სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
- გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ 28.10.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2017 წლის 23 მაისი ქ. სენაკი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ თანდართული დანართი №1-ის სახით. |
| მუხლი 2 |
ძალდაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №55 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
| მუხლი 1 |
1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად (ვაჭრობად) მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას. |
| მუხლი 2 |
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, და წესების (რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.) მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით. 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. |
| მუხლი 3 |
1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის ადგილები განისაზღვრება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 4 |
1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართო მაშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასამტკიცებლად წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – საკრებულოს განკარგულებას. |
| მუხლი 5 |
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან კონტროლს უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური. |
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
+
ძალდაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №55 დადგენილება.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა
დანართი №1სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა
+
დანართი №1
+
+
+
1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის ადგილები განისაზღვრება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,17.01.2018წ.
+
1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომაშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, დასამტკიცებლად წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – საკრებულოს განკარგულებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,17.01.2018წ.
+
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან კონტროლს უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,17.01.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ მიღებულია 23.05.2017. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.108.016308.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“, №29, 23.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016308 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3674050/