საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.11.2004 ბოლო ცვლილება 05.11.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№543
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 138, 30/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №543

2004 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №751-სსმ III, №110, 20.09.2005წ ., მუხ.1211

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს დაეკისროს ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციები:

ა) ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაში ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან საქართველოს სახელმწიფო უწყებების ურთიერთობათა კოორდინაცია;

ბ) ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარესთან მოლაპარაკების გამართვა და კოორდინაცია;

გ) ევროკავშირის პროგრამებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა ხელმოწერა კანონით დადგენილი წესით;

დ) ევროკავშირის პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ე) ევროკავშირის პროგრამების განხორციელებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და შეღავათების რეალიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №751-სსმ III, №110, 20.09.2005წ; მუხ.1211

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №751-სსმ III, №110, 20.09.2005წ., მუხ.1211

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“, №543, 27.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36592-1/