საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016792).
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტატუსი
|
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომ – სკოლა) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №514 დადგენილებით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლობლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ წესდების შესაბამისად. 4. სკოლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“. 5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სკოლას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. სკოლას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №13. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
|
მუხლი 2.
სკოლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
|
1. სკოლის მიზნებია:
ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა; ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 2. სკოლის ამოცანებია: ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება; ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა სახელმწიფო ენის ფლობის და მოქალაქეობრივი განათლების დონის გაზრდა; გ) საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია. 3. სკოლის საქმიანობის საგანია: ა) დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; გ) საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; დ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო პროგრამების განხორციელება; ე) სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში; ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა; ზ) მიზნობრივი ჯგუფებისთვის ახალი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავება, სასწავლო რესურსების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ. |
მუხლი 3.
სკოლის ფუნქციები
|
საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების განსახორციელებლად, სკოლა:
ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას; დ) გასცემს გრანტებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით; ე) სახელმწიფოს მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიული უნარების და მოქალაქეობრივი განათლების განვითარებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებს; ვ) უზრუნველყოფს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სასწავლო პროცესის ორგანიზებას; ზ) ახორციელებს ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებას; თ) იწვევს საექსპერტო ჯგუფებს კონკრეტული ტრენინგპროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად; ი) სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო-მეთოდურ მასალას; კ) ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სასწავლო პროგრამებს, დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ლ) ორგანიზებას უწევს რეგიონული სწავლების ცენტრების ფუნქციონირებას საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; მ) თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით; ნ) თანამშრომლობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ო) აწყობს სემინარებს, კონფერენციებსა და მსგავს ღონსიძიებებს; პ) თანამშრომლობს სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში; ჟ) ახორციელებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული, მესამე პირთა მიერ ორგანიზებული ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ინფრასრტუქტურულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) ახორციელებს თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
თავი II
სკოლის მართვა
|
მუხლი 4. (ამოღებულია)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
|
მუხლი 5.
დირექტორი
|
1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. 3. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი, საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. დირექტორი ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს დირექტორის მოადგილის დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 6. დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
|
მუხლი 6.
დირექტორის ფუნქციები
|
დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სკოლის საქმიანობას; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სკოლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში; დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს); ე) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესსა და სკოლის სტრუქტურას; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელფასო ფონდს, ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს. თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე თანამშრომლებთან, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ი) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს დირექტორის მოადგილეებს ან სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს. კ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი; ლ) ანაწილებს მოვალეობებს სკოლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; მ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ნ) სკოლის სახელით დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სკოლის წარმომადგენლად პირის დანიშვნაზე გასცეს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) სკოლის სახელით აცხადებს კონკურსებსა და ტენდერებს; პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ; ჟ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს შესაბამის ორგანოებში წინადადებებს; რ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სკოლის ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სკოლის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ს) ამტკიცებს სკოლის ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს; ს1) სკოლის საკოორდინაციო საბჭოსთან (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო) შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ს2) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს; ს3) საკოორდინაციო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას; ს4) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს; ტ) (ამოღებულია - 13.09.2021, №80/ნ); უ) (ამოღებულია - 13.09.2021, №80/ნ); ფ) უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა გადაწყვეტილებისა და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე ცალკეული პროცესების განსახორციელებლად შექმნას დროებითი კომისია; ქ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან; ღ) განსაზღვრავს სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით; ყ) სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის და აუქმებს სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს; შ) ამტკიცებს სკოლის სამოქმედო გეგმას; ჩ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
|
მუხლი 7. (ამოღებულია)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
|
მუხლი 8. (ამოღებულია) |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
|
მუხლი 9. (ამოღებულია)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
|
მუხლი 10.
