თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 417.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გრანტები 1 410.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 6.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1 413.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 26.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
და ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -22.4 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ახორციელებს წვევამდელთა მობილიზებას და უზრუნველყოფს გაწვევის პუნქტამდე მათ ტრანსპორტირებას.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2. 1. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება(პროგრამული კოდი 03 01)
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია, დაგეგმილია სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა, აგრეთვე საცხოვრებელ ბინებში იატაკის შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.
2. 1. 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკებისა და კარ-ფანჯრების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიღვის მუნიციპალიტეტის ქ. ქარელის ყოფ. პროფტექნიკური სასწავლებლის დევნილთა დასახლებაში იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2. 1. 2. წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი სამუშაოები.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის.
3. 1. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01)
თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი და სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი, სადაც არის 40 აღსაზრდელი. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებას, აგრეთვე უზრუნველყოფს მას საჭირო ინვენტარით.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4. 1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
4. 1. 1. სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
თიღვის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს – 55 სპორტსმენს, აქედან, 3 – სექცია არის ფეხბურთის, სადაც ვარჯიშობს – 35 ბავშვი, 1-ჭიდაობის, სადაც ვარჯიშობს – 20 ბავშვი.
4. 2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
თიღვის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას, ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელისშეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
4. 2. 1. კულტურული დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანება მოიცავს კლუბებს და ბიბლიოთეკებს, აგრეთვე გამოდის ჟურნალი ფრონის ხეობა. ცეკვის ანსამბლ ,,ფრონე’’-სათვის მოხდება ცეკვის ფორმების შეძენა. სოფ. მოხისსა და ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების კლუბები უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტით და მასთან დაკავშირებული ხარჯებით.
4. 2. 2. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ექსკურსიები, გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5. 1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5. 1. 1. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01)
ქვეპროგრამა უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას და ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზრაურებას, თითოეულ ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით.
5. 1. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარება კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად (პროგრამული კოდი 06 01 02)
პროგრამა უზრუნველყოფს ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერად ფულად კომპენსაციას იმ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელი დასახლებებიც არ არიან უზრუნველყოფილნი ბუნებრივი აირის მიწოდებით, კერძოდ: ბებნისის მეურნეობის, სოფ. საქაშეთის, სოფ. დოღლაურის, ქ. გორის (მის: შპს“ტურისტი“, ი. სუხიშვილის ქ. №63), ვარიანის მეურნეობის და სოფ. წინამძღვრიანთკარის ტელევიზიის I–II კორპუსების იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლებები. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შეადგენს 79 ოჯახს. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 2017 წლის 1 აგვისტოდან. დახმარების მოცულობა შეადგენს ოჯახზე – 200 ლარს.
5. 1. 3. ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03)
ქვეპროგრამის მიზანია, ახალშობილთა პირველადი სოციალური დახმარება. დახმარების მოცულობა შეადგენს ყოველ ახალშობილზე – 300 ლარი.
5. 1. 4. 80 წლის და 80 წელს გადაცილებული მოხუცების დახმარება ( პროგრამული კოდი 06 01 04)
ამ მუხლის ფარგლებში ქვეპროგრამა ითვალისწინებს 80 წლის და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების მოცულობა შეადგენს – 200 ლარს.
5. 1. 5. დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის სოციალური ღონისძიებები, კერძოდ:ა) მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისთვის სასურსათო დახმარების გაწევას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად:
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში; სასურსათო დახმარების მოცულობას განსაზღვრავს გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი; გადასაცემი დახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვრება თანაბარი ოდენობით; დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას.ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში სოფ. ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებაში, 100 ოჯახს დაუმონტაჟდება გაზის გამათბობლები.
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით,თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №1, 06.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.145.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3570504-1/