ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.07.2017 ბოლო ცვლილება 09.12.2024
ნომერი
№ნ-9
სარეგისტრაციო კოდი
260030000.64.076.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

წინა ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-9
2017 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი

 

ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-6 პუნქტისა და 71 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) (ამოღებულია - 10.05.2018, №ნ-7);

გ) საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად;

გ1) აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა,  დანართი №5-ის შესაბამისად;

დ) მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისაგან/აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით გამოსათხოვი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, დანართ №3-ის შესაბამისად.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 10 მაისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 25.01.2021წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.

მუხლი 2. (ამოღებულია)
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 10 მაისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 11.05.2018 წ.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 25 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



დანართი  №1
ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.


მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურების) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ აუდიტორის და აუდიტორული (აუდიტური) ფირმის (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) და აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის (შემდგომ – მონიტორინგი) განხორციელების ადმინისტრირების საფუძვლებს,  სამსახურის მიერ რისკის მართვის, პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული დიაგნოსტიკური ანგარიშის (შემდგომ – დიაგნოსტიკური ანგარიში) წარდგენის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (შემდგომ – მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) მიერ პროცედურების გონივრულად და სამართლიანად წარმართვის, წინასწარი და საბოლოო შედეგების განხილვის, რეკომენდაციის გაცემის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.

მუხლი 2. წესის მიზანი

1. სამსახურის საქმიანობა, ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად გახორციელების მიზნით, მონიტორინგამდე ან/და მის მიერ მონიტორინგის ეტაპზე პირის/აუდიტორის, აუდიტორული ფირმისა  და  მისი გარიგების პარტნიორისათვის დაგეგმილი პროცედურები,  მონიტორინგის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის, რეკომენდაცია) ემსახურება საქართველოში აუდიტორული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობას, სფეროში არსებული სისტემური რისკების გამოვლენას და მათი გავლენის შემცირებას, ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორში ინფორმაციული ასიმეტრიის აღმოფხვრასა  და  პროცესების გამჭვირვალობის დონის ამაღლებას.

2. მონიტორინგის მიზანია:

ა) აუდიტორის, აუდიტორული ფირმის და მისი გარიგების პარტნიორის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;

ბ) ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული მომსახურების განხორციელებისათვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის მართვის სისტემის შეფასება.

3. სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს. საერთო ანგარიში არ უნდა შეიცავდეს აუდიტორების/აუდიტორული ფირმებისა (მათ შორის, აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების, რეგისტრირებული პარტნიორებისა და დამფუძნებლების)  და სუბიექტების შესახებ კონფიდენციალურ  ინფორმაციას. 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.

მუხლი 3.  ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დარგის ექსპერტი - პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ექსპერტული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის გარდა სხვა სფეროში და რომლის მიერ აღნიშნულ სფეროში შესასრულებელ სამუშაოს იყენებს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვებაში დასახმარებლად. აუდიტორიული ფირმის ექსპერტი შეიძლება იყოს აუდიტორული ფირმის შიდა (რომელიც არის ამ აუდიტორის ფირმის ან ფირმების ქსელის პარტნიორი ან თანამშრომელი, მათ შორის დროებითი თანამშრომელი) ან გარე ექსპერტი;

ბ) შესასრულებელი ღონისძიებები – სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელების შედეგად ასახული იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი (შესასრულებელი ვადების მითითებით), რაც სავალდებულოა აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის;

გ) რეკომენდაცია – მონიტორინგის შედეგად ხარისხის მართვის სისტემასთან მიმართებაში სამსახურის მიერ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმისათვის განსაზღვრული შესასრულებელი მოთხოვნები;

დ) პროფესიული სტანდარტები – კანონის შესაბამისად დადგენილი  სტანდარტები;

ე) ინსპექტორი – კანონის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომლის მეშვეობით სამსახური ახორციელებს აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგს;

ვ) აუდიტორი –  აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) რეგისტრირებული აუდიტორი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული მომსახურება ინდივიდუალურად.

ზ) სავალდებულო აუდიტი  – სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ან თუ აღნიშნული შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით არის დადგენილი;

თ) არასავალდებულო აუდიტი - ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც არ არის სავალდებულო აუდიტი;

ი) სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სამსახურის მიერ ჩატარებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად ან აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) არასავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ არის სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.

მუხლი 4. მონიტორინგს დაქვემდებარებული პირები და მონიტორინგის საფუძველი

1.  მონიტორინგს ექვემდებარება:

ა) აუდიტორი;

ბ) აუდიტორული ფირმა ან/და მისი ყველა გარიგების პარტნიორი, რომელიც აუდიტორულ მომსახურებას  უწევდა ან/და უწევს სუბიექტს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

გ) აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და მისი ყველა გარიგების პარტნიორი, რომელიც აუდიტორულ მომსახურებას უწევდა ან/და უწევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსა და სხვა პირს, რომელთათვისაც შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ან საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების მოთხოვნა.

2. მონიტორინგი ტარდება:

ა) სავალდებულო წესით, კანონის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადებში;

ბ) სამსახურის ინიციატივით;

გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით.

მუხლი 5. მონიტორინგი სავალდებულო წესით

1. მონიტორინგი, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის, რომელიც სდპ-ისა და პირველი კატეგორიის საწარმოს აუდიტს ატარებს.  

 2. აუდიტორისათვის და აუდიტორული ფირმისათვის თავდაპირველი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა იწყება რეესტრში რეგისტრაციის მომდევნო დღიდან, ხოლო ყოველი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა ხდება მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის  გადაწყვეტილების მიღების  მომდევნო დღიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თავდაპირველ მონიტორინგს სამსახური ახორციელებს აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ სავალდებულო აუდიტის 2 გარიგების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 წლისა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 10 მაისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №ნ-17 - ვებგვერდი, 05.11.2019წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.

მუხლი 6. მონიტორინგი სამსახურის ინიციატივით

1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს კანონით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, წინა მონიტორინგის შედეგების ან/და ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის ან/და დანართი №5-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ან/და მონიტორინგგაუვლელი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის განხორციელებისას) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოდოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.

11. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

2. რისკების მართვის პროცესში  მოცული უნდა იქნეს რეესტრში ასახული, ყველა აუდიტორი,  აუდიტორული ფირმა და მისი ყველა გარიგების პარტნიორი.

3. სამსახური უფლებამოსილია რისკის შეფასების პროცესში ჩართოს შესაბამისი რეპუტაციის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი სფეროს ექსპერტი.

4. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე, განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის თემატური მონიტორინგი.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 25.01.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 7. მონიტორინგი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით

1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს  მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ. სამსახური განცხადებას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ის აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, შესრულებული აქვს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სამსახურის რეკომენდაციები და შესასრულებელი ღონისძიებები, უფლებამოსილია მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ ბოლო მონიტორინგის შედეგებით:

ა) აუდიტორულ ფირმას არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება;

ბ) აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება;

გ) მიენიჭა სუბიექტისათვის (გარდა სდპ-ისა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი;

დ) შეზღუდვით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი.

3. (ამოღებულია - 16.07.2021, №ნ-12).

4. (ამოღებულია - 16.07.2021, №ნ-12).

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის  სისტემა მიმოხილულია საერთაშორისო ქსელის ფარგლებში, სავალდებულოა სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებას ერთოდეს  დიაგნოსტიკური ანგარიში, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესით.

51. ქსელის ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვის დოკუმენტაცია/დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს ხმსს 1-ის 35-ე - 56-ე პუნქტების მოთხოვნებს.

52. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც ბოლო მონიტორინგის შედეგებით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი თავისუფლდება დიაგნოსტიკური ანგარიშის და ქსელის  ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს, იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორს/აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) გარიგება.

7. ის აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს/აუდიტორს მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

8. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება, ხოლო არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს) პირველი ან/და მეორე კატეგორიების საწარმოების ან/და პირველი ან/და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

9. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე სურს მოიპოვოს ცალკეული გარიგების პარტნიორის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს) პირველი ან/და მეორე კატეგორიების საწარმოების ან/და პირველი ან/და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

10. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე სურს მოიპოვოს ცალკეული გარიგების პარტნიორის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული)  აქვს) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 8. პროფესიული ორგანიზაციის როლი. დიაგნოსტიკური ანგარიში

1. ამ წესის მიზნებისთვის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის ფარგლებში პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს წევრ აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან მუდმივ თანამშრომლობასა და შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით, აუდიტორებისა და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული  ყველა პირის ტრენინგებსა და განგრძობით განათლებას, ფირმებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, სამსახურის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე მითითებასა და ამ წესით დადგენილ ფარგლებში  მეთოდური დოკუმენტაციის და სახელმძღვანელო მასალების შემუშავებას ან/და მიწოდებას;

გ) მონიტორინგისათვის მზადყოფნის მიზნით, წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკურ შეფასებას, მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) სხვა ღონისძიებებს (მათ შორის, პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის სემინარებს), რაც უზრუნველყოფს აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტების მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვას;

ე) სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას.

2.  აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი რესურსი ხარისხის მართვის სისტემის დასანერგად, უფლებამოსილია მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ხელშეწყობის მოთხოვნით. თავის მხრივ, პროფესიული ორგანიზაცია, აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების წარმოჩენისა, პროფესიული ორგანიზაციის წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის  მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედებები მონიტორინგისათვის მზადყოფნის ხელშეწყობისათვის.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, პროფესიულმა ორგანიზაციამ მისი წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის უნდა უზრუნველყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მოწვევა.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მიერ ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების შედეგად მომზადებული დიაგნოსტიკური ანგარიში აღწერს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმაში არსებულ შეუსაბამობებს და შესაბამის აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მიუთითებს გამოსწორების გზებზე. დიაგნოსტიკური ანგარიში არ მოიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარისხის მართვის გავლის თაობაზე.

5. ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების პროცესი ხორციელდება:

ა) ფირმის დონეზე – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით;

ბ) გარიგების დონეზე – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.

6. (ამოღებულია - 31.07.17, №ნ-10).

7. პროფესიული ორგანიზაცია და მისი ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები არ არიან პასუხისმგებელნი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაზე და მონიტორინგის შედეგზე. საჭიროების არსებობისას, სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს სპეციალისტთა ჩანაცვლება, თუ მათ  კვალიფიკაციის დონეს არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის.

8. დიაგნოსტიკური ანგარიშის მისაღებად პროფესიული ორგანიზაციისათვის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნა კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. პროფესიულმა ორგანიზაციამ ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების პროცესში ეთიკური ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია იმოქმედოს  მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

9. ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკურ შეფასებასთან დაკავშირებული პირობები, პროცედურები და ვადები განისაზღვრება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით.

10. პროფესიული ორგანიზაციის  როლი შემოიფარგლება მხოლოდ იმ აუდიტორული მომსახურებების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობით, რომელსაც აუდიტორი ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. სამსახურს დიაგნოსტიკური ანგარიში არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, ამ წესის მე-7 მუხლის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართავს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ.

12. დიაგნოსტიკური ანგარიში გაცემული უნდა იყოს სამსახურისათვის მიმართვამდე არაუადრეს 6 თვით ადრე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 ივლისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 31.07.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
მუხლი 9. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მზადყოფნა

1. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ევალება პროფესიული სტანდარტების ცოდნა.

2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აუდიტორული მომსახურების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული  მოთხოვნები.

3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აკმაყოფილებდეს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს. სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია მხოლოდ ისეთი მომსახურების გაწევას დაეთანხმოს, რომლის შესრულებაც კომპეტენტურად შეუძლია კანონით გათვალისწინებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.

მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადების განხილვა

1. მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით წარდგენილი განცხადება (შემდგომ – განცხადება) უნდა მოიცავდეს:

 ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მოტივაციას;

ბ) დიაგნოსტიკურ ანგარიშს ან/და ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვას ქსელის ფარგლებში;

გ) (ამოღებულია - 10.05.2018, №ნ-7);

დ) ინფორმაციებს დანართი №4-ის ან/და დანართი №5-ის შესაბამისად;

2.  განცხადების განხილვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განმცხადებელი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესწავლა, სამსახურის სისტემაში არსებული და დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე;

ბ) დიაგნოსტიკური ანგარიშის ან/და ქსელის ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/დასკვნის  განხილვა;

გ) საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება სუბიექტთან, პროფესიულ ორგანიზაციასთან, აუდიტორთან, აუდიტორული ფირმის  გარიგების პარტნიორებთან და ფირმის ხელმძღვანელობასთან;

დ) აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის განსაზღვრა, შესაბამისი და ადეკვატური მონიტორინგის განხორციელების მიზნით;

ე) განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

3. თუ განცხადების განხილვისას სამსახურის სისტემაში არსებული ინფორმაცია არ ასახავს მიმდინარე თარიღისათვის  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მონიტორინგის პროცესის სწორად დაგეგმვის უზრუნველსაყოფად სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას მოსთხოვოს არსებული  ინფორმაციის განახლება ან/და გადამოწმება.

4. სამსახური განცხადებას განიხილავს და განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

5. გადაწყვეტილება აუდიტორულ ფირმას ეგზავნება  გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.  მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეგზავნება ასევე ელექტრონული საშუალებებით.

6. სამსახური ვალდებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა დაიწყოს მონიტორინგი.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 10 მაისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 11.05.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 25.01.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 11. აუდიტორის და აუდიტორული ფირმის ვალდებულება მონიტორინგთან მიმართებაში

1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი ვალდებულია წარადგინოს სამსახურის მიერ მონიტორინგისათვის  მოთხოვნილი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში.

2. აუდიტორი, გარიგების პარტნიორი და აუდიტორული ფირმიდან ჩართული ყველა სხვა (მათ შორის, მოწვეული) პირი   ვალდებულია  დაიცვას მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდეგ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გარიგების პარტნიორის მიერ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების შემთხვევაში, გარიგების პარტნიორი ვალდებულია აღნიშნული პირის თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს სამსახურს.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №ნ-17 - ვებგვერდი, 05.11.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
მუხლი 12. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი

1. მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ 2 ინსპექტორისგან შემდგარი მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთი, სამსახურის მიერ ინიშნება მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად.

2. სამსახური უზრუნველყოფს  ინსპექტორების   კვალიფიკაციის, ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და  გამოცდილების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

3. ინსპექტორს არ აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგამდე ან მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა მასსა და აუდიტორს ან აუდიტორულ ფირმას, მათ შორის მის სისტემაში არსებულ პირებს შორის არსებული ან სამომავლო ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონიტორინგის შედეგებზე.

მუხლი 13. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნები

1.  აუდიტორულ ფირმას, რომელსაც სურს ჩაატაროს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი,  კანონით და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

ა) (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6);

ბ) (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6);

გ) (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6);

დ)  ელექტრონული ფორმით, აუდიტისთვის განკუთვნილი, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით  ახორციელებდეს აუდიტის მართვასა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის  დაკომპლექტებას/არქივაციას;

ე) (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6);

ვ) (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

2. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შემსრულებელი გარიგების პარტნიორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს   გარიგების ხარისხის  მიმომხილველის შეფასება, კანონმდებლობის/პროფესიული სტანდარტების ან/და აუდიტორული ფირმის  პოლიტიკის დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის  მიმომხილველი შესაძლებელია იყოს პარტნიორი, ფირმაში დასაქმებული სხვა პირი, შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე პირი ფირმის გარეთ ან ამგვარი პიროვნებებისაგან შემდგარი ჯგუფი (რომელთაგან არც ერთი არ არის სამუშაო ჯგუფის წევრი), რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი და შესაფერისი გამოცდილება და უფლებამოსილება, რომ ობიექტურად შეაფასოს სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი განხილვები და გარიგების დასკვნის (ანგარიშის) შესადგენად გამოტანილი დასკვნები.

4. გარიგების პარტნიორს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ აუდიტორული გარიგების ხარისხზე, რომელზეც ის არის დანიშნული. გარიგების ხარისხის  მიმომხილველი არ არის პასუხისმგებელი იმ აუდიტორულ დასკვნაზე,  რომლის შეფასებასაც ახორციელებს. გარიგების ხარისხის  მიმომხილველის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას, რომელმაც იგი დანიშნა მიმომხილველის როლის შესასრულებლად.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.

მუხლის 14. მონიტორინგის სახეები

1. მონიტორინგის სახეებია სრული  და თემატური მონიტორინგი.

2. სრული მონიტორინგი მოიცავს დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის ყველა ელემენტს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რამაც შეიძლება ხარისხის უზრუნველყოფაზე გავლენა მოახდინოს.

3. თემატური  მონიტორინგი მოიცავს ხარისხის მართვის სისტემის იმ ცალკეულ ელემენტებს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რაც სამსახურის მიერ განსაზღვრულია რისკის მატარებლად, ასევე,  აუდიტორული ფირმისათვის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე ცალკეული გარიგების პარტნიორის მიერ  შესრულებული გარიგებების მონიტორინგს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.

31. მონიტორინგის შედეგად აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის მიცემული შესასრულებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი ხორციელდება თემატური მონიტორინგით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში გამოვლინდა მონიტორინგის სრულად ჩატარების  საფუძველი.

4. თემატური შემოწმების მსვლელობისას აღმოჩენილი რისკების შინაარსიდან და აუდიტორულ მომსახურებაზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენიდან გამომდინარე მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა გადაწყვიტოს სრული მონიტორინგის ჩატარება.

5. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის ეტაპები და მონიტორინგის განხორციელების წესი შეეხება სრულ მონიტორინგს. თემატური მონიტორინგის ეტაპები და განხორციელების წესი განისაზღვრება თემატური მონიტორინგის დაწყების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. თემატური მონიტორინგის შედეგები (მინიჭებული უფლებამოსილება, მომსახურების შეზღუდვა და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში.

7. სამსახური უფლებამოსილია, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის თემატური მონიტორინგი განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №ნ-25 - ვებგვერდი, 28.12.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 15. მონიტორინგის ეტაპები

1. მონიტორინგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) წინასამონიტორინგო ანალიზი;

ბ) მონიტორინგის გეგმის შედგენა;

გ) მონიტორინგის ძირითადი პროცედურები;

დ) მონიტორინგის ძირითად პროცედურების საფუძველზე მონიტორინგის წინასწარი შედეგების მომზადება და აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის წარდგენა;

ე)აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წინასწარ შედეგებზე, მათ შორის, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ მომზადებულ გამოსწორების გეგმაზე და სამსახურის რეკომენდაციაზე წარმოდგენილი შენიშვნების/წინადადებების, განხილვა და მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მომზადება;

ვ) მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის დამტკიცება.

11. მონიტორინგის პროცესის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის დაწყების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ დოკუმენტაციის/ინფორმაციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა იწვევს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერებას.

2. მონიტორინგისას, თუ დგას სუბიექტის ან მესამე პირის შეცდომაში შეყვანის, შეცდომის გამოწვევის ან/და მოსალოდნელი გაუგებრობის რისკი, სამსახური უფლებამოსილია მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარუდგინოს საკითხით დაინტერესებულ ორგანოს/სახელმწიფო უწყებას.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
მუხლი 16. წინასამონიტორინგო ანალიზი

წინასამონიტორინგო ანალიზის ფარგლებში სამსახური ახდენს იმ ინფორმაციის და გარემოებების ანალიზს, რომელსაც მოიპოვებს:

ა) საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან;

ბ) მოკვლევის ღონისძიებებიდან;

გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმისგან (მათ შორის, წარმომადგენლებთან გასაუბრებიდან);

დ) სარეგისტრაციო (მათ შორის, განახლებადი) დოკუმენტაციიდან/ინფორმაციიდან;

ე) დიაგნოსტიკური ანგარიშიდან, ქსელის ფარგლებში ხარისხის მართვის მიმოხილვიდან ან უკანასკნელი მონიტორინგის შედეგებიდან (არსებობის შემთხვევაში).

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.

მუხლი 17.   მონიტორინგის დაწყების წერილი, მონიტორინგის გეგმა

1. მონიტორინგის დაწყების წერილით მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირს ეცნობება ინსპექტორების ვინაობა, მონიტორინგის დაწყების თარიღი, მონიტორინგის ეტაპები და პროცედურების წინასწარი გრაფიკი.

11. მონიტორინგის გეგმით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და  მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია.

2. წინასამონიტორინგო ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი კრიტერიუმებისა და რისკფაქტორების გათვალისწინებით სამსახურმა უნდა  გააანალიზოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წინასამონიტორინგო ეტაპზე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა გარიგება და  განსაზღვროს მონიტორინგის გეგმაში შესატანი გარიგებების ჩამონათვალი. მონიტორინგის ეტაპზე სამსახური უფლებამოსილია ცვლილება განახორციელოს მონიტორინგის გეგმაში.

3. მონიტორინგის გეგმაში აუდიტორული ფირმის თითოეული გარიგების პარტნიორთან მიმართებაში შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება,  ხოლო  აუდიტორულ ფირმასთან/აუდიტორთან მიმართებაში არანაკლებ 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგებების არ არსებობის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შემთხვევაში 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების არსებობის შემთხვევაში მონიტორინგის გეგმაში შეტანილი უნდა იქნეს ასევე სხვა აუდიტორული მომსახურებების გარიგებებიც (არსებობის შემთხვევაში).

31. მონიტორინგის გეგმაში შეტანილი გარიგებების დალუქვა, გარდა ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი გარიგებებისა,  ხორციელდება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან ან/და მონიტორინგის გეგმაში ცვლილების განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში.

32. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია წარადგინოს მონიტორინგის გეგმაში შეტანილ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით, მათ შორის, უზრუნველყოს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ხელმისაწვდომობა პროგრამულად დაკომპლექტებულ ფაილზე, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში.

33. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ/ხოლო თუ გავლილი აქვს მონიტორინგი – განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებამდე პერიოდში არ აქვს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება, ან სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება ამოღებულ იქნეს რეესტრიდან.

34. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

35. ფირმა, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს მხოლოდ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება, უწყდება სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება და აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც ,,სავალდებულო აუდიტორული ფირმა“, მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

36. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა (გარდა სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმა), რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ/ხოლო თუ გავლილი აქვს მონიტორინგი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებამდე პერიოდში   დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს მხოლოდ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება, სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად განისაზღვრება არასავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად.

37. ამ მუხლის 36 პუნქტით გათვალისწინებული არასავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებისას არ ექნება დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) მინიმუმ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების (არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში გამოვლინდება მნიშვნელოვანი შეუსაბამობა  შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ამოღებულ იქნეს რეესტრიდან.

4. მონიტორინგისთვის გარიგებების შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) გარიგების პარტნიორების ჩართულობა;

ბ) სდპ-ებთან ურთიერთობის ფაქტი;

გ) გარიგებასთან დაკავშირებული ეთიკური ხასიათის რისკები და უჩვეულო გარემოებები;

დ) დარგის ან კონკრეტული სიტუაციების რისკიანობა;

ე) იმ პირთა რაოდენობა და წრე, რომლებიც იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს აუდიტორის მიერ შესრულებული გარიგების საფუძველზე;

ვ) სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგს კონკრეტული გარიგებების მიმართ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №ნ-17 - ვებგვერდი, 05.11.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 22.11.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 25.01.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 18. მონიტორინგის ძირითადი პროცედურები

1. მონიტორინგის პროცედურები მოიცავენ იმ ინფორმაციის და  დოკუმენტაციის შეგროვებას და ანალიზს, რომლითაც დგინდება აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის, შესრულებული გარიგებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან,  პროფესიულ  სტანდარტებთან და რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობა.

2. სამსახურის მიერ მონიტორინგი ხორციელდება:

ა) ფირმის დონეზე (ფირმისა და რისკის პროპორციულად აუდიტორის შემთხვევაში) – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM), რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობის კუთხით;

ბ) გარიგების დონეზე (გარიგების პარტნიორისა და აუდიტორის შემთხევევაში) – შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.

21. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი და შეფასებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მიერ ძირითადი ან/და არაძირითადი სამუშაო ადგილის შეცვლის ან/და აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია ახალი სამუშაო ადგილის/რეორგანიზებული პირის ფარგლებში გამარტივებული წესით ჩაატაროს აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, რაც აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში გულისხმობს ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისი კომპონენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.

3. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა უნდა  განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება მონიტორინგი დაეყრდნოს არსებული ხარისხის მართვის სისტემის შემოწმების, მიმოხილვის შიდა პროცესებს.

4. ამ წესის მე-15 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორების მიერ შესრულებული იმ გარიგებების რაოდენობაზე, რომელიც დაექვემდებარება მონიტორინგს. ასევე, განხორციელებულ აუდიტორულ მომსახურებაზე და სამსახურში არსებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულ რისკის ფაქტორებზე.

5. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გარიგებებისა და დამატებით შერჩეული დოკუმენტაციის (ნაწილის) შესწავლის გზით. მონიტორინგის გეგმაში ასახული გარიგებებისა და დამატებითი გარიგებების შერჩევა ხდება ამ წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში, რისკზე დამყარებული მიდგომის ან/და შემთხვევითობის პრინციპის  გამოყენებით.

6. აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა ვალდებულია უზრუნველყოს ინსპექტორი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია გამოყოს ინსპექტორთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.

7. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ჩართოს შესაბამისი დარგის   ექსპერტები და დამხმარე პერსონალი. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან.

8. მონიტორინგის პროცესი მოიცავს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფსა და  აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, სუბიექტს/პროფესიულ ორგანიზაციას შორის მოსაზრებების/ინფორმაციის გაცვლას. ამ მიზნით, სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს მონიტორინგის ყველა ეტაპზე დაინტერესებული მხარის ჩართულობა. დაინტერესებული მხარის უარი საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე არ აჩერებს სამსახურის მოქმედებას. დაინტერესებულ მხარეს და მონიტორინგის პროცესში აუდიტორს/აუდიტორული ფირმის მხრიდან ჩართულ პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი მოსაზრება მონიტორინგთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

9. მონიტორინგის პროცედურები სრულდება მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული და სამსახურის უფროსთან შეთანხმებული კითხვარების, ანალიტიკური ფორმების და სხვა საშუალებებით.

10. (ამოღებულია - 04.09.2023, №ნ-13 ).

11. შეგროვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის შენახვა ხორციელდება სამსახურის მიერ განსაზღვრულ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 ივლისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 31.07.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 19. მონიტორინგის წინასწარი შედეგები

1. მონიტორინგის პროცესში და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის და განმარტებების ანალიზის საფუძველზე მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი ამზადებს და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას წარუდგენს მონიტორინგის წინასწარ შედეგებს.

2. მონიტორინგთან დაკავშირებით წინასწარი შედეგების წარდგენა ხდება სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3. წინასწარი შედეგების ამსახველ ანგარიშში წარმოდგენილია მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ მონიტორინგის მსვლელობის შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რეკომენდაციები და წინასწარი დასკვნითი შეფასება ((სავალდებულო აუდიტის (მათ შორის, სდპ-ს) ან არასავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება ან რეგისტრაციის გაუქმება). ასევე,  გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები და შესასრულებელი ღონისძიებები.

4.აუდიტორი, აუდიტორული ფირმა ან/და მასში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი, აუდიტორი ან გარიგების პარტნიორი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი მონიტორინგის ანგარიშის წინასწარი შედეგების განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტებები (მათ შორის, ზეპირი ფორმით).

5. აუდიტორი და აუდიტორული ფირმა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარადგენს წერილობით პოზიციას მისთვის წარდგენილ წინასწარ შედეგებთან მიმართებაში, რომელშიც, არსებობის შემთხვევაში, ასახავს საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს. საკუთარი პოზიციის წარუდგენლობა ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება, როგორც თანხმობა წინასწარ შედეგებზე.

 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შენიშვნების მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის ანგარიშში შეიტანოს ცვლილება და ასახოს საბოლოო შედეგები.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 20. მონიტორინგის საბოლოო შედეგები (მონიტორინგის ანგარიში)

1. მონიტორინგის საბოლოო შედეგების ამსახველ ანგარიშში შეტანილი უნდა იქნეს წინასწარი ანგარიშის შემდგომ განხორციელებული ყველა ცვლილება, მათ შორის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ განსაზღვრულ ვადებში სამსახურისთვის წარმოდგენილი პოზიცია (შენიშვნები და წინადადებები), წინასწარ ანგარიშში ცვლილების შეტანის თაობაზე მათი სამსახურის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში.

2. წინასწარი შედეგების განხილვის ეტაპის დასრულების ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ  სამსახურის მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში  პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საბოლოო შედეგების ამსახველი, მონიტორინგის ანგარიშის მომზადების თაობაზე. მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშში.

3. სამსახური განიხილავს მონიტორინგის  ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის ან/და გარიგების პარტნიორისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის თაობაზე, ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

4. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (მათ შორის,  რეკომენდაციებით) განესაზღვრება  შესასრულებელი ღონისძიებები.

5. სამსახურის გადაწყვეტილებაში აღინიშნება იმ გარიგების პარტნიორთა ვინაობა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აუდიტორული ფირმის სახელით გააგრძელონ აუდიტორული მომსახურების (სავალდებულო (მათ შორის,  სდპ-ის) ან არასავალდებულო აუდიტის) განხორციელება.

51. გარიგების პარტნიორს სდპ-ის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება ენიჭება აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. იმ გარიგების პარტნიორს, რომელიც  სავალდებულო (გარდა სდპ-ისა) ან/და არასავალდებულო აუდიტის მომსახურებას უწევს სუბიექტს ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები უნარჩუნდება გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

52. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

53. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

54. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

6. სამსახური უფლებამოსილია აუდიტორის/აუდიტორულ ფირმისათვის მიცემული რეკომენდაციების ფარგლებში განუსაზღვროს პირებს დასაკმაყოფილებელი პირობები (მათ შორის, სუბიექტის დარგის სპეციფიკიდან ან ზომითი კატეგორიიდან გამომდინარე).

7. შესასრულებელ ღონისძიებათა შესრულება არ შეიძლება გახდეს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად  მინიჭებული უფლებამოსილების შეცვლის საფუძველი, სანამ არ განხორციელდება მომდევნო მონიტორინგი.

8. სამსახური, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგისას  ხარისხის მართვის სისტემებზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია   მონიტორინგის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტაცია  შეინახოს მონიტორინგის დასრულებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახური უფლებამოსილია დოკუმენტაცია შესანახად განათავსოს დაწესებულების არქივში.

9. მონიტორინგის შედეგები (სავალდებულო (მათ შორის, სდპ-ის) ან არასავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, მომსახურების შეზღუდვა, რეკომენდაცია და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის და სუბიექტის შესახებ ინფორმაციის სრულად გამოქვეყნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-21 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №ნ-17 - ვებგვერდი, 05.11.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 21. მონიტორინგის შედეგების დასკვნითი შეფასება (მინიჭებული უფლებამოსილება, შეზღუდვა) და რეკომენდაცია

1. სამსახურის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მონიტორინგის შედეგების დასკვნით შეფასებასთან მიმართებაში უნდა იყოს რისკის პროპორციული და ემსახურებოდეს აუდიტორული და პროფესიული  მომსახურების სამართლიანი პრაქტიკის ხელშეწყობას. 

2. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკვნითი შეფასება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

ა) სავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა:

ა.ა) სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმა  − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე ან კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება ნაკლებად არსებითი არასისტემური (იზოლირებული) ან/და სისტემური ხარვეზები; ან/და არსებითი არასისტემური (იზოლირებული) და მცირერიცხოვანი ხარვეზები; ან/და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ა.ბ) სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) უფლებამოსილების მქონე სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება არსებითი არასისტემური (იზოლირებული) ან/და სისტემური ხარვეზები; ან/და მცირერიცხოვანი მნიშვნელოვნად არსებითი  სისტემური ან/და არასისტემური (იზოლირებული) ხარვეზები; ან/და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება უმნიშვნელო ან/და მნიშვნელოვანი და მცირერიცხოვანი შენიშვნები. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვერ დააკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code).

21. თუ მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ხდება კანონმდებლობის ან/და სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტების ფუნდამენტურ მოთხოვნათა სისტემატურად შეუსრულებლობა ან/და სუბიექტის ან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ან/და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დარღვეული აქვს პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code), სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

3. (ამოღებულია - 16.07.2021, №ნ-12).

31. (ამოღებულია - 16.07.2021, №ნ-12).

32. (ამოღებულია - 16.07.2021, №ნ-12).

33. სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად  და მის გარიგების პარტნიორს, რომელსაც სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

34. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

35. აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი თუ იგი არ ყოფილა მონიტორინგს დაქვემდებარებული ან ბოლო მონიტორინგით არ მინიჭებია  სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

36. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმის ინიციატივით, თემატური მონიტორინგის განხორციელების გზით, სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორს, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

37.  სავალდებულო აუდიტს დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის (გარდა სდპ-ისა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად.

38. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

39. აუდიტორისთვის/გარიგების პარტნიორისათვის ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილება (გარდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება) ან/და შეზღუდვები ვრცელდება, როგორც ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას (ფირმისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში), ისე  საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელებისას (მათ შორის, რეესტრში აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციისას), აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

310. რეესტრში გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ მას არ აქვს უფლება განახორციელოს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, სანამ არ განხორციელდება მისი მონიტორინგი ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ, მის მიერ დაწყებულ და დასრულებულ (საბოლოოდ დაკომპლექტებულ) გარიგებებზე.

311. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

312. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ ენიჭება სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, თუ მომდევნო მონიტორინგის განხორციელებამდე არ აქვს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 1 გარიგება.

313. აუდიტორული ფირმა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონეა იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აუდიტორული ფირმის არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს მინიჭებული აქვს სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

314. აუდიტორული ფირმა სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) უფლებამოსილების მქონეა  იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აუდიტორული ფირმის არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) ჩატარების უფლებამოსილება ან აღნიშნული განსაზღვრულია აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.

315. ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა განხორციელდეს სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ, თუ ჯგუფში შემავალი მშობელი ან/და შვილობილი საწარმო არის სდპ.

4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს  მისცეს რეკომენდაცია იმ სუბიექტებთან გარიგებების დადებისაგან თავის არიდების თაობაზე, რომელთათვის აუდიტორული მომსახურების გაწევა სცილდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის შესაძლებლობას, სამსახურის მიერ რეკომენდებული სათანადო პირობების დაკმაყოფილებამდე.

5. სამსახური უფლებამოსილია  აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას (გარდა სდპ-ის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმისა) დაავალოს აუდიტის გარიგების ხარისხის მიმოხილვისთვის დამატებითი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების (მათ შორის, გარიგების პარტნიორის) ჩართვა მიმდინარე გარიგებების დასასრულებლად. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის  მიერ აუდიტორული  დასკვნის  შეცვლის ან/და სუბიექტისათვის აუდიტის განმეორებით ჩატარების მოთხოვნის საფუძველი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ინფორმაცია წარედგინება დაინტერესებულ პირს/უწყებას.

7. თუ არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა, იგი არ არის უფლებამოსილი აუდიტის ჩატარების ან/და დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლების აკრძალვის პერიოდში მიმართოს სამსახურს ხელახალი მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.

8.  თუ პირის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა,  სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.

81. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას  ან/და მის გარიგების პარტნიორს შეუზღუდოს მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი, აუდიტორული მომსახურებ(ებ)ის დასრულების საშუალება. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. გადაწყვეტილება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეგზავნება  გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

10. ინფორმაცია აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვის ან უფლებამოსილების შეზღუდვის (სამსახურის მიერ ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში)/შეწყვეტის შესახებ ეგზავნება სუბიექტს, აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან ხელშეკრულებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით.

11. თუ გარიგების პარტნიორი დაექვემდებარა მონიტორინგს,  თუმცა მონიტორინგის საბოლოო შედეგების გამოვლენის ეტაპზე აღარ წარმოადგენდა აუდიტორული ფირმის მოქმედ  გარიგების პარტნიორს, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული პირის მონიტორინგის შედეგები ასახოს აუდიტორული ფირმის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში (ფირმის დონეზე – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით).

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-21 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №ნ-23 - ვებგვერდი, 22.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №ნ-25 - ვებგვერდი, 28.12.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №ნ-17 - ვებგვერდი, 05.11.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 22.  პასუხისმგებლობა

1. მონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილებებზე (მათ შორის რეკომენდაციებზე) და მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელია სამსახური.

2. ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

21. პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის რეესტრიდან ამოღებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ექვემდებარება გაქარწყლებას (მოხსნას).

3. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ვალდებულია ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად, გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით);

გ) ფულადი ჯარიმა.

4. აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია  აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არაუმეტეს 3 წლის ვადით აუკრძალოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლება.

5. სამსახური აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვის ხანგრძლივობას განსაზღვრავს  გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად და გამოსწორებისთვის საჭირო პერიოდის გათვალისწინებით.

6. (ამოღებულია - 16.05.2024, №ნ-6).

7. აუდიტორის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მას პირადად. აუდიტორული ფირმის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და  გარიგების პარტნიორს.

8. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გაითვალისწინებს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შენიშვნებს ან/და რეკომენდაციებს, არ შეასრულებს მითითებებს შესასრულებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. თუ სამსახურის მიერ გამოვლინდა აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ჩართულობა ისეთი საწარმოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში, რომლის აუდიტზეც ბოლო მონიტორინგის შედეგად აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ან მის დამსაქმებელ ფირმას ჰქონდათ შეზღუდვა, სამსახური ვალდებულია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში არ მიანიჭოს სავალდებულო აუდიტის (თუ ჩართულობა გამოვლინდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში, მათ შორის,  სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის) განხორციელების უფლებამოსილება და აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიმართ გამოიყენოს სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული  ქმედების განმეორების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის  რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

91. თუ სამსახურის მიერ გამოვლინდა (მათ შორის, მონიტორინგის/მოკვლევის ფარგლებში) სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელება არაუფლებამოსილი გარიგების პარტნიორის მიერ (რომელიც არ ყოფილა მონიტორინგს დაქვემდებარებული), სამსახური გარიგების პარტნიორს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში არ მიანიჭებს სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილებას და აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დაეკისრება სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, ხოლო  ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორების შემთხვევაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის  რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

10. აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების  მიზნებისათვის, აუდიტორული ფირმისა და გარიგების პარტნიორის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გახდეს აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული აუდიტორის მიერ  განხორციელებული საქმიანობის შემოწმების საფუძველი.

11. ამ წესის მე-17 მუხლის 36 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ფარგლებში, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ გამოყენებულ იქნეს სანქცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

 12. თუ აუდიტორული ფირმის მიერ შესრულებული გარიგება ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარისხის (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით გარიგება იქნება შენიშვნების გარეშე ან აღმოჩნდება ნაკლებად არსებითი  ან/და მცირერიცხოვანი არსებითი ხარვეზები) არ იქნება შესაბამისი, სამსახური უზრუნველყოფს გარიგების პარტნიორისა და აუდიტორული ფირმის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას და გარიგების პარტნორისათვის სდპ-ის/სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების შეზღუდვას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის ნაკლოვანების გამოვლენისას, სამსახური ასევე უზრუნველყოფს აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის/სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების შეზღუდვას.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-21 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
მუხლი 23. გასაჩივრების წესი

სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი  24.   გარდამავალი დებულებები

1. მონიტორინგი მოიცავს იმ აუდიტორულ გარიგებებს, რომელიც დასრულდა კანონის ამოქმედების შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუდიტორულ ფირმას, აუდიტორს 2016 წლის და შემდგომ პერიოდში არ აქვს დასრულებული აუდიტორული მომსახურების გარიგება.

2. ის აუდიტორული ფირმები, რომელთაც ,,საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 ნოემბრის №37 ბრძანების საფუძველზე აქვთ მინიჭებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან წარადგინონ ქსელის ფარგლებში ჩატარებული უკანასკნელი ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების შედეგები, ხოლო ის აუდიტორული ფირმები, ვინც არ არიან ქსელის წევრები, თავისუფლდებიან ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული დიაგნოსტიკური  ანგარიშის წარმოდგენისაგან.

3. სამსახური ვალდებულია დაასრულოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით 1 ოქტომბრამდე მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს.

