გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2017 წლის 28 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია – დანართი №2.
+
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
+
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №29 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 5🔗
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №10, 28.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.161.016311 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3594369-1/