დროებითი კომისია |
1. ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა პროცედურების განსახორცილებლად, დასკვნებისა და ანალიზების მოსამზადებლად, დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დროებით კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
2. დროებითი კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალება ასეთი საქმიანობა. 3. კომისია იქმნება დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის დროისათვის თუ კომისიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, დირექტორი უფლებამოსილია: ა) გააგრძელოს კომისიისთვის განსაზღვრული ვადა უცვლელი შემადგენლობით; ბ) გააგრძელოს კომიისიისთვის განსაზღვრული ვადა და შეცვალოს მისი შემადგენლობა; გ) აღარ გააგრძელოს კომისიისათვის განსაზღვრული ვადა. |
მუხლი 101. საკოორდინაციო საბჭო
|
1.
სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საკოორდინაციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან და საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი.
2. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. 3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პირები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ენის სწავლებასა და საჯარო ადმინისტრირებასთან. ასევე, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და საჯარო მოხელეები, სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, მასწავლებლები და სხვა პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სკოლის საქმიანობასთან და საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ასეთი საქმიანობა. 4. საკოორდინაციო საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმას; ბ) ეცნობა დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს; გ) დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიური ანგარიშის გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭო საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთობლივ რეკომენდაციებს; დ) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას; ე) დირექტორის წარდგინებით ეცნობა სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რის შემდეგაც საბჭო თავისი შენიშვნებსა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს დირექტორს. 5. საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს ანაზღაურების გარეშე. 6. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. იგი ანაზღაურებს საკოორდინაციო საბჭოს წევრთა სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობათა შესრულებასთან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
|
მუხლი 102. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესი
|
1. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით საკოორდინაციო საბჭოს შეკრების პირველ სხდომაზე.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან დირექტორის მიერ. საბჭოს სხდომა ასევე მოიწვევა საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 4. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების მომზადებას. 5. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრი სისტემატურად, ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ არ დაესწრო საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს; გ) პირი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო; დ) გარდაიცვალა. 6. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ. |
თავი III
სკოლის ქონება და დაფინანსება
|
მუხლი 11.
სკოლის ქონება
|
1. სკოლის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, სკოლა იძენს, ფლობს და სარგებლობს ქონებით, წყვეტს ქონებასთან დაკავშირებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს. |
მუხლი 12.
სკოლის დაფინანსება
|
1. სკოლის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; გ) შემოწირულობები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ფინანსური სახსრების განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. |
მუხლი 13.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
|
1. სამინისტროს თანხმობით სკოლამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, სახელფასო ფონდის და საშტატო ნუსხის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სკოლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) რეგიონული სასწავლო ცენტრების დაარსება და გაუქმება; ზ) სხვა ქმედება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. |
მუხლი 14.
საბუღალტრო ანგარიშგება
|
სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ. |
თავი IV
წესდებაში ცვლილების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
|
მუხლი 15.
წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
|
1.
ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
2. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
|
1
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისბრძანება №86/ნ
2017 წლის 1 ივნისი ქ. თბილისისაჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+ მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016792). + მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
დანართისაჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+ მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტატუსი🔗 |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომში – სკოლა) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ივნისის №476 ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომ – სკოლა) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №514 დადგენილებით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლობლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ წესდების შესაბამისად.
4. სკოლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სკოლას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სკოლას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №13.
1
მუხლი 2. სკოლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი🔗
1. სკოლის მიზნებია:
ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა;
ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. სკოლის ამოცანებია:
ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება;
ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა სახელმწიფო ენის ფლობის და მოქალაქეობრივი განათლების დონის გაზრდა;
გ) საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.
3. სკოლის საქმიანობის საგანია:
ა) დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლება;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო პროგრამების განხორციელება;
ე) სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში;
ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა.
ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა;
ზ) მიზნობრივი ჯგუფებისთვის ახალი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავება, სასწავლო რესურსების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა;
+
მუხლი 3. სკოლის ფუნქციები🔗
საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების განსახორციელებლად, სკოლა: ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას; დ) გასცემს გრანტებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით; ე) სახელმწიფოს მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიული უნარების და მოქალაქეობრივი განათლების განვითარებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებს; ვ) უზრუნველყოფს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სასწავლო პროცესის ორგანიზებას; ზ) ახორციელებს ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებას; თ) იწვევს საექსპერტო ჯგუფებს კონკრეტული ტრენინგპროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად; ი) სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო-მეთოდურ მასალას; კ) ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სასწავლო პროგრამებს, დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ლ) ორგანიზებას უწევს რეგიონული სწავლების ცენტრების ფუნქციონირებას საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; მ) თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით; ნ) თანამშრომლობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ო) აწყობს სემინარებს, კონფერენციებსა და მსგავს ღონსიძიებებს; პ) თანამშრომლობს სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში; ჟ) ახორციელებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული, მესამე პირთა მიერ ორგანიზებული ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ინფრასრტუქტურულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) ახორციელებს თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
თავი II
სკოლის მართვა
+ მუხლი 4. (ამოღებულია)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
+ მუხლი 5. დირექტორი🔗 |
1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.
3. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი, საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. დირექტორი ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს დირექტორის მოადგილის დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
41. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
6. დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი.
+
მუხლი 6. დირექტორის ფუნქციები🔗
დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სკოლის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სკოლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
ე) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესსა და სკოლის სტრუქტურას;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელფასო ფონდს, ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს.
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე თანამშრომლებთან, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ი) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს დირექტორის მოადგილეებს;
ი) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს დირექტორის მოადგილეებს ან სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს.
კ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სკოლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ნ) სკოლის სახელით დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სკოლის წარმომადგენლად პირის დანიშვნაზე გასცეს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო) სკოლის სახელით აცხადებს კონკურსებსა და ტენდერებს;
პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ჟ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს შესაბამის ორგანოებში წინადადებებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სკოლის ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სკოლის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს) ამტკიცებს სკოლის ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;
ს1) სკოლის საკოორდინაციო საბჭოსთან (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო) შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ს2) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს;
ს3) საკოორდინაციო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას;
ს4) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;
ტ) (ამოღებულია - 13.09.2021, №80/ნ);
უ) (ამოღებულია - 13.09.2021, №80/ნ);
ფ) უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა გადაწყვეტილებისა და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე ცალკეული პროცესების განსახორციელებლად შექმნას დროებითი კომისია;
ქ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან;
ღ) განსაზღვრავს სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით;
ყ) სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის და აუქმებს სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს;
შ) ამტკიცებს სკოლის სამოქმედო გეგმას;
ჩ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 7. (ამოღებულია)+
მუხლი 8. (ამოღებულია)🔗
+
მუხლი 9. (ამოღებულია)+
მუხლი 10. დროებითი კომისია🔗
1. ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა პროცედურების განსახორცილებლად, დასკვნებისა და ანალიზების მოსამზადებლად, დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დროებით კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას. 2. დროებითი კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალება ასეთი საქმიანობა. 3. კომისია იქმნება დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის დროისათვის თუ კომისიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, დირექტორი უფლებამოსილია: ა) გააგრძელოს კომისიისთვის განსაზღვრული ვადა უცვლელი შემადგენლობით; ბ) გააგრძელოს კომიისიისთვის განსაზღვრული ვადა და შეცვალოს მისი შემადგენლობა; გ) აღარ გააგრძელოს კომისიისათვის განსაზღვრული ვადა.+
მუხლი 101. საკოორდინაციო საბჭო🔗
1. სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საკოორდინაციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან და საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი.
1. სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საკოორდინაციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან და საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი.
2. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე.
3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პირები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ენის სწავლებასა და საჯარო ადმინისტრირებასთან. ასევე, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და საჯარო მოხელეები, სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, მასწავლებლები და სხვა პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სკოლის საქმიანობასთან და საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ასეთი საქმიანობა.
4. საკოორდინაციო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) ეცნობა დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს;
გ) დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიური ანგარიშის გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭო საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთობლივ რეკომენდაციებს;
დ) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას;
ე) დირექტორის წარდგინებით ეცნობა სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რის შემდეგაც საბჭო თავისი შენიშვნებსა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს დირექტორს.
5. საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს ანაზღაურების გარეშე.
6. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. იგი ანაზღაურებს საკოორდინაციო საბჭოს წევრთა სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობათა შესრულებასთან.
+
მუხლი 102. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესი🔗
1. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით საკოორდინაციო საბჭოს შეკრების პირველ სხდომაზე.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან დირექტორის მიერ. საბჭოს სხდომა ასევე მოიწვევა საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
4. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების მომზადებას.
5. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრი სისტემატურად, ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ არ დაესწრო საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს;
გ) პირი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო;
დ) გარდაიცვალა.
6. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში.
+
თავი III
სკოლის ქონება და დაფინანსება
+ მუხლი 11. სკოლის ქონება🔗1. სკოლის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, სკოლა იძენს, ფლობს და სარგებლობს ქონებით, წყვეტს ქონებასთან დაკავშირებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.+ მუხლი 12. სკოლის დაფინანსება🔗1. სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; გ) შემოწირულობები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ფინანსური სახსრების განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.+ მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗1. სამინისტროს თანხმობით სკოლამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, სახელფასო ფონდის და საშტატო ნუსხის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სკოლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) რეგიონული სასწავლო ცენტრების დაარსება და გაუქმება; ზ) სხვა ქმედება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.+ მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება🔗 |
1. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
2. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
+
თავი IV
წესდებაში ცვლილების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+ მუხლი 15. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗 |
1. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
1. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
2. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
1
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №86/ნ
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016792).
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
+
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომ – სკოლა) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №514 დადგენილებით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლობლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ წესდების შესაბამისად.
4. სკოლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სკოლას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სკოლას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №13.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
1
მუხლი 2. სკოლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. სკოლის მიზნებია:
ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა;
ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. სკოლის ამოცანებია:
ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება;
ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა სახელმწიფო ენის ფლობის და მოქალაქეობრივი განათლების დონის გაზრდა;
გ) საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.
3. სკოლის საქმიანობის საგანია:
ა) დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლება;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო პროგრამების განხორციელება;
ე) სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში;
ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა;
ზ) მიზნობრივი ჯგუფებისთვის ახალი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავება, სასწავლო რესურსების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
+
მუხლი 3. სკოლის ფუნქციები
საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების განსახორციელებლად, სკოლა:
ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას;
დ) გასცემს გრანტებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
ე) სახელმწიფოს მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიული უნარების და მოქალაქეობრივი განათლების განვითარებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებს;
ვ) უზრუნველყოფს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სასწავლო პროცესის ორგანიზებას;
ზ) ახორციელებს ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებას;
თ) იწვევს საექსპერტო ჯგუფებს კონკრეტული ტრენინგპროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად;
ი) სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო-მეთოდურ მასალას;
კ) ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სასწავლო პროგრამებს, დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
ლ) ორგანიზებას უწევს რეგიონული სწავლების ცენტრების ფუნქციონირებას საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში;
მ) თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;
ნ) თანამშრომლობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ო) აწყობს სემინარებს, კონფერენციებსა და მსგავს ღონსიძიებებს;
პ) თანამშრომლობს სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში;
ჟ) ახორციელებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული, მესამე პირთა მიერ ორგანიზებული ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ინფრასრტუქტურულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) ახორციელებს თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
თავი II
სკოლის მართვა
+
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
+
მუხლი 5. დირექტორი
1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.
3. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი, საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. დირექტორი ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს დირექტორის მოადგილის დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
6. დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №58/ნ - ვებგვერდი, 05.08.2025წ.
+
მუხლი 6. დირექტორის ფუნქციები
დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სკოლის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სკოლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
ე) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესსა და სკოლის სტრუქტურას;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელფასო ფონდს, ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე თანამშრომლებთან, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ი) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს დირექტორის მოადგილეებს ან სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს.
