თავი IV — ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა
1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს:
ა) წერილობით;
ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს;
გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს/განთავსდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
21. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:
ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
ბ) ჰიბრიდული ფორმატით.
შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჰიბრიდული ფორმატი გულისხმობს საჯარო განხილვის ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-12 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას.
3. საჯარო განხილვის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად დგინდება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.04.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.04.2022 კანონი №1521
- 18.09.2020 კანონი №7164
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა. საჯარო განხილვა 1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებისას საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს/განთავსდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 21. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით,გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჰიბრიდული ფორმატი გულისხმობს საჯარო განხილვის ჩატარებისამ შესახებკოდექსის ინფორმაციისმე-9 გამოქვეყნებისთვის/განთავსებისთვისმუხლის ამმე-3 კოდექსითნაწილითა დადგენილიდა წესისმე-12 დაცვით.მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას. 3. საჯარო განხილვის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად დგინდება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება