დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება:
ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები;
ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები;
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტები;
გ1) ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;
დ) იმ დეპოზიტორთა დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში;
ე) დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, და დეპოზიტები, რომელთა მფლობელი დეპოზიტორების იდენტიფიცირებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე;
ვ) დეპოზიტები, რომელთა მიმართაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით;
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. დაუზღვეველი დეპოზიტები დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება: ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები; ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტები; გ1) ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; დ) იმ დეპოზიტორებისდეპოზიტორთა დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის გარეან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში; ე) დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, და დეპოზიტები, რომელთა მფლობელი დეპოზიტორების იდენტიფიცირებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე; ვ) დეპოზიტები, რომელთა მიმართაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება