1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, იყვნენ კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები.
2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
თავი III
ფონ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი 1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვთ,აქვთ უფლება, იყვნენ კომერციული ბანკისბანკის, მიკრობანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. 2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვთ,აქვთ უფლება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგანბანკისგან, მიკრობანკისგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ. თავი III ფონდიფონ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება