შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2017 ბოლო ცვლილება 16.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№116
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.019825
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2017 წლის 6 მარტი

   ქ. თბილისი

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  დებულება და საშტატო ნუსხა.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება და საშტატო ნუსხა

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრის აპარატი) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგენით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია საქართველოს  მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

6. სახელმწიფო მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7, საფოსტო ინდექსი – 0105.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.

მუხლი 2. სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების წყარო და სიმბოლიკა

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

2. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.

3. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.

5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბლანკებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.

6. სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

მუხლი 3. საქმიანობის სფერო

სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია;

ბ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის და მისი შთამომავლების ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობა;

ვ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის აღდგენის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა;

ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავება;

თ) შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და კოორდინირება;

ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება;

კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

მუხლი 4. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციები და ამოცანები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აპარატის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიმართ სამშვიდობო პროცესის წარმართვა, სამშვიდობო პროცესში საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება და მასში მონაწილეობა;

ბ) ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონული თანამშრომლობა; ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და კოორდინირება;

ე) საქართველოს მთავრობისათვის შერიგებასა და რეინტეგრაციასთან, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, წარდგენა და კოორდინირება;

ვ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;

თ) შერიგების, რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;

ი) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა;

კ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;

ლ) შერიგებასთან, რეინტეგრაციასთან, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორობასთან დაკავშირებული სპეციალური ფონდის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება, სათანადო პროგრამების ინიციირება, კოორდინირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;

მ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის აღდგენის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა;

ნ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავება;

ო) ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის შერიგების, ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და საზოგადოებრივი დიალოგის, სახალხო დიპლომატიასა და ადამიანთა შორის კონტაქტებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და ინიციატივების, ამ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული კვლევებისა და გამოცემების, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ინიციატივებისა და პროექტების ფინანსური მხარდაჭერა;

პ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფით, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება,  კანონმდებლობის საფუძველზე, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

ჟ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში  უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება, ასევე მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

მუხლი 5. სახელმწიფო მინისტრი

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სახელმწიფო მინისტრი:

ა) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მმართველობას განეკუთვნება;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

გ.ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე);

გ.ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;

გ ​1) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებს;

დ) უშუალოდ, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის მეშვეობით, წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;

ე) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს თანხმობას;

ვ) წარუდგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა წახალისების შესახებ;

თ) პასუხისმგებელია სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე  და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;

კ) დადგენილი წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;

ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;

მ) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივ ლ ისის დადგენილება №337  – ვებგვერდი, 14.07.2017წ.

მუხლი 6. სახელმწიფო  მინისტრის  მოადგილეები

1. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილები, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას სახელმწიფო მინისტრის არყოფნისას.

4. სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას, სახელწიფო მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

5. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 მარტის დადგენილება №128 – ვებგვერდი, 12.03.2019წ.

მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივ ლ ისის დადგენილება №337  – ვებგვერდი, 14.07.2017წ.

მუხლი 8. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფები

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;

ა.ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების სამმართველო;

ბ) პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

გ) სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 03.02.2020წ.

მუხლი 9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფო მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) სახელმწიფო მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის ან/და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.

მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და პირველადი ანალიზი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფო უწყებებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევა;

გ) კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე საინიციატივო წინადადებების შემუშავება;

დ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა;

ე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება, ასევე მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება;

ვ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

მუხლი 11. პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოგროვება;

ბ) მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

გ) ანალიტიკური ბარათებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) ცალკეული სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ე) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ანალიზი;

ვ) დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა;

თ) სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;

ი) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.

მუხლი 11​1. სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის საკითხებზე პროექტების შემუშავება და  განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება,  რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფით, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება,  კანონმდებლობის საფუძველზე,  რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

დ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

მუხლი 12. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლობა;

ზ) სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:

თ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;

თ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;

ი) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;

ლ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლი;

მ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

ნ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და მათი გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ო) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

პ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე სახელმწიფო მინისტრისათვის ან/და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისათვის წინადადებების მომზადება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;

რ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.

მუხლი 12​​​1. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: 

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება, ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით; 

ბ) უწყებათაშორისი, შიდა და გარე აუდიტორიასთან სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება;

გ) საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის გათვალისწინებით, კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;

დ) საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;

ვ) საზოგადოებასთან კომუნიკაცია;

ზ) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;

ი) ტრადიციული და სოციალური მედიის მუდმივი მონიტორინგი და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის რეკომენდაციების მომზადება;

კ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ლ) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 03.02.2020წ.

მუხლი 12​2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 03.02.2020წ.

მუხლი 13. დასკვნითი დებულება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

სტრუქტურა, თანამდებობა

რაოდენობა

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

 

სახელმწიფო მინისტრი

1

სახელმწიფო მინისტრის  პირველი მოადგილე

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

პროფესიული საჯარო მოხელე

 

I  რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

5

II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

6

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

5

III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

4

III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

14

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

6

 სულ:

 44

 
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 08.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 მარტის დადგენილება №128 – ვებგვერდი, 12.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 03.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 22.04.2021წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №116, 06.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019825 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3599232-6/