ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირება და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილება (www.matsne.ge, 05/11/2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 0100320020.35.133.016069).
3.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ჯუმბერ ბერიძე
+
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №03 - ვებგვერდი, 23.01.2018წ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირება და თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო(ლარი)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
3500
2
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე
2200
3
საკრებულოს კომისიის
თავმჯდომარე
1700
4
საკრებულოს ფრაქციის
თავმჯდომარე
1700
5
საკრებულოს ფრაქციის
თავმჯდომარის მოადგილე
1200
6
საჯარო დაწესებულების პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
აპარატის უფროსი – I რანგი
1500
7
საჯარო დაწესებულების მეორადი
სტრუქტურული ერთეულის უფროსი
განყოფილების უფროსი – II რანგი
1200
8
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი – III რანგი
900
9
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი – III რანგი
800
საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი – III რანგი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №24, 31.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3762883-1/