1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სააგენტო:
ა) საქმიანობის განმახორციელებლისთვის ან დამგეგმავი ორგანოსთვის განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში ასახვის ვალდებულებას;
ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება;
გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს;
დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის პროცესში გათვალისწინებას.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სტრატეგიული დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებას ითვალისწინებს, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე და სააგენტოს წარუდგინოს. სააგენტო აღნიშნულ დოკუმენტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უგზავნის იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.
3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგის ან საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების შესაბამის ენაზე თარგმნა და სააგენტოსთვის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2022 კანონი №1445
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ისგზშ-ისა და სგშ-ის ეტაპებზე 1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სამინისტრო:სააგენტო: ა) განსაზღვრავს საქმიანობის განმახორციელებლისგანმახორციელებლისთვის ან დამგეგმავი ორგანოსორგანოსთვის ვალდებულებასგანსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში ასახვის შესახებ;ვალდებულებას; ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება; გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს; დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთანპროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის პროცესში გათვალისწინებას. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სტრატეგიული დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებას ითვალისწინებს, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე და წარუდგინოსსააგენტოს სამინისტროს.წარუდგინოს. სამინისტროსააგენტო აღნიშნულ დოკუმენტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უგზავნის აღნიშნულ დოკუმენტებს იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა. 3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგის ან საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების შესაბამის ენაზე თარგმნა და სამინისტროსთვისსააგენტოსთვის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება