მუხლი 4. პირი, რომელიც არ მიიღება კომერციულ ატაშედ
კომერციულ ატაშედ არ მიიღება პირი, თუ:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
დ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ან მხარდაჭერის მიმღებად;
ვ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
ზ) ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით და მინისტრის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
თ) პირი სამხედრო ვალდებულია, გარდა კანონით გათვალისწინებული, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შემთხვევების
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი დ ა მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №1-1/713, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 480040050.22.024.016483 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3531836/muxli-4/