საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.06.2017 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№87/04
სარეგისტრაციო კოდი
220020050.18.011.016244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №87/04

2017 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 20.01.2021 წ.
 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48​​2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივლისის ბრძანება №174/04 - ვებგვერდი, 08.07.2024 წ.
 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 20.01.2021 წ.

 

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
+



საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 20.01.2021 წ.

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ პროვაიდერებზე და მათ ადმინისტრატორებზე.

3. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ პროვაიდერმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები.

4. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

6. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება, პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 20.01.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივლისის ბრძანება №174/04 - ვებგვერდი, 08.07.2024 წ.
 

მუხლი 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებისა და ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის

1. პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებისა და ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პროვაიდერი ჯარიმდება:

ა) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 ან მე-11 პუნქტებით განსაზღვრული დებულებების დარღვევების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პროვაიდერის მიერ მომხმარებლისაგან საგადახდო დავალების მიღების, გაუქმებასა ან/და შესრულებასთან დაკავშირებული (მათ შორის, შესრულების ვადებთან, გადარიცხული და ჩარიცხული თანხის ოდენობებთან დაკავშირებული) მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხის მომხმარებლისათვის ანაზღაურებასთან დაკავშირებული „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ წარუდგენელ დოკუმენტზე;

ე) პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) პროვაიდერის ყოველთვიური ან კვარტალური ანგარიშგებებით (გარდა მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგებისა) არაზუსტი ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არაზუსტ ფორმაზე;

კ) მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ პროვაიდერის ანგარიშგებით არაზუსტი ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ლ) პროვაიდერის ყოველთვიური, კვარტალური ან მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის წარდგენის ვადის გასვლიდან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში წარუდგენლობის შემთხვევაში – შესაბამისი ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმის ოდენობის ორმაგი ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) პროვაიდერის მიერ უცხო ქვეყნის ისეთ პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრების მიღებასთან, შენახვასა ან/და განხილვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ან/და ვადების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგზე გატანის შესახებ ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

პ) პროვაიდერის მიერ აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მომხმარებლის ფულადი სახსრების დადგენილი ოდენობით არარსებობის შემთხვევაში – ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე დადგენილი ოდენობით განსათავსებელ მომხმარებლის ფულად სახსრებსა და მასზე ფაქტობრივად განთავსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარის ოდენობისა, დარღვევის თითოეულ დღეზე;

რ) პროვაიდერის მიერ ნაღდი ფულის ოდენობაზე დაწესებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ დღეზე;

ს) მომხმარებლის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესით“ დადგენილი პროვაიდერის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ტ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

უ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პოლიტიკის/პროცედურის არარსებობის ან იმავე წესის მოთხოვნებთან შეუსაბამო პოლიტიკის/პროცედურის არსებობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პოლიტიკაზე/პროცედურაზე;

ფ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრატორის და პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ქ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ღ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ყ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

შ) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოთხოვნილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

ჩ) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის, მოთხოვნილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ც) პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და შესრულებული საგადახდო ოპერაციების აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა) – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ძ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პირველადი ან/და მეორადი კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

წ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჭ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-7 ან/და მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ხ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესით“ განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჯ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესით“ განსაზღვრული წლიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჰ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესით“ განსაზღვრული კვარტალური ან/და წლიური ანგარიშგებებით არაზუსტი ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არაზუსტ ფორმაზე;

ჰ​1) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჰ​2) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიის შესაბამისად:

ჰ​2.ა) მეოთხე კატეგორიის საწარმო – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ჰ​2.ბ) მესამე კატეგორიის საწარმო – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

ჰ​2.გ) მეორე კატეგორიის საწარმო – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ჰ​2.დ) პირველი კატეგორიის საწარმო –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

ჰ​3) ამ წესით გათვალისწინებული დარღვევების გარდა, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2. პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პროვაიდერის საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს პროვაიდერის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის 2​1 მუხლით განსაზღვრულ დარღვევებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 20.01.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივლისის ბრძანება №174/04 - ვებგვერდი, 08.07.2024 წ.

 

მუხლი 2​1. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისთვის

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში  ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ)  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული  „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ  ყადაღასთან  მიმართებაში;

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

ე​1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის;

ზ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი

ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას  – 10 000  (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში;

ლ) კლიენტებისათვის ანონიმური/ნომრიანი ანგარიშ(ებ)ის გახსნა, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე  ანგარიშ(ებ)ის გახსნა ან წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ აქვს განხორციელებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება ან/და არ აქვს შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდოლოგია, გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) შესაბამისობის კონტროლის სისტემა შიდა ინსტრუქციის შესაბამისად არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად,  გამოიწვევს დაჯარიმებას v 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ)  პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის  გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის  შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა  ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება საქართველოს კანონმდებლობის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და პროვაიდერის შიდა პოლიტიკით/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ) კლიენტთან მიმართებაში პროვაიდერი არ ახორციელებს კანონმდებლობის ან/და შიდა პოლიტიკის/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის  დაუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) პროვაიდერს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ შეუმუშავებელ პოლიტიკასთან/პროცედურასთან ან/და ინსტრუქცია/წესთან მიმართებაში;

კ) საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება/წარმოება რესპოდენტი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რესპოდენტ ფინანსურ ინსტიტუტთან მიმართებაში;

ლ) პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

მ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის,  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან პროვაიდერის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გაგზავნისას პროვაიდერის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

ო) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო ოპერაციების/გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);

პ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან პროვაიდერის ხელთ არსებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და პროვაიდერის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

რ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ს) არ ხორციელდება თანამშრომელთა განგრძობითი სწავლება ან სწავლების პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის თანამშრომლებისთვის მიწოდებას, გამოიწვევს დაჯარიმებას - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს  პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  უფროსის N1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების  დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ)  პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

დ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

დ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის  30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის პროვაიდერი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით,  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის პროვაიდერი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ)  ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე  ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან წარმოების ფაქტის განმეორებით დაფიქსირება გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებითი იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) განმეორებით იმავე პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე  მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) პროვაიდერს არ აქვს განხორციელებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება  ან/და არ აქვს შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდოლოგია, თუ პროვაიდერი უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. თუ პროვაიდერის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც პროვაიდერის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) პროვაიდერისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერი დააჯარიმოს 100 000 (ასი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 20.01.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანება №105/04 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №170/04 - ვებგვერდი, 02.12.2022წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება  №392/04 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივლისის ბრძანება №174/04 - ვებგვერდი, 08.07.2024 წ.

 

მუხლი 3. გარდამავალი დებულებები

ამ წესის მე-2 მუხლის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგებების ფორმების დაგვიანებით წარდგენაზე გათვალისწინებული ჯარიმები ძალაში შევიდეს ამ წესის ამოქმედებიდან ერთ თვის შემდეგ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“, №87/04, 13.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 220020050.18.011.016244 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3697882-5/