„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №4 |
|
2017 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
წესის მიზანი და ამოცანები |
1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისათვის (შემდგომში – ლიცენზიატი) ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.
2. ამ წესით გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“. |
მუხლი 2.
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი |
1. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვებ ოდენობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას და იანგარიშება ამ წესის შესაბამისად.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით. 3. ყოველი სატარიფო წლისთვის (t+1) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება ტრანსპორტირების ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო (საშუალო არითმეტიკული) ოდენობით:
4. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობა იზრდება წინა წელთან შედარებით, კომისია უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს გაზრდილი მოცულობა თუ ლიცენზიატი არ წარმოადგენს დასაბუთებულ განმარტებას დანაკარგის ზრდის გამომწვევი ფაქტორების შესახებ და მათი აღმოფხვრის გეგმას. 5. კომისია უფლებამოსილია ნორნატიული დანაკარგის ოდენობა დაადგინოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ცალკეული გაზსადენ(ებ)ის მიხედვით. |
მუხლი 3.
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჯამური დანაკარგები |
ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი ტრანსპორტირების სისტემაში იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
|
მუხლი 4.
ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება |
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
+
დადგენილება №4
№4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
+
დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგოჩა შონია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრი გიორგი ფანგანი
კომისიის წევრი გოჩა შონია
+
+
მუხლი 1. წესის მიზანი და ამოცანები
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“.
+
მუხლი 2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი
3. სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო (საშუალო არითმეტიკული) ოდენობით:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
+
მუხლი 3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჯამური დანაკარგები
+
მუხლი 4. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ?
- „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ მიღებულია 28.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.16.009.016205.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ, №4, 28.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3631124/