მუხლი  23🔗

„ევროპის თანამეგობრობის ზოგადად გამოსაყენებელი სტანდარტები“ უნდა ეხებოდეს ნებისმიერი ტექნიკური სისტემის სტანდარტს, რომელიც გამოიყენება ევროპის თანამეგობრობაში და საჭიროა ქსელური სისტემის უსაფრთხოდ და ეფექტიანად ოპერირებისთვის, მათ შორის გადაცემის, ტრანსსასაზღვრო მიერთებების, მოდელირებისა და ტექნიკური სისტემის უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტების ასპექტებს, რომლებიც გაცემულია, ასეთი შესაძლებლობის არსებობისას, სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN),  ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CENELEC) და მსგავსი სტანდარტიზაციის ორგანოების მიერ ან ელექტროენერგიის გადაცემის კოორდინაციის კავშირის (UCTE) და ენერგიით ვაჭრობის გამარტივების ევროპული ასოციაციის (Easeegas)  მიერ ერთიანი წესებისა და ბიზნეს პრაქტიკის დადგენისთვის.