თავი IV — ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია მისი ეფექტიანი მონაწილეობა) მონაწილეობა ამ თავით დადგენილი წესით;
ბ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროულად, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება;
გ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;
დ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის წარმომადგენელთა მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, აგრეთვე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა და საზოგადოებისთვის მიწოდება.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/ცენტრიორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია საზოგადოებისმისი ეფექტიანი მონაწილეობა) მონაწილეობა ამ თავისთავით შესაბამისად;დადგენილი წესით; ბ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროულად, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება; გ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა; დ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის წარმომადგენელთა მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, აგრეთვე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება. 3. ცენტრისააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა და საზოგადოებისთვის მიწოდება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება