1. 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.
2. 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული, ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც არ მოიცავს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს, არ საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმიანობებზე ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები.
3. 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე.
4. პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან.
41. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებზე ვრცელდება ყველა უფლება და ყველა ვალდებულება (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებები), რომლებიც მას ჰქონდა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში. მის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შეუსრულებლობაა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს და მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.04.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.04.2022 კანონი №1521
- 17.03.2022 კანონი №1445
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები 1. 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. 2. 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული, ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც არ მოიცავს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს, არ საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმიანობებზე ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე. 4. პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან. 41. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებზე ვრცელდება ყველა უფლება და ყველა ვალდებულება (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებები), რომლებიც მას ჰქონდა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში. მის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შეუსრულებლობაა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს და მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1066(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
…სოფლის მეურნეობის მინისტრის სადავო ბრძანების გამოცემის მიზნით, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს,,დ...ს“ (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 17.11.2017, №20714) განცხადების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანიჭებდა უფლებამოსილებას 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დაესრულებინა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.
- საქმე №ბს-92(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
…მიერ...ის საწარმოს (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანება, გამოცემულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ხოლო ადმინისტრაციული წარმოება სამინისტროს მიერ ჩატარდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.
- საქმე №330310018002594400 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარმოუდგენდა საექსპლუატაციო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება