სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2004 ბოლო ცვლილება 01.03.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№608
სარეგისტრაციო კოდი
160.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 27/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №608

2004 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული (დანიშნული) ადვოკატის (შემდგომში – სახაზინო ადვოკატი) შრომის ანაზღაურება 2005 წლის 1 იანვრიდან განისაზღვროს მის მიერ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების განხორციელებისათვის დღეში 2 ლარის ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის ბრძანებულება №171, სსმIII, №36, 31.03.2005წ., მუხ.365

2. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2005 წლის 1 იანვრამდე სახაზინო ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება განხორციელდეს დღიური ანაზღაურებით (გახარჯული დღე – 2 ლარი).

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის ბრძანებულება №171, სსმIII, №36, 31.03.2005წ., მუხ.365

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“, №608, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 160.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36664-1/