1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.
2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს:
ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს;
ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს.
3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.
5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის უნდა იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი 1. კომერციული ბანკი ვალდებულიადა მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადოსგადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად.თანახმად. 2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის კომერციულ ბანკშიბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის კომერციულ ბანკშიბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდისიხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისათვისბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისათვისბანკისა საჯაროდა მიკრობანკისთვის უნდა იყოს,იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება