სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2017 ბოლო ცვლილება 01.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.168.016208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2017 წლის 27 მარტი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა  და  „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით;
ბ)  თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე მოსაკრებელი განისაზღვროს საპრიზო ფონდის 10%-ით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 5%-ით;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 ლარით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 19.12.2018წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება   „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 210070000.35.168.016069).

 

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის  1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №10, 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.168.016208 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3622381-1/