4. სამსახურის მიერ პროფესიული ორგანიზაციების განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებამდე, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა  უფლებამოსილია ნაწილი №3-ით წარმოდგენილი განგრძობითი განათლების გრაფაში,  გარდა პროფესიული ორგანიზაციისა, ასახოს აუდიტორის მიერ აუდიტორული ფირმის ფარგლებში გავლილი კურსის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში გავლილ კურსს.

5. ამ ბრძანების 21-ე მუხლის 37 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ აუდიტორზე/აუდიტორულ ფირმაზე, რომლის მიმართაც სამსახურის მიერ არ დაწყებულა მონიტორინგი. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე განახორციელოს სავალდებულო (გარდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების) აუდიტი.

6. 2024 წლის 1 ივნისიდან სამსახურმა უზრუნველყოს ვებგვერდისა (www.saras.gov.ge) და აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

7. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრონ სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების/შეზღუდვის ფარგლებში).

8. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით მეხუთე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრონ არასავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების/შეზღუდვის ფარგლებში).

9. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით  მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე:

ა) აუდიტორები/აუდიტორული ფირმები 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრონ სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების/შეზღუდვის ფარგლებში), ხოლო 2028 წლის 1 იანვრამდე სამსახურმა უზრუნველყოს მათი ხელახალი მონიტორინგი;

ბ) აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომელთაც შესრულებული აქვთ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სამსახურის რეკომენდაციები და შესასრულებელი ღონისძიებები, უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ვადის დადგომამდე, ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართონ სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ სურთ მოიპოვონ სავალდებულო (შეზღუდვის გარეშე) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

10. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით ,,კატეგორიის გარეშე“ სტატუსის მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები განისაზღვრონ სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებიც არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა წარუდგენენ სამსახურს ინფორმაციას კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ, შენარჩუნდებიან სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად, სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი შედეგების გამოვლენამდე, ხოლო აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომელთაც კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში არ ექნებათ დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და არ წარუდგენენ სამსახურს ინფორმაციას  კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ, 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრონ არასავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების/შეზღუდვის გათვალისწინებით). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასავალდებულო აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად განსაზღვრისას  სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ მისცეს მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი, სავალდებულო აუდიტს დაქვემდებარებული აუდიტორული მომსახურებ(ებ)ის დასრულების საშუალება.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო აუდიტორის/აუდიტორული ფირმის (რომელმაც არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა წარუდგინა სამსახურს ინფორმაცია კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ) მონიტორინგს სამსახური განახორციელებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრული არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის უფლებამოსილება/შეზღუდვა ვრცელდება, როგორც  ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას, ისე  საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელებისას (მათ შორის, რეესტრში აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციისას).

13. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით დაწყებული მონიტორინგების ფარგლებში მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკვნითი შეფასებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგებით აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება  მიანიჭოს შეზღუდვით.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 25.01.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 20.07.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.

დანართი N3

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.

 

მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან ინფორმაცია/დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესი

მუხლი 1. წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია
1. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამსახური აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან, რომელსაც გავლილი არ აქვს მონიტორინგი ან რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა არასავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად, ელექტრონული ფორმით გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას ყველა ზომითი კატეგორიის სუბიექტთათვის ჩატარებულ ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ყველა ზომითი კატეგორიის სუბიექტისთვის ჩატარებულ ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით ვალდებულია:

ა) აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონული ფორმით ასახოს ინფორმაცია:

ა.ა) სუბიექტის შესახებ  (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება და კატეგორია);

ა.ბ) აუდიტორული მომსახურების უწყვეტად განხორციელებული წლების რაოდენობის შესახებ;

ა.გ) აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების თარიღისა და საგნის შესახებ;

ა.დ) გარიგების პარტნიორის ვინაობისა და რეესტრში რეგისტრაციის ნომრის შესახებ;

ა.ე) აუდიტს დაქვემდებარებული საანგარიშგებო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღის შესახებ;

ა.ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების (დღგ-ს გარეშე) შესახებ (თანხა აისახება ეროვნულ ვალუტაში);

ა.ზ) გარიგების შეფასებული რისკის შესახებ (დამკვეთის აყვანის ან ურთიერთობის გაგრძელების ეტაპზე);

ბ) კვარტალში ერთხელ, არაუგვიანეს აპრილის/ივლისის/ოქტომბრის/იანვრის თვის 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით ასახოს ინფორმაცია:

ბ.ა) გარიგებაზე დასაქმებული პერსონალის რაოდენობის შესახებ;

ბ.ბ) აუდიტორული მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღის შესახებ;

ბ.გ) გარიგების შეწყვეტის შესახებ.

შენიშვნა:

1. გარიგების შეწყვეტის შემთხვევაში არ მიეთითება ამ პუნქტის ,,ბ.დ“ და ,,ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

2. გარიგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის ამ პუნქტით დადგენილი წესით დადასტურება არ ჩაითვლება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 132 მუხლის მოთხოვნის შესრულებად და აუდიტორი/აუდიტორული (აუდიტური) ფირმა ვალდებულია საწარმოსთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა შესაბამისი დასაბუთებით შეატყობინოს სამსახურს.

ბ.დ) დასკვნის გაცემის თარიღის შესახებ;

ბ.ე) აუდიტორული მოსაზრების ტიპის შესახებ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.


მუხლი 2. ინფორმაციის გამოყენების ფარგლები
ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია არ ექვემდებარება გასაჯაროვებას.

მუხლი 3. პასუხისმგებლობა
ამ ბრძანებით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

 

დანართი N4

(იხილეთ თანდართული ფაილის სახით)

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 25.01.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 01 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
 

დანართი N5

(იხილეთ თანდართული ფაილის სახით)

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 01 სექტემბრის ბრძანება №ნ-13 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.



როგორ დავიმოწმოთ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“, №ნ-9, 12.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3743192-17/