იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2017 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2017 ბოლო ცვლილება 04.12.2017
ნომერი
№221
სარეგისტრაციო კოდი
170040000.22.027.016722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №221

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2017 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2​2 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) თანდართული ნუსხა, სადაც 2017 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.

 

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება იმ დასახლებებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), სადაც სანოტარო მომსახურება 2017 წელს სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ამ ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად. 

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+



დანართი

 იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხა, სადაც 2017 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

 

 

№

 

დასახლება

2017 წელს დასანიშნ ნოტარიუსთა რაოდენობა

 

შენიშვნა

1

დაბა ადიგენი

1

მაღალმთიანი დასახლება

2

დაბა ასპინძა

1

მაღალმთიანი დასახლება

3

ქალაქი ვანი

1

 

4

ქალაქი თერჯოლა

1

 

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2017 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის“, №221, 15.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016722 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3566922-3/