საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №148
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
+
მუხლი 1🔗
+
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში - საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 2🔗
+
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
მუხლი 3🔗
სააგენტომ უზრუნველყოს საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციისა და ამავე ხელშეკრულების შესაბამისად.
+
მუხლი 4🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.
+
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“, №148, 23.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019857 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3617070-1/