„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.2004 ბოლო ცვლილება 15.03.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 05/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №479

2004 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ზვიად ვეშაპიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ნინელი ანდრიაძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

გიორგი ბესტავაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური ჯგუფს მთავარი მრჩეველი

დავით ბეჟაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თემურ გაბისონია – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი

ქეთინო გაბროშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ვლადიმერ დობორჯგინიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის აპარატის უფროსი

გურამ ვახტანგაშვილი – საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი

ირა ზაალიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ბელა ზალდასტანიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ჯილდა თოფურიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

რევაზ კლდიაშვილი – გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სიმონ კობეშავიძე – გენერალური შტაბის აპარატის უფროსი

კახაბერ კოპალიანი – ა ფხაზეთის მთავრობის აპარატის სახალხო დიპლომატიის და ადგილობრივი მმართველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

რევაზ მანია – ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების განყოფილების უფროსი

ვენერა ოშორიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ვასილ როინიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი

ნუგზარ ცაგარეიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზაზა ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დავით ხოსრუაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი

როინ ჯანაშია – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №602 - სსმ III, №140, 12.10.2006 წ., მუხ.1928

2. კომისიის თავმჯდომარემ (ზ. ერქვანია) ორ კვირაში წარმოადგინოს კომისიის დებულების პროექტი და წინადადებები კომისიის აპარატის საშტატო ნუსხისა და კომისიის ბიუჯეტის თაობაზე აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიისათვის საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

3. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის გაუქმების შემდეგ დარჩენილი ასიგნებანი გადაეცეს ახლად შექმნილ კომისიას და მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა (გ. ხევიაშვილი):

ა) კოორდინაცია გაუწიოს კომისიის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოს კონფლიქტის მხარეებთან მოლაპარაკების სფეროში კომისიის საქმიანობის კოორდინაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №1067 - სსმ №149, 23.12.2005 წ., მუხ.1652

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს კომისია სათანადო სამუშაო ფართობით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულება „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №1067 - სსმ №149, 23.12.2005 წ., მუხ.1652

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №602 - სსმ III, №140, 12.10.2006 წ., მუხ.1928

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”, №479, 02.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36382-2/