარშრუტების.
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-58 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-92 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №63-99 - ვებგვერდი, 10.09.2020 წ.2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ტროტუარზე ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №16-99 - ვებგვერდი, 07.11.2022 წ.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და შესთავაზოს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ზონალური პარკირების ადგილების მოწყობა, რომელზეც გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი (გარდა წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი. პარკირების ოპერატორსა და ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელშიც, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი საზღაური პარკირების საფასურიდან.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს ზონალური პარკირების ადგილებს შესაბამის შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე.
4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. თბილისში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს, როგორც წესი, უნდა ახლდეს: ზონალური პარკირების ადგილის და საფასურის, ასევე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები. ამასთან, ყოველ 14 ადგილზე განთავსებული უნდა იყოს პარკირების აღმნიშვნელი 1 საგზაო ნიშანი.
81. პარკირების ადგილის აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნების ფორმა და ზომები განისაზღვროს დანართი 4-ის შესაბამისად.
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნის (დაფის) გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე მინიშნებით სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანაზე ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირებაზე.
10. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
11. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
12. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
13. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრულისა.
14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს მინიშნებაზე (სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირების თაობაზე) დასატანი აუცილებელი ინფორმაცია.
15. პარკირების ადგილზე პარკირება დასაშვებია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელზეც გადახდილია პარკირების საფასური. დაუშვებელია ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პარკირების ადგილის პარკირებისთვის გამოსაყენებლად გადაცემა კონკრეტული პირისთვის ან ამ პირის მიერ განსაზღვრული პირებისთვის.
ა) (ამოღებულია - 02.07.21 №84-67);
ბ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 6-ის შესაბამისად;
ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) პარკირებისათვის;
ზ) „A“ კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის (რომელზეც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“) პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებელი განისაზღვრება დანართი 7-ის შესაბამისად;
თ) ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 8-ის შესაბამისად;
ი) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 9-ის შესაბამისად;
კ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის პარკირებისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 10-ის შესაბამისად, ხოლო პარკირების ადგილის მოწყობას უზრუნველყოფს ის პირი, რომელსაც ამავე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გადაეცა შესაბამისი ლოკაცია.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.
31. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზების სატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გაიცემა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოსაყენებელი ელექტროველოსიპედების, მოპედების და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრული ლოკაციები.
4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს პარკირების ოპერატორს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პარკირების ოპერატორი, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს.
5. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციას გადის ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge მეშვეობით. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ელექტრონული მოწმობა, ამ პირს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება უნდა მიენიჭოს მატერიალური ფორმით წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
51. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს რეგისტრაციას, უფლება აქვს მისი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
52. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით (რომელსაც უნდა დაურთოს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი), რომლის რეკვიზიტები შესაბამისობაში იქნება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულთან), რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე მისი მინდობილი პირის მეშვეობით ისარგებლოს ამ უფლებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
53. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირს უფლება აქვს ორივე კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით. ერთი-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ: მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია, მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. აღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
54. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილია პირი, რომელსაც შეეძლო ესარგებლა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით და მისი სამკვიდრო არ არის გახსნილი, დაინტერესებულ პირს მესაკუთრის სახელზე შედგენილი გარდაცვალების მოწმობის და სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა სამკვიდროს გახსნამდე ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
6. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, ამ შეღავათით სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის მიზნით, უფლებამოსილია ჩაანაცვლოს მის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ამ მუხლის შესაბამისად.
7. ფიზიკურ პირს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით სარგებლობის უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრიდან ერთი თვის შემდეგ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 ივნისის დადგენილება №82-57 - ვებგვერდი, 02.06.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის დადგენილება №84-67 - ვებგვერდი, 05.07.2021 წ.
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-29 - ვებგვერდი, 03.05.2017 წ.
2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.
21. იურიდიული პირების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პარკირების საფასურის გადახდის ფორმა განისაზღვრება პარკირების ოპერატორის მიერ.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, ხოლო ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისას ასევე მიეთითება იმ ზონისა და პარკირების ადგილის ნომერი, რომელშიც პარკირებულია სატრანსპორტო საშუალება. საფასურის გადახდისას ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა ან არასწორად მითითება ჩაითვლება დადგენილი პარკირების საფასურის გადაუხდელობად.
4. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე.
6. სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან და მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელის ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას, პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს პარკირების ოპერატორი.
9. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდა, გარდა ამ მუხლის მე-7 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებისა, შესაძლებელია ზონალური პარკირების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე დამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
91. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ, ზონის მიხედვით პარკირების საფასურის გადახდა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge ან მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking მეშვეობით. ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge და მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
10. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების ადგილას, ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე, გარდა პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისა.
11. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების შემთხვევაში, პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისას, ზონალური პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთანავე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე ვალდებულია ზონალური პარკირების ადგილზე დააფიქსიროს პარკირების დაწყებისა და დასრულების დრო და ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე გადაიხადოს შესაბამისი ოდენობის პარკირების საფასური.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც დატანილია აღნიშვნა „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, ან „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი, დანართი №1-ის შესაბამისად.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, დანართი №2-ს შესაბამისად, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 3 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სააგენტო ჩათვლის საჭიროდ მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სააგენტოში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც სააგენტოს მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სააგენტოს.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას ან დაზიანებისას, მისი აღდგენის თხოვნით სააგენტოს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-11 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა დასამტკიცებელ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს, დამტკიცების შემდეგ სპეციალური საშვის ფორმა ასევე ეგზავნება პარკირების ოპერატორს.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რაც დაუყონებლივ ეცნობება პარკირების ოპერატორს.
4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს გადაახდევინოს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი ოდენობით.
51. პარკირების ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს რამდენიმე სპეციალური დაცული სადგომი, რომელთაგან ერთი იმუშავებს სადღეღამისო რეჟიმში, კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ყოველდღე, სხვა სპეციალური დაცული სადგომების დახურვამდე მათში დარჩენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ სადღეღამისო სადგომზე.
6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-99 2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისისაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
+
+
+
მუხლი 3🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური ზონის მიხედვით:
ა) პირველ („A“) ზონაში 1 საათი – 1 ლარი;
ბ) მე-2 („B“) ზონაში 1 საათი – 2 ლარი;
გ) მე-3 („C“) ზონაში 1 საათი – 3 ლარი.
21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში);
ბ) 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
დ) 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
3. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილია პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით, აღნიშნული მის მძღოლს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისაგან.
31. თუ გადახდილია ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი პარკირების საფასური, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დგომა იმავე ვადით თავისუფლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პარკირების საფასურების გადახდისაგან.
4. ზონების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნები უნდა იყოს თეთრი ფერის, ხოლო მათი ფორმა და ზომა, ასევე ზონალური პარკირების ადგილებზე პარკირების საფასურის აღმნიშვნელი დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) განისაზღვრება დანართი 3-ს შესაბამისად.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს დროის მონაკვეთი (დღე-ღამის გარკვეული დრო ან სრული დღე, მათ შორის, დასვენების და უქმე დღეებში), რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლებული იქნება ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოქმედი ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაში ან მიწის ნაკვეთზე დაადგინოს მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილები შემდგომში მისი პარკირების ოპერატორის მიერ მოწყობის მიზნით. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებულის წესის შესაბამისად დადგენილი პარკირების რეგულირების წესი (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისათვის შესაბამისი ჯარიმა და საურავი გადაიხდება ბიუჯეტში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.+
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-109 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.+
+
მუხლი 41🔗
1. განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური:ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური დღეში:
ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 20 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 60 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით.
3. განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური:
ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით.
+
+
+
|
+
დანართი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
ი) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
მ1) ზონალური პარკირების ადგილი – პარკირების ადგილი, რომელზეც დადგენილია პარკირების საფასური ზონის მიხედვით;
ნ) პარკირების ოპერატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
პ) პარკირების საფასური − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების უფლების მოპოვებისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ჟ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი.
რ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
უ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
ქ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
ღ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ყ) საცნობი ნიშანი – სააგენტოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
შ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
ჩ) სპეციალური საშვი – სააგენტოს მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;
ც) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ც1) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.
