სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2017 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); გ) ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საპროექტო მომსახურების შესყიდვა; დ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; ე) ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათავო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება); ვ) პროგრამის ადმინისტრირება; ზ) მშენებარე ობიექტების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; თ) სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 10 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშზე მიმართვა; ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება. 4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად. 5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით. მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 12 139.1 ათასი ლარით:
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №32
2017 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის
2017 წლის სახელმწიფო პროგრამა
+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები🔗
პროგრამის კომპონენტებია:
ა) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);
გ) ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
გ) ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
დ.ა) ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა;
დ.ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე სტაციონარული რენტგენის დანადგარის – მაღალტექნოლოგიური რადიოგრაფიულ-ფლუოროსკოპიული კომპიუტერიზირებული სისტემის შესყიდვა;
ე) ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათავო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება);
ვ) პროგრამის ადმინისტრირება;
ზ) მშენებარე ობიექტების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა და კომუნალური მომსახურების ხარჯები;
თ) სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 10 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა.
თ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
თ.ა) სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 22 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა;
თ.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის ნეონატოლოგიური მომსახურებისათვის საჭირო აპარატურის (5 ერთეული ახალშობილთა სატრანსპორტო კიუვეზისა და 5 ერთეული კიუვეზთან თავსებადი ფილტვის ხელოვნული სუნთქვის ვენტილაციის აპარატი) შესყიდვა;
თ.გ) სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა;
თ.დ) (ამოღებულია - 28.12.2017, №575);
ი) საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები;
კ) მოსაკრებელის გადახდა;
ლ) ქ. ზუგდიდში სკრინინგცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის (მიზნობრივი გრანტის ფარგლებში) დამატებული ღირებულების გადასახადი.
მ) მესტიის მუნიციპალიტეტის შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანებისათვის“ ენდოსკოპიური (ლაპარასკოპიული) აპარატის შესყიდვა;
ნ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის მეორადი (4 ერთეული) მაღალი გამავლობის ავტომანქანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებად გადაკეთებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა;
ო) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის:
პ.ა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
პ.ბ) სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვა;
ჟ) (ამოღებულია - 28.12.2017, №575);
რ) (ამოღებულია - 28.12.2017, №575);
ს) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 19.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის დადგენილება №259 - ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება №289 - ვებგვერდი, 15.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 15.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 01.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №455 - ვებგვერდი, 10.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №483 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №504 – ვებგვერდი, 28.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №545 – ვებგვერდი, 21.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია🔗
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „დ.ბ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ნ“, „ო“ და „პ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „მ“ და „პ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
21. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ამ პროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშსა და მე-16 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ ანგარიშზე მიმართვა;
ა1) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე მიმართვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ და შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფომ“ უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.
5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 15.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 01.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №483 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №504 – ვებგვერდი, 28.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №545 – ვებგვერდი, 21.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება🔗
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი🔗
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 20 688.2 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება (ათასი ლარი)
1
სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
3 045.0
2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)
10 000.0
3
ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საპროექტო მომსახურების შესყიდვა
ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება
315.0
4
814.0
4.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა
430.0
4.2. ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე სტაციონარული რენტგენის დანადგარის – მაღალტექნოლოგიური რადიოგრაფიულ-ფლუოროსკოპიული კომპიუტერიზებული სისტემის შესყიდვა
384.0
5
ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათაო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება)
295.4
6
პროგრამის ადმინისტრირება
37.1
7
მშენებარე ობიექტების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა და კომუნალური მომსახურების ხარჯები
186.1
8
სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 10 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
5 434.8
8.1. სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 22 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა
4 448.4
8.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის ნეონატოლოგიური მომსახურებისათვის საჭირო აპარატურის (5 ერთეული ახალშობილთა სატრანსპორტო კიუვეზისა და 5 ერთეული კიუვეზთან თავსებადი ფილტვის ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციის აპარატის) შესყიდვა
208.0
8.3. სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა
778.4
9
საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები
24.3
10
მოსაკრებლის გადახდა
4.6
11
ქ. ზუგდიდში სკრინინგცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის (მიზნობრივი გრანტის ფარგლებში) დამატებული ღირებულების გადასახადი
81.5
12
მესტიის მუნიციპალიტეტის შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანებისათვის“ ენდოსკოპიური (ლაპარასკოპიული) აპარატის შესყიდვა
171.0
13
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის მეორადი (4 ერთეული) მაღალი გამავლობის ავტომანქანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებად გადაკეთებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა
92.0
14
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
88.0
15
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის:
49.4
15.1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
47.5
15.2. სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვა
1.9
16
შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები
50.0
სულ:
20 688.2
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 19.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის დადგენილება №259 - ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება №289 - ვებგვერდი, 15.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 15.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივ ლ ისის დადგენილება №340 – ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 01.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №455 - ვებგვერდი, 10.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №483 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №504 – ვებგვერდი, 28.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №545 – ვებგვერდი, 21.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №32, 26.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019741 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3558057-11/