საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.11.2004 ბოლო ცვლილება 24.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№522
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 136, 25/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №522

2004 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან ხელშეკრულება თეატრისათვის ახალციხეში, თამარ მეფის გამზირის №6-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.

4. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება, რომ თეატრის დაფინანსება განხორციელდება ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №235-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.599

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №235-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.599

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“, №522, 18.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36544-1/