სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2017 ბოლო ცვლილება 27.12.2023
ნომერი
№9/2017
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016323
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9/2017

2017 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მიერ წარმოდგენილი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 17 ივნისის დადგენილება №19/2021 - ვებგვერდი, 18.06.2021 წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №47/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.

სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 2
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 3
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის იურისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 4
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის იურისტის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 5
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 6
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ბ) ინგლისური ენის ცოდნა;

გ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 7
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის არქივის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) არქივის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 8
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საფინანსო სამსახურის უფროსის/მთავარი ბუღალტრის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საფინანსო-საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის ცოდნა;

თ) ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) მატერიალური მარაგების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

მუხლი 9
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საფინანსო სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალური მარაგების მართვის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული ან საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მატერიალური მარაგების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 10
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საფინანსო სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ბ) ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნა.

 

მუხლი 11
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა;

თ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 12
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნა.

 

მუხლი 13
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერტიფიცირების სპეციალისტის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) ფონდების მოძიების გამოცდილება;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა;

თ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 14
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) უცხოენოვანი მასალების დამუშავების (თარგმნა/რედაქტირება) გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

 

მუხლი 15
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის სერტიფიცირების სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) პროექტების მონიტორინგის გამოცდილება;

დ) პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 16
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 17
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის სასწავლო რესურსების შემუშავებისა და განვითარების მენეჯერი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) აკადემიური კვლევის გამოცდილება;

დ) უცხოენოვანი მასალების დამუშავების (თარგმნა/რედაქტირება) გამოცდილება;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 18
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

 

მუხლი 19
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის წამყვანი ტრენერის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 20
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის სასწავლო კვლევითი მიმართულების სპეციალისტი (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) აკადემიური კვლევის გამოცდილება;

ბ) უცხოენოვანი მასალების დამუშავების (თარგმნა/რედაქტირება) გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 21
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის სასწავლო პროექტების კოორდინაციის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) პროექტების მონიტორინგის გამოცდილება;

გ) პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება;

დ) პროექტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გამოცდილება;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) რუსული ენის ცოდნა.


როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №9/2017, 11.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016323 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3663854-3/