საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.06.2004 ბოლო ცვლილება 24.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 14/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №216

2004 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №316, სსმIII, №92, 30.06.2008წ., მუხ.1003

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში – თეატრი).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №316, სსმIII, №92, 30.06.2008წ., მუხ.1003

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს თეატრის დაფინანსება.

5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, გორგასლის ქ. №1-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №316, სსმIII, №92, 30.06.2008წ., მუხ.1003

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“, №216, 11.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35464-1/