1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სააგენტო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმნის საექსპერტო კომისიას.
2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სააგენტოს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას ახორციელებს სააგენტო მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2022 კანონი №1445
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. საექსპერტო კომისია 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მინისტრისააგენტო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საექსპერტო კომისიას. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან.ექსპერტებისგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროსსააგენტოს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სამინისტროსსააგენტოს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივსაზოგადოებრივი ექსპერტთაექსპერტის შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს სააგენტო მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საზოგადოებრივსაზოგადოებრივი ექსპერტთაექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრებადგინდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.ბრძანებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება