1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ.
2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.
3. თუ სგშ-ის პროცესში განხორციელდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ პროცედურის შედეგები.
4. სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე:
ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და ამ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები;
ბ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;
გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
6. სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3106
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
- 05.07.2018 კანონი №3106
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით 1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ. 2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს. 3. თუ სგშ-ის პროცესში განხორციელდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ პროცედურის შედეგები. 4. სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე: ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და ამ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები; ბ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 6. სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 13 დღის ვადაში შესაბამისუზრუნველყოფს დოკუმენტაციასაღნიშნულის უგზავნისთაობაზე ცენტრს.ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე,ვებგვერდზე. ხოლო ცენტრი ამ დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრისააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება