ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის ცხრილის შესაბამისად ერთ ჰექტარზე შეადგენს:
1. სათიბებზე – 20 ლარს;
2.საძოვრებზე – 16 ლარს;
3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს;
2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2017 წლის 16 იანვარი
ქ. გურჯაანი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „დ.ბ“ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე, 205-ე და 206-ე მუხლების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილება. (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 040170070.35.166.016254).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი
+
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
+
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
+
მუხლი 2🔗
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.
+
მუხლი 3🔗
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%.
+
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადი, საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის ცხრილის შესაბამისად ერთ ჰექტარზე შეადგენს:
1. სათიბებზე – 20 ლარს;
2.საძოვრებზე – 16 ლარს;
3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს;
+
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს 0.45 ლარს.
+
მუხლი 6🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს 0.108 ლარს.
+
მუხლი 7🔗
+
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8🔗
1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №5, 16.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016302 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3549858-1/