ძ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
წ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
ჭ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №58-58 - ვებგევრდი , 11.06.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
+
მუხლი 3. პარკირება🔗
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც თბილისში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;
ე) ინკასაციისათვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
31. დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების 4 სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
32. ფიზიკურ პირს, რომელსაც მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, უფლება აქვს ამ უძრავი ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში, ხოლო მიწისქვეშა პარკირების შემთხვევაში 250 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) თითოეული მიწის ნაკვეთის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე (თანასაკუთრების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს თითოეული მესაკუთრე);
ბ) თითოეული შენობა-ნაგებობის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
33. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 32 პუნქტში აღნიშნული ფიზიკური პირი აღარ იქნება იმავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის საფუძველზეც გაიცა უფასო პარკირებით სარგებლობის უფლება, ეს უფლება უქმდება ინფორმაციის მიღებისთანავე.
34. ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი უფასო პარკირების უფლება არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) ქალაქის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მარშრუტების.
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-58 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-92 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 4. პარკირების სფეროს მართვა🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული პირების მეშვეობით. 2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის. 3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.+
მუხლი 5. გაჩერების და დგომის წესები🔗
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
+
მუხლი 6. პარკირების წესები🔗
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ტროტუარზე ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
+
მუხლი 7. პარკირების ორგანიზება🔗
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და შესთავაზოს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ზონალური პარკირების ადგილების მოწყობა, რომელზეც გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი (გარდა წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი. პარკირების ოპერატორსა და ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელშიც, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი საზღაური პარკირების საფასურიდან.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს ზონალური პარკირების ადგილებს შესაბამის შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე.
4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. თბილისში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს, როგორც წესი, უნდა ახლდეს: ზონალური პარკირების ადგილის და საფასურის, ასევე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები. ამასთან, ყოველ 14 ადგილზე განთავსებული უნდა იყოს პარკირების აღმნიშვნელი 1 საგზაო ნიშანი.
81. პარკირების ადგილის აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნების ფორმა და ზომები განისაზღვროს დანართი 4-ის შესაბამისად.
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნის (დაფის) გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე მინიშნებით სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანაზე ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირებაზე.
10. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
11. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
12. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
13. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულისა.
14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს მინიშნებაზე (სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირების თაობაზე) დასატანი აუცილებელი ინფორმაცია.
15. პარკირების ადგილზე პარკირება დასაშვებია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელზეც გადახდილია პარკირების საფასური. დაუშვებელია ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პარკირების ადგილის პარკირებისთვის გამოსაყენებლად გადაცემა კონკრეტული პირისთვის ან ამ პირის მიერ განსაზღვრული პირებისთვის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
+
მუხლი 8. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) (ამოღებულია - 02.07.21 №84-67);
ბ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 6-ის შესაბამისად;
ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) პარკირებისათვის;
ზ) „A“ კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის (რომელზეც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“) პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებელი განისაზღვრება დანართი 7-ის შესაბამისად;
თ) ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 8-ის შესაბამისად;
ი) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 9-ის შესაბამისად;
კ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის პარკირებისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 10-ის შესაბამისად, ხოლო პარკირების ადგილის მოწყობას უზრუნველყოფს ის პირი, რომელსაც ამავე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გადაეცა შესაბამისი ლოკაცია.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.
31. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზების სატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გაიცემა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოსაყენებელი ელექტროველოსიპედების, მოპედების და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრული ლოკაციები.
4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს პარკირების ოპერატორს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პარკირების ოპერატორი, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს.
5. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციას გადის ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge მეშვეობით. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ელექტრონული მოწმობა, ამ პირს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება უნდა მიენიჭოს მატერიალური ფორმით წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
51. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს რეგისტრაციას, უფლება აქვს მისი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
52. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით (რომელსაც უნდა დაურთოს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი), რომლის რეკვიზიტები შესაბამისობაში იქნება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულთან), რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე მისი მინდობილი პირის მეშვეობით ისარგებლოს ამ უფლებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
53. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირს უფლება აქვს ორივე კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით. ერთი-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ: მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია, მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. აღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
54. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილია პირი, რომელსაც შეეძლო ესარგებლა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით და მისი სამკვიდრო არ არის გახსნილი, დაინტერესებულ პირს მესაკუთრის სახელზე შედგენილი გარდაცვალების მოწმობის და სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა სამკვიდროს გახსნამდე ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
6. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, ამ შეღავათით სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის მიზნით, უფლებამოსილია ჩაანაცვლოს მის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ამ მუხლის შესაბამისად.
