ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთათვის, რანგირების სისტემის გათვალისწინებით, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
დანართი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთათვის, რანგირების სისტემის გათვალისწინებით განსაზღვრული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა
|
+
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2017 წლის 29 ივნისი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთათვის, რანგირების სისტემის გათვალისწინებით, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი მუხლის ,,ბ.ვ’’ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 156-ე მუხლის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთათვის, რანგირების სისტემის გათვალისწინებით განსაზღვრული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/14 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.173.016062).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთათვის, რანგირების სისტემის გათვალისწინებით განსაზღვრული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა
№
რანგი
თანამდებობის დასახელება
რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
1.
საკრებულოს თანამდებობის პირები
10
10
ა.
საკრებულოს თავმჯდომარე
1
2750
ბ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1
2150
კომისიების თავმჯდომარეები
გ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1500
დ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1500
ე.
საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1500
ვ.
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1500
ზ.
საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე
1
1500
ფრაქციის თავმჯდომარეები
თ.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება“ თავმჯდომარე
1
1500
ი.
ფრაქციის ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპული საქართველო” თავმჯდომარე
1
1500
კ.
ფრაქციის ,,ერთობა’’ თავმჯდომარე
1
1500
2
საკრებულოს აპარატი
6
6
ა.
I რანგი
აპარატის უფროსი
1
1490
ბ.
III რანგი
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში
1
580
გ.
III რანგი
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კადრებისა და წერილების საკითხებში
1
580
დ.
III რანგი
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში
2
560
ე.
III რანგი
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი –
იურიდიულ საკითხებში
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში
1
560
560
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთათვის, რანგირების სისტემის გათვალისწინებით, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №16, 29.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016167 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3721624-1/