„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 040030000.10.003.016666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ დადგენილების დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდეს 10 დღის ვადაში. ამ დადგენილების დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობების მომზადება-გაცემისათვის ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურია 10 ლარი.“. 3. ამოღებულ იქნეს 23-ე პუნქტი. |
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2019 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №346 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №74
2017 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
+
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 040030000.10.003.016666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5
ა) დოკუმენტების გამოფენის მომზადება
ბ) საგამოფენო პავილიონით სარგებლობა
1 ექსპონატი
1 დღე
5,00
600,00“.
2. 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ დადგენილების დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდეს 10 დღის ვადაში. ამ დადგენილების დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობების მომზადება-გაცემისათვის ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურია 10 ლარი.“.
3. ამოღებულ იქნეს 23-ე პუნქტი.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ გავრცელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-5 პუნქტითა და ამავე დანართის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის სსიპ – საქართველოს ეროვნულ არქივში რეგისტრირებულ განაცხადებსა და გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.
+
მუხლი 3🔗
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №346 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.
|
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №74, 09.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019783 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3575523-1/