7. ფიზიკურ პირს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით სარგებლობის უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრიდან ერთი თვის შემდეგ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-109 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-58 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №58-58 - ვებგევრდი , 11.06.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
+
მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას🔗
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ: ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი; ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას. 2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება: ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე; ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე; გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე; დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად. 3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-29 - ვებგვერდი, 03.05.2017 წ.+
მუხლი 10. პარკირების საფასურის გადახდა🔗
1. პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.
21. იურიდიული პირების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პარკირების საფასურის გადახდის ფორმა განისაზღვრება პარკირების ოპერატორის მიერ.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, ხოლო ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისას ასევე მიეთითება იმ ზონისა და პარკირების ადგილის ნომერი, რომელშიც პარკირებულია სატრანსპორტო საშუალება. საფასურის გადახდისას ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა ან არასწორად მითითება ჩაითვლება დადგენილი პარკირების საფასურის გადაუხდელობად.
4. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე.
6. სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან და მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელის ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას, პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს პარკირების ოპერატორი.
9. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდა, გარდა ამ მუხლის მე-7 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებისა, შესაძლებელია ზონალური პარკირების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე დამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
91. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ, ზონის მიხედვით პარკირების საფასურის გადახდა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge ან მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking მეშვეობით. ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge და მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
10. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების ადგილას, ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე, გარდა პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისა.
11. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების შემთხვევაში, პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისას, ზონალური პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთანავე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე ვალდებულია ზონალური პარკირების ადგილზე დააფიქსიროს პარკირების დაწყებისა და დასრულების დრო და ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე გადაიხადოს შესაბამისი ოდენობის პარკირების საფასური.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-109 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.+
მუხლი 11. საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება🔗
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც დატანილია აღნიშვნა „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, ან „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც დატანილია აღნიშვნა „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, ან „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი, დანართი №1-ის შესაბამისად.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, დანართი №2-ს შესაბამისად, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 3 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სააგენტო ჩათვლის საჭიროდ მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სააგენტოში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც სააგენტოს მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სააგენტოს.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით სააგენტოს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას ან დაზიანებისას, მისი აღდგენის თხოვნით სააგენტოს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-29 - ვებგვერდი, 03.05.2017 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
+
მუხლი 12. სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება🔗
1. სპეციალური საშვის მისაღებად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი სპეციალური საშვის გაცემას ავალებს სააგენტოს.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა დასამტკიცებელ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს, დამტკიცების შემდეგ სპეციალური საშვის ფორმა ასევე ეგზავნება პარკირების ოპერატორს.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
+
მუხლი 13. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება🔗
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი. 2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.+
მუხლი 14. კონტროლი და პასუხისმგებლობა🔗
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახურ(ებ)ის/საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მეშვეობით.2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რაც დაუყონებლივ ეცნობება პარკირების ოპერატორს.
4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს გადაახდევინოს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი ოდენობით.
51. პარკირების ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს რამდენიმე სპეციალური დაცული სადგომი, რომელთაგან ერთი იმუშავებს სადღეღამისო რეჟიმში, კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ყოველდღე, სხვა სპეციალური დაცული სადგომების დახურვამდე მათში დარჩენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ სადღეღამისო სადგომზე.
6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
+
მუხლი 15. დასკვნითი დებულება🔗
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33-99
2016 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №16-99 - ვებგვერდი, 07.11.2022 წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
+
მუხლი 1 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი, დანართის შესაბამისად.🔗
+
მუხლი 2 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთისა და ზონის მიხედვით.🔗
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების/ზონალური პარკირების ადგილები და მათზე პარკირების საფასურის გადახდის მეთოდები (დროის მონაკვეთის თუ ზონის მიხედვით) განსაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
+
მუხლი 3 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:🔗
ა) 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური ზონის მიხედვით:
ა) პირველ („A“) ზონაში 1 საათი – 1 ლარი;
ბ) მე-2 („B“) ზონაში 1 საათი – 2 ლარი;
გ) მე-3 („C“) ზონაში 1 საათი – 3 ლარი.
21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში);
ბ) 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
დ) 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
3. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილია პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით, აღნიშნული მის მძღოლს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისაგან.
31. თუ გადახდილია ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი პარკირების საფასური, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დგომა იმავე ვადით თავისუფლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პარკირების საფასურების გადახდისაგან.
31. თუ გადახდილია ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი პარკირების საფასური, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დგომა იმავე ვადით თავისუფლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პარკირების საფასურების გადახდისაგან.
4. ზონების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნები უნდა იყოს თეთრი ფერის, ხოლო მათი ფორმა და ზომა, ასევე ზონალური პარკირების ადგილებზე პარკირების საფასურის აღმნიშვნელი დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) განისაზღვრება დანართი 3-ს შესაბამისად.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს დროის მონაკვეთი (დღე-ღამის გარკვეული დრო ან სრული დღე, მათ შორის, დასვენების და უქმე დღეებში), რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლებული იქნება ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოქმედი ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაში ან მიწის ნაკვეთზე დაადგინოს მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილები შემდგომში მისი პარკირების ოპერატორის მიერ მოწყობის მიზნით. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებულის წესის შესაბამისად დადგენილი პარკირების რეგულირების წესი (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა).
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოქმედი ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაში ან მიწის ნაკვეთზე დაადგინოს მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილები შემდგომში მისი პარკირების ოპერატორის მიერ მოწყობის მიზნით. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებულის წესის შესაბამისად დადგენილი პარკირების რეგულირების წესი (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისათვის შესაბამისი ჯარიმა და საურავი გადაიხდება ბიუჯეტში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №43-48 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №63-99 - ვებგვერდი, 10.09.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №4-11 - ვებგვერდი, 28.12.2021 წ.
+
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-109 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
+
მუხლი 4 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან.🔗
2. მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელი, ხოლო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
+
მუხლი 41🔗
მუხლი 41🔗
1. განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური:
ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ა) მსუბუქი ავტომობილის (გარდა მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებისა), მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური დღეში:
ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 20 ლარის ოდენობით;
ა) მსუბუქი ავტომობილის (გარდა მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებისა), მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 20 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 60 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით.
3. განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური:
ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ა) მსუბუქი ავტომობილის (გარდა მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებისა), მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლით დადგენილი საფასურების გადახდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №16-99 - ვებგვერდი, 07.11.2022 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №17-107 - ვებგვერდი, 28.11.2022 წ.
+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №29-62 - ვებგვერდი, 29.08.2023 წ.
მუხლი 5 ძალადაკარგულად გამოცხადდეს:🔗
ა) „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილება;
ბ) „დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილება.
+
მუხლი 6 „დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილების შესაბამისად გადახდილი პარკირების საფასური მოქმედებს გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე.🔗
+
მუხლი 7 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
+
დანართი
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
ი) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
მ1) ზონალური პარკირების ადგილი – პარკირების ადგილი, რომელზეც დადგენილია პარკირების საფასური ზონის მიხედვით;
მ1) ზონალური პარკირების ადგილი – პარკირების ადგილი, რომელზეც დადგენილია პარკირების საფასური ზონის მიხედვით;
ნ) პარკირების ოპერატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
პ) პარკირების საფასური − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების უფლების მოპოვებისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ჟ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი.
რ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
უ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
ქ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
ღ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ყ) საცნობი ნიშანი – სააგენტოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
შ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
შ1) სპეციალური დაცული სადგომი – სატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის განკუთვნილი სადგომი, სადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაყვანას დაქვემდებარებული, დარღვევით მდგომი სატრანსპორტო საშუალების განთავსება ხორციელდება და აღნიშნული ადგილი დაცულია გარეშე პირების მოხვედრისაგან;
ჩ) სპეციალური საშვი – სააგენტოს მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;
ც) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ც1) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.
ც1) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.
ძ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
წ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
ჭ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №58-58 - ვებგევრდი , 11.06.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №64-104 - ვებგვერდი, 05.10.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №29-62 - ვებგვერდი, 29.08.2023 წ.
+
მუხლი 3. პარკირება
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც თბილისში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;
ე) ინკასაციისათვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
31. დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების 4 სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
31. დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების 4 სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
32. ფიზიკურ პირს, რომელსაც მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, უფლება აქვს ამ უძრავი ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში, ხოლო მიწისქვეშა პარკირების შემთხვევაში 250 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
32. ფიზიკურ პირს, რომელსაც მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, უფლება აქვს ამ უძრავი ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში, ხოლო მიწისქვეშა პარკირების შემთხვევაში 250 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) თითოეული მიწის ნაკვეთის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე (თანასაკუთრების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს თითოეული მესაკუთრე);
ბ) თითოეული შენობა-ნაგებობის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
33. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 32 პუნქტში აღნიშნული ფიზიკური პირი აღარ იქნება იმავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის საფუძველზეც გაიცა უფასო პარკირებით სარგებლობის უფლება, ეს უფლება უქმდება ინფორმაციის მიღებისთანავე.
33. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 32 პუნქტში აღნიშნული ფიზიკური პირი აღარ იქნება იმავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის საფუძველზეც გაიცა უფასო პარკირებით სარგებლობის უფლება, ეს უფლება უქმდება ინფორმაციის მიღებისთანავე.
34. ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი უფასო პარკირების უფლება არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე.
34. ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი უფასო პარკირების უფლება არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) ქალაქის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მარშრუტების.
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-58 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-92 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №63-99 - ვებგვერდი, 10.09.2020 წ.
+
მუხლი 4. პარკირების სფეროს მართვა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული პირების მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
+
მუხლი 5. გაჩერების და დგომის წესები
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
+
მუხლი 6. პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ტროტუარზე ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ტროტუარზე ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №16-99 - ვებგვერდი, 07.11.2022 წ.
+
მუხლი 7. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და შესთავაზოს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ზონალური პარკირების ადგილების მოწყობა, რომელზეც გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი (გარდა წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი. პარკირების ოპერატორსა და ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელშიც, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი საზღაური პარკირების საფასურიდან.
31. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და შესთავაზოს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ზონალური პარკირების ადგილების მოწყობა, რომელზეც გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი (გარდა წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი. პარკირების ოპერატორსა და ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელშიც, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი საზღაური პარკირების საფასურიდან.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს ზონალური პარკირების ადგილებს შესაბამის შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს ზონალური პარკირების ადგილებს შესაბამის შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე.
4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. თბილისში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს, როგორც წესი, უნდა ახლდეს: ზონალური პარკირების ადგილის და საფასურის, ასევე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები. ამასთან, ყოველ 14 ადგილზე განთავსებული უნდა იყოს პარკირების აღმნიშვნელი 1 საგზაო ნიშანი.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს, როგორც წესი, უნდა ახლდეს: ზონალური პარკირების ადგილის და საფასურის, ასევე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები. ამასთან, ყოველ 6 ადგილზე განთავსებული უნდა იყოს პარკირების აღმნიშვნელი 1 საგზაო ნიშანი.
81. პარკირების ადგილის აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნების ფორმა და ზომები განისაზღვროს დანართი 4-ის შესაბამისად.
81. პარკირების ადგილის აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნების ფორმა და ზომები განისაზღვროს დანართი 4-ის შესაბამისად.
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნის (დაფის) გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე მინიშნებით სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანაზე ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირებაზე.
10. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
11. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
12. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
13. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულისა.
13. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრულისა.
14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს მინიშნებაზე (სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირების თაობაზე) დასატანი აუცილებელი ინფორმაცია.
15. პარკირების ადგილზე პარკირება დასაშვებია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელზეც გადახდილია პარკირების საფასური. დაუშვებელია ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პარკირების ადგილის პარკირებისთვის გამოსაყენებლად გადაცემა კონკრეტული პირისთვის ან ამ პირის მიერ განსაზღვრული პირებისთვის.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №43-48 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-59 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №63-99 - ვებგვერდი, 10.09.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №29-62 - ვებგვერდი, 29.08.2023 წ.
