ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (20 მუხლი)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №02 |
|
2017 წლის 11 იანვარი დაბა ლენტეხი |
|
დახმარების გაცემის წესი
ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება;
ბ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება;
გ) მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ე) ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია);
ვ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება;
ზ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
თ) მარტოხელა დედების დახმარება;
ი) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
2. მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებული არიან:
ა) ონკოლოგიური დაავადებებით, მე-2, მე-3 და მე-4 კლინიკური ჯგუფი, ქიმიო-თერაპიის შემდგომი პერიოდი. ფორმა №100 ონკოლოგიური ცენტრიდან;
ბ) ცერებრალური დამბლით და სხვა პარალიზებული სინდრომით;
გ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით;
დ) ჰემიპლეგია;
ე) ტეტრაპლეგია;
ვ) შიზოფრენია;
ზ) უსინათლო – 1 ჯგუფის ინვალიდები;
თ) პარკინსონი;
ი) ეპილეფსია;
კ) დიაბეტი, ინსულინ-დამოკიდებულება.
3. მძიმე ავადმყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-დან 95 წლამდე 100 ლარის ოდენობით, 95 -დან ზევით 150 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, 4 შვილი – 200 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 15 ლარი;
2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 2000 (ორი ათასი ) ლარის, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი სახნძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;
დ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახზე;
ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
4. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთნ ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისთვის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას.
5. დახმარების თანხა გაიცემა კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული გამგებლის ბრძანებით.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქ. თავისუფლებისა და თერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეებს.
3. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანახა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
ე) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატების მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. სოციალური დახმარების მიმღებმა მარტოხელა დედამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური სუბსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) ცერებრალური დაბლით;
ბ) დაუნის სინდრომი;
გ) ლეიკემია;
დ) შიდსი;
ე) ყრუმუნჯობით.
2. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცამები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო შემოსული განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, არანაკლებ 2/3 -ისა.
3. მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების და ბავშვობიდან ინვალიდების ფინანსური დახმარება გაიცემა სოც. კომისიის დასკვნის გარეშე შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ბენეფიციარს დახმარება მიეცემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კატეგორიით.
5. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
კომისიის სხდომის ოქმი იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის ბენეფიციართა სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალური კომისიის ოქმის გარეშე – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშწორებით.
2. ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
+
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/02/2016, 010250020.35.115.016192).
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი
+
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური
+
+
მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები
+
+
მუხლი 2. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
+
მუხლი 3. ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება
+
მუხლი 4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება:
+
მუხლი 5. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ფინანსური დახმარება
+
მუხლი 6. ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია)
+
მუხლი 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
+
მუხლი 8. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
+
მუხლი 9. მარტოხელა დედების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
+
მუხლი 10. დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება
+
+
მუხლი 11. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
+
მუხლი 12. კომისია
5. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს.
+
მუხლი 13. კომისიის სხდომის ოქმი
+
მუხლი 14. სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
+
მუხლი 15. დახმარების გაცემის წესი
+
+
მუხლი 16. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.01.2017. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №02. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.115.016214.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 20 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №02, 11.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3544630/