მუხლი  27🔗

ევროპის თანამეგობრობასთან მიმართებაში ამ კარის დებულებები და გამოყენებული ზომები უნდა გავრცელდეს ავსტრიის რესპუბლიკის, საბერძნეთის რესპუბლიკის, უნგრეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის და სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარის ევროპის კავშირზე მიერთებისას, ამ კარის  დებულებები და გამოყენებული ზომები, ასევე გავრცელდება ახალი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოველგვარი შემდგომი ფორმალობის გარეშე.