საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2004 ძალადაკარგული 24.12.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№614
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 27/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (65)

შემდგომი ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (52)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №614

2004 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე :

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება .

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებები .

მ . სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები :      

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №6, 20.01.2005წ; მუხ.67

2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №52-სსმ III, №13, 04.02.2005წ; მუხ.123

3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 თებერვლის ბრძანებულება №84-სსმ III, №20, 21.02.2005წ; მუხ.186

4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №35, 28.03.2005წ; მუხ.348

5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებულება №163-სსმ III, №35, 28.03.2005წ; მუხ.349

6. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №256-სსმ III, №52, 28.04.2005წ; მუხ.539

7. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის ბრძანებულება №283-სსმ III, №53, 03.05.2005წ; მუხ.579

8. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მაისის ბრძანებულება №368-სსმ III, №63, 23.05.2005წ; მუხ.665

9. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 მაისის ბრძანებულება №392-სსმ III, №64, 27.05.2005წ; მუხ.669

10. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ივნისის ბრძანებულება №416-სსმ III, №67, 02.06.2005წ; მუხ.703

11. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ივნისის ბრძანებულება №499-სსმ III, №75, 22.06.2005წ; მუხ.796

12. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №576-სსმ III, №82, 13.07.2005წ; მუხ.874

13. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №658-სსმ III, №88, 27.07.2005წ; მუხ.998

14. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №680-სსმ III, №92, 05.08.2005წ; მუხ.1039

15. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №738-სსმ III, №107, 14.09.2005წ; მუხ.1190

16. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №953-სსმ III, №136, 24.11.2005წ; მუხ.1500

17. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №1039-სსმ III, №144, 12.12.2005წ; მუხ.1598

18. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №1071-სსმ III, №149, 23.12.2005წ; მუხ.1655

19. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №123-სსმ III, №22, 17.02.2006წ; მუხ.262

20. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 მარტის ბრძანებულება №212-სსმ III, №37, 21.03.2006წ; მუხ.441

21. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №254-სსმ III, №49, 10.04.2006წ; მუხ.621

22. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №394-სსმ III, №88, 30.06.2006წ; მუხ.1165

23. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №475-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1474

24. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №27-სსმ III, №4, 10.01.2007წ; მუხ.24

25. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №37-სსმ III, №7, 17.01.2007წ; მუხ.47

26. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №38-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.59

27. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №77-სსმ III, №14, 01.02.2007წ; მუხ.144

28. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №31, 07.03.2007წ; მუხ.361

29. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №240, სსმIII, №49, №10.04.2007წ., მუხ.544

30. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №524, სსმIII, №130, 17.09. 2007წ., მუხ.1413

31. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №543, სსმIII, №138, 04.10.2007წ., მუხ.1498

32. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №564, სსმIII, №141, 10.10.2007წ., მუხ.1560

33. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №670, სსმIII, №173, 06.12.2007წ., მუხ.1914

34. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №706, სსმIII, №182, 24.12.2007წ., მუხ.2025

35. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №724, სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2078

36. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 იანვრის ბრძანებულება №25, სსმIII, №10, 23.01.2008წ., მუხ.123

37. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №27, სსმIII, №12, 25.01.2008წ., მუხ.164

38. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის ბრძანებულება №69, სსმIII, №21,11.02.2008წ., მუხ.234

39. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის ბრძანებულება №311, სსმIII, №87, 19.06.2008წ., მუხ.947

40. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 აგვისტოს ბრძანებულება №409, სსმIII, №123,25.08.2008წ., მუხ.1273

41. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №427, სსმIII, №130, 04.09 .2008წ., მუხ.1307

42. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მარტის ბრძანებულება №106, სსმIII, №28, 12.03.2009წ., მუხ.351

43. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №501, სსმIII, №101, 14.08 .2009წ., მუხ.1109

44. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №861, სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1698

45. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №76, სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.142

46. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №488, სსმIII, №84, 12.07.2010წ., მუხ.1205

47. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №951- სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2175

48. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანებულება №70 - ვებგვერდი, 11.02.2011წ.

49. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 მაისის ბრძანებულება №279 - ვებგვერდი, 24.05.2011წ.

50. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 ივნ ისის ბრძანებულება №300 - ვებგვერდი, 07.06.2011წ.

51. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანებულება №495-ვებგვერდი,07.09.2011წ.

52. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანებულება №863-ვებგვერდი,28.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება

 I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური, გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა), რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით.

სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქ.10.

5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

6. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

8. სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა.

9. სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალის და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა განხორციელება და სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა;

ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, წინასწარი გამოძიება, ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;

გ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მიწოდება;

დ) ფიზიკურ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ე) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ზ) სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობა;

თ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა;

ი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა;

კ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;

კ​1 ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება;

ლ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

მ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;

ნ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და ამ მიზნით სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გაცემა;

ნ​1) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობი ს), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;

ო) ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების დაცვა;

ო1) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა;

პ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება;

ჟ) სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

რ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულთა, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ს) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნვლყოფა;

ტ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადაზვერვო საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;

უ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, აგრეთვე დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან;

ფ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;

ქ) დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობით;

ღ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების, აგრეთვე საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა;

ყ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

შ) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა;

ჩ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა;

ც) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №256-სსმ III, №52, 28.04.2005წ; მუხ.539

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ივნისის ბრძანებულება №499-სსმ III, №75, 22.06.2005წ; მუხ.796

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №738-სსმ III, №107, 14.09.2005წ; მუხ.1190

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 მარტის ბრძანებულება №212-სსმ III, №37, 21.03.2006წ; მუხ.441

საქართველოს 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №240, სსმIII, №49, №10.04.2007წ., მუხ.544

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანებულება №863-ვებგვერდი,28.12.2011წ.

 თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები

10. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზი-დენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

11. მინისტრი:

ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) პასუხიმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;

ე1) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს.

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;

ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;

კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;

ო) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მის მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას;

პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჟ) ამტკიცებს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას. საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას;

ჟ1) ამტკიცებს ნასამართლობის ცნობის გაცემის წესს;

ჟ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;

ჟ3) ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დებულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ინსტრუქციას;

ჟ ​4 ) ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციას და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს;

რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ნიშნავს ოფიცრებს უშიშროების საკითხებში;

ს) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის;

ტ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

უ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ფ) საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №256-სსმ III, №52, 28.04.2005წ; მუხ.539

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის ბრძანებულება №283-სსმ III, №53, 03.05.2005წ; მუხ.579

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №1071-სსმ III, №149, 23.12.2005წ; მუხ.1655

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №38-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.59

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №543, სსმIII, №138, 04.10.2007წ., მუხ.1498

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 აგვისტოს ბრძანებულება №409, სსმIII, №123,25.08.2008წ., მუხ.1273

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 მაისის ბრძანებულება №279 - ვებგვერდი, 24.05.2011წ.

12. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №52-სსმ III, №13, 04.02.2005წ; მუხ.123

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №394-სსმ III, №88, 30.06.2006წ; მუხ.1165

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის ბრძანებულება №311, სსმIII, №87, 19.06.2008წ., მუხ.947

13. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

14. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

15. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

16. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების კომპეტენცია

17. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) (ამოღებულია);

გ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) სამობილიზაციო სამსახური;

ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

თ) (ამოღებულია);

ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

კ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ლ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);

ლ1) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტი;

მ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი;

ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;

ო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

პ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო);

ჟ) (ამოღებულია);

რ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

ს) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;

ტ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);

უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;

ფ) (ამოღებულია);

ქ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №6, 20.01.2005წ; მუხ.67

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მაისის ბრძანებულება №368-სსმ III, №63, 23.05.2005წ; მუხ.665

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 მაისის ბრძანებულება №392-სსმ III, №64, 27.05.2005წ; მუხ.669

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ივნისის ბრძანებულება №416-სსმ III, №67, 02.06.2005წ; მუხ.703

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №576-სსმ III, №82, 13.07.2005წ; მუხ.874

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №658-სსმ III, №88, 27.07.2005წ; მუხ.998

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №738-სსმ III, №107, 14.09.2005წ; მუხ.1190

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №1039-სსმ III, №144, 12.12.2005წ; მუხ.1598

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №123-სსმ III, №22, 17.02.2006წ; მუხ.262

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №27-სსმ III, №4, 10.01.2007წ; მუხ.24

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №31, 07.03.2007წ; მუხ.361

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №427, სსმIII, №130, 04.09 .2008წ., მუხ.1307

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მარტის ბრძანებულება №106, სსმIII, №28, 12.03.2009წ., მუხ.351

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №951, სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2175

18. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

გ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

დ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ე) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ვ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ზ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

კ) (ამოღებულია);

ლ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო;

მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებულება №163-სსმ III, №35, 28.03.2005წ; მუხ.349

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №77-სსმ III, №14, 01.02.2007წ; მუხ.144

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №31, 07.03.2007წ; მუხ.361

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №670, სსმIII, №173, 06.12.2007წ., მუხ.1914

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №724, სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2078

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 იანვრის ბრძანებულება №25, სსმIII, №10, 23.01.2008წ., მუხ.123

19. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ბ) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №576-სსმ III, №82, 13.07.2005წ; მუხ.874

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №394-სსმ III, №88, 30.06.2006წ; მუხ.1165

20. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

ბ) დაცვის პოლიცია;

გ) (ამოღებულია);

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი;

თ) (ამოღებულია);

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო ;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 თებერვლის ბრძანებულება №84-სსმ III, №20, 21.02.2005წ; მუხ.186

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №35, 28.03.2005წ; მუხ.348

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №576-სსმ III, №82, 13.07.2005წ; მუხ.874

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №953-სსმ III, №136, 24.11.2005წ; მუხ.1500

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №123-სსმ III, №22, 17.02.2006წ; მუხ.262

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №37-სსმ III, №7, 17.01.2007წ; მუხ.47

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №524, სსმIII, №130, 17.09. 2007წ., მუხ.1413

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №27, სსმIII, №12, 25.01.2008წ., მუხ.164

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის ბრძანებულება №69, სსმIII, №21,11.02..2008წ., მუხ.234

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №76, სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.142

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №488, სსმIII, №84, 12.07.2010წ., მუხ.1205

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანებულება №495-ვებგვერდი,07.0 9.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანებულება №863-ვებგვერდი,28.12.2011წ.

21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;

ბ) (ამოღებულია);

გ) გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარებასა და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას;

დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;

ე) სამობილიზაციო სამსახური უზრუნველყოფს სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულების, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერ ა ტიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) (ამოღებულია);

ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს: კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მონაწილეობას იღებს დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში, აკონტროლებს მათ შესრულებას, დადგენილი წესით ამოწმებს იმ პირებს, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნულ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმიანობას;

კ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფისა); სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;

კ1) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ამოცანებია: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და რეაგირება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;

ლ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამსახურების საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, მათ შორის სამოხელეო, კორუფციული და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას;

 მ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სიხლისსამართლებრივი დევნა; კანონმდებლობით დადგენილი წესით გარე მეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;

ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

ო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, აწარმოებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით მომსახურებას; ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

პ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდაცვის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;

ჟ) (ამოღებულია);

რ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოებას;

ს) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახორციელებს უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას;

ტ) კონტრტერორისტული ცენტრის ამოცანაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;

უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინ ა ლ ი ს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღ ონისძიებების განხორციელებას;

ფ) (ამოღებულია);

ქ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქ ვ ეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №6, 20.01.2005წ; მუხ.67

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №256-სსმ III, №52, 28.04.2005წ; მუხ.539

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მაისის ბრძანებულება №368-სსმ III, №63, 23.05.2005წ; მუხ.665

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 მაისის ბრძანებულება №392-სსმ III, №64, 27.05.2005წ; მუხ.669

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ივნისის ბრძანებულება №416-სსმ III, №67, 02.06.2005წ; მუხ.703

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №576-სსმ III, №82, 13.07.2005წ; მუხ.874

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №680-სსმ III, №92, 05.08.2005წ; მუხ.1039

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №738-სსმ III, №107, 14.09.2005წ; მუხ.1190

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №1039-სსმ III, №144, 12.12.2005წ; მუხ.1598

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №1071-სსმ III, №149, 23.12.2005წ; მუხ.1655

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №123-სსმ III, №22, 17.02.2006წ; მუხ.262

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 მარტის ბრძანებულება №212-სსმ III, №37, 21.03.2006წ; მუხ.441

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №254-სსმ III, №49, 10.04.2006წ; მუხ.621

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №475-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1474

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №27-სსმ III, №4, 10.01.2007წ; მუხ.24

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №37-სსმ III, №7, 17.01.2007წ; მუხ.47

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №31, 07.03.2007წ; მუხ.361

საქართველოს 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №240, სსმIII, №49, №10.04.2007წ., მუხ.544

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №524, სსმIII, №130, 17.09. 2007წ., მუხ.1413

საქართველოს პრეზიდენტის 2007 5 ოქტომბრის ბრძანებულება №564, სსმIII, №141, 10.10.2007წ., მუხ.1560

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №706, სსმIII, №182, 24.12.2007წ., მუხ.2025

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №427, სსმIII, №130, 04.09 .2008წ., მუხ.1307

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მარტის ბრძანებულება №106, სსმIII, №28, 12.03.2009წ., მუხ.351

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მარტის ბრძანებულება №106, სსმIII, №28, 12.03.2009წ., მუხ.351

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №76, სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.142

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №951, სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2175

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანებულება №70- ვებგვერდი, 11.02.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანებულება №300 - ვებგვერდი, 07.06.2011წ.

22. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვას, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 მაისის ბრძანებულება №392-სსმ III, №64, 27.05.2005წ; მუხ.669

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №576-სსმ III, №82, 13.07.2005წ; მუხ.874

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №394-სსმ III, №88, 30.06.2006წ; მუხ.1165

თავი V. დასკვნითი დებულებები

23. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

24. სამინისტროს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №614, 27.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36814-52/