+
მუხლი 8. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) (ამოღებულია - 02.07.21 №84-67);
ბ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 6-ის შესაბამისად;
ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) პარკირებისათვის;
ზ) „A“ კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის (რომელზეც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“) პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებელი განისაზღვრება დანართი 7-ის შესაბამისად;
თ) ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 8-ის შესაბამისად;
ი) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 9-ის შესაბამისად;
კ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის პარკირებისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 10-ის შესაბამისად, ხოლო პარკირების ადგილის მოწყობას უზრუნველყოფს ის პირი, რომელსაც ამავე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გადაეცა შესაბამისი ლოკაცია.
კ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის პარკირებისთვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები განისაზღვრება დანართი 10-ის შესაბამისად, ხოლო პარკირების ადგილის მოწყობას უზრუნველყოფს ის პირი, რომელსაც ამავე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გადაეცა შესაბამისი ლოკაცია.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.
31. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზების სატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გაიცემა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოსაყენებელი ელექტროველოსიპედების, მოპედების და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრული ლოკაციები.
31. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზების სატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გაიცემა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოსაყენებელი ელექტროველოსიპედების, მოპედების და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრული ლოკაციები.
4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს პარკირების ოპერატორს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პარკირების ოპერატორი, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს.
5. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციას გადის ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge მეშვეობით. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ელექტრონული მოწმობა, ამ პირს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება უნდა მიენიჭოს მატერიალური ფორმით წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციას გადის ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge მეშვეობით. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ელექტრონული მოწმობა, ამ პირს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება უნდა მიენიჭოს მატერიალური ფორმით წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
51. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს რეგისტრაციას, უფლება აქვს მისი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
51. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს რეგისტრაციას, უფლება აქვს მისი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
52. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით (რომელსაც უნდა დაურთოს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი), რომლის რეკვიზიტები შესაბამისობაში იქნება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულთან), რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე მისი მინდობილი პირის მეშვეობით ისარგებლოს ამ უფლებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
52. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით (რომელსაც უნდა დაურთოს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი), რომლის რეკვიზიტები შესაბამისობაში იქნება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულთან), რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე მისი მინდობილი პირის მეშვეობით ისარგებლოს ამ უფლებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
53. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირს უფლება აქვს ორივე კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით. ერთი-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ: მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია, მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. აღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
53. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირს უფლება აქვს ორივე კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით. ერთი-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ: მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია, მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. აღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
54. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილია პირი, რომელსაც შეეძლო ესარგებლა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით და მისი სამკვიდრო არ არის გახსნილი, დაინტერესებულ პირს მესაკუთრის სახელზე შედგენილი გარდაცვალების მოწმობის და სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა სამკვიდროს გახსნამდე ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
54. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილია პირი, რომელსაც შეეძლო ესარგებლა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით და მისი სამკვიდრო არ არის გახსნილი, დაინტერესებულ პირს მესაკუთრის სახელზე შედგენილი გარდაცვალების მოწმობის და სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა სამკვიდროს გახსნამდე ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.
6. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, ამ შეღავათით სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის მიზნით, უფლებამოსილია ჩაანაცვლოს მის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ამ მუხლის შესაბამისად.
6. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, ამ შეღავათით სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის მიზნით, უფლებამოსილია ჩაანაცვლოს მის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ამ მუხლის შესაბამისად.
7. ფიზიკურ პირს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით სარგებლობის უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრიდან ერთი თვის შემდეგ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-109 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-58 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-59 - ვებგვერდი, 26.07.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №50-99 - ვებგვერდი, 26.12.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №58-58 - ვებგევრდი , 11.06.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-68 - ვებგვერდი, 14.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №64-104 - ვებგვერდი, 05.10.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 ივნისის დადგენილება №82-57 - ვებგვერდი, 02.06.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის დადგენილება №84-67 - ვებგვერდი, 05.07.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-83 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ.
+
მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-29 - ვებგვერდი, 03.05.2017 წ.
+
მუხლი 10. პარკირების საფასურის გადახდა
1. პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.
21. იურიდიული პირების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პარკირების საფასურის გადახდის ფორმა განისაზღვრება პარკირების ოპერატორის მიერ.
21. იურიდიული პირების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პარკირების საფასურის გადახდის ფორმა განისაზღვრება პარკირების ოპერატორის მიერ.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, ხოლო ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისას ასევე მიეთითება იმ ზონისა და პარკირების ადგილის ნომერი, რომელშიც პარკირებულია სატრანსპორტო საშუალება. საფასურის გადახდისას ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა ან არასწორად მითითება ჩაითვლება დადგენილი პარკირების საფასურის გადაუხდელობად.
4. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე.
6. სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან და მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელის ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას, პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს პარკირების ოპერატორი.
9. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდა, გარდა ამ მუხლის მე-7 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებისა, შესაძლებელია ზონალური პარკირების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე დამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
9. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდა, გარდა ამ მუხლის მე-7 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებისა, შესაძლებელია ზონალური პარკირების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე დამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
91. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ, ზონის მიხედვით პარკირების საფასურის გადახდა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge ან მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking მეშვეობით. ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge და მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
91. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ, ზონის მიხედვით პარკირების საფასურის გადახდა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge ან მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking მეშვეობით. ელექტრონული მისამართის: www.parking.tbilisi.gov.ge და მობაილ აპლიკაციის Tbilisi Parking გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
10. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების ადგილას, ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე, გარდა პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისა.
10. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების ადგილას, ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე, გარდა პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისა.
11. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების შემთხვევაში, პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისას, ზონალური პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთანავე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე ვალდებულია ზონალური პარკირების ადგილზე დააფიქსიროს პარკირების დაწყებისა და დასრულების დრო და ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე გადაიხადოს შესაბამისი ოდენობის პარკირების საფასური.
11. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების შემთხვევაში, პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისას, ზონალური პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთანავე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე ვალდებულია ზონალური პარკირების ადგილზე დააფიქსიროს პარკირების დაწყებისა და დასრულების დრო და ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე გადაიხადოს შესაბამისი ოდენობის პარკირების საფასური.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-109 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №43-48 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-83 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ.
+
მუხლი 11. საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც დატანილია აღნიშვნა „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, ან „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც დატანილია აღნიშვნა „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, ან „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი, დანართი №1-ის შესაბამისად.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, დანართი №2-ს შესაბამისად, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 3 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სააგენტო ჩათვლის საჭიროდ მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სააგენტოში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც სააგენტოს მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სააგენტოს.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას ან დაზიანებისას, მისი აღდგენის თხოვნით სააგენტოს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-29 - ვებგვერდი, 03.05.2017 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №89-88 - ვებგვერდი, 20.10.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-11 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/1545 - ვებგვერდი, 31.10.2024 წ.
+
მუხლი 12. სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. სპეციალური საშვის მისაღებად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი სპეციალური საშვის გაცემას ავალებს სააგენტოს.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა დასამტკიცებელ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს, დამტკიცების შემდეგ სპეციალური საშვის ფორმა ასევე ეგზავნება პარკირების ოპერატორს.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
+
მუხლი 13. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
+
მუხლი 14. კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახურ(ებ)ის/საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რაც დაუყონებლივ ეცნობება პარკირების ოპერატორს.
4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს გადაახდევინოს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი ოდენობით.
51. პარკირების ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს რამდენიმე სპეციალური დაცული სადგომი, რომელთაგან ერთი იმუშავებს სადღეღამისო რეჟიმში, კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ყოველდღე, სხვა სპეციალური დაცული სადგომების დახურვამდე მათში დარჩენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ სადღეღამისო სადგომზე.
51. პარკირების ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს რამდენიმე სპეციალური დაცული სადგომი, რომელთაგან ერთი იმუშავებს სადღეღამისო რეჟიმში, კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ყოველდღე, სხვა სპეციალური დაცული სადგომების დახურვამდე მათში დარჩენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ სადღეღამისო სადგომზე.
6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-40 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-23 - ვებგევრდი , 20.02.2020 წ .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №16-99 - ვებგვერდი, 07.11.2022 წ.
+
მუხლი 15. დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“, №33-99, 27.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016353 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3510243-21/