მუხლი 2. კომერციული ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი და დანიშვნისათვის საჭირო ზოგადი მოთხოვნები
1. კომერციულ ატაშეს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. კომერციულ ატაშედ ინიშნება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას.
3. კომერციული ატაშეების დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით თითოეული ადგილსამყოფელი ქვეყნის (ქვეყნების) მიხედვით.
4. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს კომერციული ატაშეს შერჩევის პროცედურებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი დ ა მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №1-1/713, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 480040050.22.024.016483 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3531836/muxli-2-2/