1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში.
2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად მიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ.
3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ.
4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.
5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს:გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი,ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკი ვალდებულიადა მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისადთანახმად მიაწოდოსმიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ. 3. კომერციული ბანკი ვალდებულიადა მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად,თანახმად, ელექტრონულად გამოაქვეყნოსგამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. 4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს უფლება არა აქვთ,აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვისსარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკისბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკსბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება