ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1).
2. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2).
|
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №314
2017 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1🔗
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1).
2. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2).
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
+
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 აგვისტოს №493 დადგენილება.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, №314, 03.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020024 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3730927-1/