1. ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან:
ა) პირველადი შენატანები;
ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები;
გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები;
დ) სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრობანკების აქტივებიდან მიღებული თანხები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები.
3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა 1. ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან: ა) პირველადი შენატანები; ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრობანკების აქტივებიდან მიღებული თანხები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კომერციული ბანკი ვალდებულიადა გადაიხადოსმიკრობანკი ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები. 3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება