,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ``

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.03.2004 ბოლო ცვლილება 22.07.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 15/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №96

2004 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივ უგულებელყოფას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე იკვეთება სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნები. შექმნილი რთული ვითარება ხელს უწყობს აღნიშნულ ტერიტორიაზე დაქირავებულ პირთა, იარაღის, ნარკოტიკებისა და კონტრაბანდული ტვირთის უკანონო შეღწევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით გატარდეს შემდეგი გადაუდებელი ღონისძიებები:

1. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

4. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

5. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების ლიცენზიის შეჩერების საკითხი.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:                  

ა) უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამდებობის პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაუქმება;

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) შეაჩეროს ქ. ბათუმში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მიერ საქართველოს მოქალაქის ყველა ტიპის პასპორტების გაგრძელება-გაცემა; უცხოეთის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზების გაგრძელება და გაცემა; წარმომადგენლობის თანამშრომელთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობის უფლება.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე სატრანსპორტო მიმოსვლის კონტროლი.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ საჭიროებისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მ. სააკაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტი ს ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ``“, №96, 15.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35104-1/