კ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სკოლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ნ) სკოლის სახელით დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სკოლის წარმომადგენლად პირის დანიშვნაზე გასცეს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო) სკოლის სახელით აცხადებს კონკურსებსა და ტენდერებს;
პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ჟ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს შესაბამის ორგანოებში წინადადებებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სკოლის ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სკოლის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს) ამტკიცებს სკოლის ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;
ს1) სკოლის საკოორდინაციო საბჭოსთან (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო) შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ს2) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს;
ს3) საკოორდინაციო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას;
ს4) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;
ტ) (ამოღებულია - 13.09.2021, №80/ნ);
უ) (ამოღებულია - 13.09.2021, №80/ნ);
ფ) უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა გადაწყვეტილებისა და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე ცალკეული პროცესების განსახორციელებლად შექმნას დროებითი კომისია;
ქ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან;
ღ) განსაზღვრავს სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით;
ყ) სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის და აუქმებს სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს;
შ) ამტკიცებს სკოლის სამოქმედო გეგმას;
ჩ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №58/ნ - ვებგვერდი, 05.08.2025წ.
+
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
+
მუხლი 8. (ამოღებულია)

მუხლი 10. დროებითი კომისია
1. ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა პროცედურების განსახორცილებლად, დასკვნებისა და ანალიზების მოსამზადებლად, დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დროებით კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
2. დროებითი კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალება ასეთი საქმიანობა.
3. კომისია იქმნება დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის დროისათვის თუ კომისიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, დირექტორი უფლებამოსილია:
ა) გააგრძელოს კომისიისთვის განსაზღვრული ვადა უცვლელი შემადგენლობით;
ბ) გააგრძელოს კომიისიისთვის განსაზღვრული ვადა და შეცვალოს მისი შემადგენლობა;
გ) აღარ გააგრძელოს კომისიისათვის განსაზღვრული ვადა.
+
მუხლი 101. საკოორდინაციო საბჭო
1. სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საკოორდინაციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან და საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი.
2. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე.
3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პირები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ენის სწავლებასა და საჯარო ადმინისტრირებასთან. ასევე, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და საჯარო მოხელეები, სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, მასწავლებლები და სხვა პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სკოლის საქმიანობასთან და საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ასეთი საქმიანობა.
4. საკოორდინაციო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) ეცნობა დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს;
გ) დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიური ანგარიშის გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭო საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთობლივ რეკომენდაციებს;
დ) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას;
ე) დირექტორის წარდგინებით ეცნობა სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რის შემდეგაც საბჭო თავისი შენიშვნებსა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს დირექტორს.
5. საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს ანაზღაურების გარეშე.
6. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. იგი ანაზღაურებს საკოორდინაციო საბჭოს წევრთა სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობათა შესრულებასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
+
მუხლი 102. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესი
1. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით საკოორდინაციო საბჭოს შეკრების პირველ სხდომაზე.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან დირექტორის მიერ. საბჭოს სხდომა ასევე მოიწვევა საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
4. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების მომზადებას.
5. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრი სისტემატურად, ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ არ დაესწრო საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს;
გ) პირი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო;
დ) გარდაიცვალა.
6. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
+
თავი III
სკოლის ქონება და დაფინანსება
+
მუხლი 11. სკოლის ქონება
1. სკოლის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, სკოლა იძენს, ფლობს და სარგებლობს ქონებით, წყვეტს ქონებასთან დაკავშირებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
+
მუხლი 12. სკოლის დაფინანსება
1. სკოლის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) შემოწირულობები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ფინანსური სახსრების განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
+
მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამინისტროს თანხმობით სკოლამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, სახელფასო ფონდის და საშტატო ნუსხის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სკოლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) რეგიონული სასწავლო ცენტრების დაარსება და გაუქმება;
ზ) სხვა ქმედება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
+
მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
+
თავი IV
წესდებაში ცვლილების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
მუხლი 15. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
2. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 13.06.2024წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“, №86/ნ, 01.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017340 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3670586-4/