საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1)
+
მუხლი 2
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა (დანართი №2)
+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №9 და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №10 დადგენილებები.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №14, 19.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3751201-1/