1. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს.
2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.
3. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის დასკვნების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3106
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
- 05.07.2018 კანონი №3106
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 3. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ დასკვნებსადასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასკონცეფციის ან სამუშაო ვერსიასვერსიის უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო ცენტრისააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის დასკვნების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი,სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება