ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან.
2. ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის − 2025 წლის 1 ივნისიდან.
|
1. ტექნიკური რეგლამენტი „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს:
ა) გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს;
გ) სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება;
დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.
რეგლამენტის მიზანია:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ნორმებთან;
ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების დებულებების საქართველოში დადგენილ ვადებში ამოქმედება;
გ) მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილ ზღვრამდე, რაც უზრუნველყოფს:
გ.ა) საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესებას;
გ.ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაციას;
გ.გ) ძრავის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას;
გ.დ) საწვავის ხარჯისა და მუხრუჭების და საბურავების ცვეთის შემცირებას;
გ.ე) სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
გ.ვ)„ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების მძღოლთა მიერ დაცვას.
1. ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.
2. ეს რეგლამენტი არ გამოიყენება:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების, სახანძრო და სხვა გადაუდებელი დახმარების სამსახურების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების სარგებლობაში არსებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში ან მათი კონტროლით;
ბ) იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ:
ბ.ა) რომელთა მართვა ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებულ სიჩქარეზე მაღალი სიჩქარით შეუძლებელია კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
ბ.ბ) რომლებიც გამოიყენება გზებზე სამეცნიერო ცდების განსახორციელებლად;
ბ.გ) რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ურბანულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სერვისების განსახორციელებლად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №628 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება“ (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) – ნებისმიერი სახის M2, M3, N2 ან N3 კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია გზებზე გამოსაყენებლად, აქვს მინიმუმ ოთხი თვალი და 25 კმ/სთ-ზე მაღალი მაქსიმალური საანგარიშო სიჩქარე. M2, M3, N2 ან N3 კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესაბამისად;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომლის ძირითადი ფუნქცია არის ძრავაში საწვავის მიწოდების რეგულირება, რათა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე დადგენილ მნიშვნელობამდე;
გ) შეზღუდული სიჩქარე – მაქსიმალური სიჩქარე ისეთი სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია ან მასში დამონტაჟებული მოწყობილობა არ იძლევა სიჩქარის გაზრდის საშუალებას აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას;
დ) ინსპექტირების ორგანო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს იმ სახელოსნოს (შემდგომში − სახელოსნო) ნაწილს, რომელსაც შეუძლია ასევე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი, შემოწმება, მოწყობილობის შეკეთება, ტექნიკური მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრება – ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება იმგვარად, რომ გარკვეული კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით.
2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი“.
1. M2 და M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში.
2. N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშულებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და სპეციალურად სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ მათი მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.
1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა, მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენებისა და შემოწმების თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, შეიძლება, გაგრძელდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული და 2005 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ არ უნდა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას იმ დროს, როცა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს დადგენილი სიჩქარით.
3. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ ნაკლებად დაექვემდებაროს კოროზიას, ცვეთას და დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან.
4. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე.
5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს გარემოცულ ელექტრომაგნიტულ ველში და არ უნდა შეუქმნას ელექტრომაგნიტური დაბრკოლება ამ ველში მოქმედ სხვა დანადგარებისა და მოწყობილობების ფუნქციონირებას.
6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილის ტიპი უნდა იყოს დამტკიცებული „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობებისა და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმების საფუძველზე.
7. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება დაამონტაჟოს, ტექნიკური მომსახურება გაუწიოს, შეაკეთოს ან შეამოწმოს მხოლოდ იმ სახელოსნომ, რომელსაც გააჩნია მისგან დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო და რომელიც შეტანილია სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახდენს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხის დამტკიცებას, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-11 − მე-17 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
9. არასანქცირებული ჩარევისაგან (სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის თვითნებური რეგულირება, მის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა, ენერგიის მიწოდების ხელოვნურად შეწყვეტა და სხვა) თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობა და სისტემის ყველა მაუღლებელი ელემენტი უნდა იყოს დალუქული.
10. სახელოსნო (მექანიკოსი) განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს.
11. სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ ინსპექტირების ორგანოში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდული ინსპექტირების გარდა სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების განხორციელების საფუძველია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შეკეთება, თუ მან გავლენა მოახდინა მის გამართულ ფუნქციონირებაზე ან გამოიწვია მასზე და/ან მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაზიანება;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების ეფექტიანი გარშემოწერილობის ცვლილება.
13. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებისას მოწმდება:
ა) მისი მუშაობის სისწორე სათანადო მოწყობილობით;
ბ) ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;
გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების არსებობა;
დ) სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობასა და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა;
ე) საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ფაქტობრივი მნიშვნელობები.
14. ინსპექტირება მოიცავს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრებას.
15. შემოწმების შედეგების მიხედვით, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.
16. ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) გადასცემს შესაბამის ინსპექტირების ანგარიშს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ანგარიშის ნომერს და განხორციელებული ინსპექტირების თარიღს. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ინსპექტირების განხორციელების შესაბამის საფუძველს;
ბ) იმ სახელოსნოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, სახელოსნოების ნუსხის მიხედვით მინიჭებული ნომერი), რომლის ნაწილია შესაბამისი ინსპექტირების ორგანო;
გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მონაცემებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს;
დ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“);
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მოდელსა და ნომერს;
ვ) სატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის მონაცემებს;
ზ) ინფორმაციას სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ, გამოვლენილი ხარვეზების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
თ) შემდგომი პერიოდული ინსპექტირების თარიღს.
17. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების შედეგებზე დადებითი ანგარიში გაიცემა სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ამ რეგლამენტთან შესაბამისობის შემთხვევაში, რომელსაც ხელს აწერს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი. ინსპექტირების ანგარიშის (დადებითი ან უარყოფითი) ერთი პირი ინახება ამ მუხლის 21-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.
18. აკრძალულია იმ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა პერიოდული ინსპექტირება დადგენილ ვადებში და/ან ინსპექტირება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობისას.
19. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ელექტრონული სახით ინფორმაციის არსებობა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შესახებ; თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ამ ინფორმაციის მარეგისტრირებელი მოწყობილობა, დამატებით უნდა დაყენდეს ელექტრონული სპიდომეტრი.
20. თუ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს სახელოსნოს მიერ.
21. გადამზიდველი უზრუნველყოფს:
ა) M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას, ქარხანა დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილი სახელოსნოებისთვის მიმართვას;
დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებაზე წარდგენას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით;
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების დადებითი ანგარიშის შენახვას მისი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.
22. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა და სათანადო გამოყენებას.
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №400 2017 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი+
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“.
+
1. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან.
2. ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 2024 წლის 1 თებერვლიდან.
2. ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის − 2025 წლის 1 ივნისიდან.
|
+
ტექნიკური რეგლამენტი გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ+

გ) შეზღუდული სიჩქარე – მაქსიმალური სიჩქარე ისეთი სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია ან მასში დამონტაჟებული მოწყობილობა არ იძლევა სიჩქარის გაზრდის საშუალებას აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას.
გ) შეზღუდული სიჩქარე – მაქსიმალური სიჩქარე ისეთი სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია ან მასში დამონტაჟებული მოწყობილობა არ იძლევა სიჩქარის გაზრდის საშუალებას აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას;
დ) ინსპექტირების ორგანო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს იმ სახელოსნოს (შემდგომში − სახელოსნო) ნაწილს, რომელსაც შეუძლია ასევე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი, შემოწმება, მოწყობილობის შეკეთება, ტექნიკური მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრება – ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება იმგვარად, რომ გარკვეული კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით.
2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი“.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №517- ვებგვერდი, 08.12.2017წ.
1. M2 და M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში.
2. N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშულებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და სპეციალურად სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ მათი მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.
1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენებისა და შემოწმების თვალსაზრისით უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, შეიძლება გაგრძელდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული და 2005 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა, მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენებისა და შემოწმების თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, შეიძლება, გაგრძელდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული და 2005 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ არ უნდა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას იმ დროს, როცა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს დადგენილი სიჩქარით.
3. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ ნაკლებად დაექვემდებაროს კოროზიას, ცვეთას და დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან.
4. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე.
4. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე.
5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს გარემოცულ ელექტრომაგნიტულ ველში და არ უნდა შეუქმნას ელექტრომაგნიტური დაბრკოლება ამ ველში მოქმედ სხვა დანადგარებისა და მოწყობილობების ფუნქციონირებას.
6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები შეიძლება დაამონტაჟონ, შეამოწმონ, გაუწიონ ტექნიკური მომსახურება ან შეაკეთონ მხოლოდ ამ მიზნით აკრედიტებულმა სახელოსნოებმა. ცალკე შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შემოწმებაზე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოში.
6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილის ტიპი უნდა იყოს დამტკიცებული „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობებისა და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმების საფუძველზე.
7. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიური ოპერაციები მსგავსია, რის გამოც უფლებამოსილი ორგანო ახდენს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების დამტკიცებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი“ მე-9 და მე-10 მუხლების მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
7. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება დაამონტაჟოს, ტექნიკური მომსახურება გაუწიოს, შეაკეთოს ან შეამოწმოს მხოლოდ იმ სახელოსნომ, რომელსაც გააჩნია მისგან დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო და რომელიც შეტანილია სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში.
8. არასანქცირებული ჩარევისაგან (სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის თვითნებური რეგულირება, მის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა, ენერგიის მოწოდების ხელოვნურად შეწყვეტა და სხვა) თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობა და სისტემის ყველა მაუღლებელი ელემენტები უნდა იყოს დალუქული.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახდენს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხის დამტკიცებას, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-11 − მე-17 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
9. აკრედიტებული სახელოსნო (მექანიკოსი) განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს.
9. არასანქცირებული ჩარევისაგან (სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის თვითნებური რეგულირება, მის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა, ენერგიის მიწოდების ხელოვნურად შეწყვეტა და სხვა) თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობა და სისტემის ყველა მაუღლებელი ელემენტი უნდა იყოს დალუქული.
10. სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება ტარდება აკრედიტებული სახელოსნოების მიერ, სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ. რეკომენდებულია მათი ჩატარება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) შემოწმებასთან ან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად. შემოწმება ხორციელდება აგრეთვე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის წარმოებიდან გამოშვებისას, რემონტის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ცვლილების შემდეგ.
10. სახელოსნო (მექანიკოსი) განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს.
11. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებისას მოწმდება:
11. სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ ინსპექტირების ორგანოში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდული ინსპექტირების გარდა სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების განხორციელების საფუძველია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შეკეთება, თუ მან გავლენა მოახდინა მის გამართულ ფუნქციონირებაზე ან გამოიწვია მასზე და/ან მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაზიანება;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების ეფექტიანი გარშემოწერილობის ცვლილება.
13. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებისას მოწმდება:
ა) მისი მუშაობის სისწორე სათანადო მოწყობილობით;
ბ) ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;
გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების არსებობა;
დ) სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობასა და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა;
ე) საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ფაქტობრივი მნიშვნელობები.
12. ინსპექტირება მოიცავს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრებას.
14. ინსპექტირება მოიცავს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრებას.
13. შემოწმების შედეგების მიხედვით, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.
15. შემოწმების შედეგების მიხედვით, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.
14. სახელოსნო სამუშაოების დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) აძლევს შესაბამის დოკუმენტს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
16. ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) გადასცემს შესაბამის ინსპექტირების ანგარიშს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დოკუმენტის ნომერსა და თარიღს;
ა) ანგარიშის ნომერს და განხორციელებული ინსპექტირების თარიღს. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ინსპექტირების განხორციელების შესაბამის საფუძველს;
ბ) სახელოსნოს დასახელებას, ადგილმდებარეობას, მისთვის მინიჭებულ ნომერს, სახელოსნოების ნუსხის მიხედვით;
ბ) იმ სახელოსნოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, სახელოსნოების ნუსხის მიხედვით მინიჭებული ნომერი), რომლის ნაწილია შესაბამისი ინსპექტირების ორგანო;
გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დასახელებას, მისამართს, ტელეფონს;
გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მონაცემებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს;
დ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“);
დ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“);
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მოდელსა და ნომერს;
ვ) სატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის მონაცემებს;
ზ) სახელოსნოსათვის მიმართვის მიზეზს;
ზ) ინფორმაციას სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ, გამოვლენილი ხარვეზების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
თ) ინფორმაციას სახელოსნოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ;
თ) შემდგომი პერიოდული ინსპექტირების თარიღს.
ი) ინფორმაციას სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ, გამოვლენილი უწესივრობების მითითებით (არსებობის შემთხვევაში).
17. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების შედეგებზე დადებითი ანგარიში გაიცემა სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ამ რეგლამენტთან შესაბამისობის შემთხვევაში, რომელსაც ხელს აწერს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი. ინსპექტირების ანგარიშის (დადებითი ან უარყოფითი) ერთი პირი ინახება ამ მუხლის 21-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.
15. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების დადებითი შედეგები დასტურდება მოწმობით მისი საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც ინახება ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.
18. აკრძალულია იმ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა პერიოდული ინსპექტირება დადგენილ ვადებში და/ან ინსპექტირება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობისას.
16. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შემოწმების უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში ის უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.
19. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ელექტრონული სახით ინფორმაციის არსებობა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შესახებ; თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ამ ინფორმაციის მარეგისტრირებელი მოწყობილობა, დამატებით უნდა დაყენდეს ელექტრონული სპიდომეტრი.
17. აკრძალულია სიჩქარის შემზღუდველი იმ მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა შემოწმება დადგენილ ვადებში.
20. თუ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს სახელოსნოს მიერ.
18. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ელექტრონული სახით ინფორმაციის არსებობა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შესახებ; თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ამ ინფორმაციის მარეგისტრირებელი მოწყობილობა, დამატებით უნდა დაყენდეს ელექტრონული სპიდომეტრი.
21. გადამზიდველი უზრუნველყოფს:
19. თუ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს აკრედიტებული სახელოსნოს (მექანიკოსის) მიერ. თუ შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების საწარმოში დაბრუნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გაფუჭების ან არასწორი ფუნქციონირების გამოვლენის დღიდან ერთი კვირის განმავლობაში, რემონტი უნდა შესრულდეს მარშრუტის გზასავალზე ფუნქციონირებად შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ უახლოეს სახელოსნოში.
ა) M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
20. გადამზიდველი უზრუნველყოფს:
ა) M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას, ქარხანა დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დროულ ტექნიკურ მომსახურებასა და დამოწმებას, მისი მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში, მიმართავს შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილ სახელოსნოებს;
გ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილი სახელოსნოებისთვის მიმართვას;
დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შემოწმების ოქმებისა და დამოწმების შესახებ მოწმობების შენახვას მათი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.
დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებაზე წარდგენას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით;
21. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა და სათანადო გამოყენებას.
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების დადებითი ანგარიშის შენახვას მისი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.
22. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა და სათანადო გამოყენებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №517- ვებგვერდი, 08.12.2017წ.
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №400
2017 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“.
+
მუხლი 2
ამ რეგლამენტის დებულებები ამოქმედდეს:
1. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან.
2. ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის − 2025 წლის 1 ივნისიდან.
2. ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის − 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 მაისის დადგენილება №264 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №185 - ვებგვერდი, 30.05.2025წ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
ტექნიკური რეგლამენტი
გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს:
ა) გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს;
გ) სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება;
დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.
მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი🔗
რეგლამენტის მიზანია:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ნორმებთან;
ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების დებულებების საქართველოში დადგენილ ვადებში ამოქმედება;
გ) მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილ ზღვრამდე, რაც უზრუნველყოფს:
გ.ა) საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესებას;
გ.ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაციას;
გ.გ) ძრავის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას;
გ.დ) საწვავის ხარჯისა და მუხრუჭების და საბურავების ცვეთის შემცირებას;
გ.ე) სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
გ.ვ)„ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების მძღოლთა მიერ დაცვას.
მუხლი 3. გამოყენების სფერო🔗
1. ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.
2. ეს რეგლამენტი არ გამოიყენება:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების, სახანძრო და სხვა გადაუდებელი დახმარების სამსახურების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების სარგებლობაში არსებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში ან მათი კონტროლით;
ბ) იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ:
ბ.ა) რომელთა მართვა ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებულ სიჩქარეზე მაღალი სიჩქარით შეუძლებელია კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
ბ.ბ) რომლებიც გამოიყენება გზებზე სამეცნიერო ცდების განსახორციელებლად;
ბ.გ) რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ურბანულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სერვისების განსახორციელებლად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №628 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება“ (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) – ნებისმიერი სახის M2, M3, N2 ან N3 კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია გზებზე გამოსაყენებლად, აქვს მინიმუმ ოთხი თვალი და 25 კმ/სთ-ზე მაღალი მაქსიმალური საანგარიშო სიჩქარე. M2, M3, N2 ან N3 კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესაბამისად;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომლის ძირითადი ფუნქცია არის ძრავაში საწვავის მიწოდების რეგულირება, რათა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე დადგენილ მნიშვნელობამდე;
გ) შეზღუდული სიჩქარე – მაქსიმალური სიჩქარე ისეთი სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია ან მასში დამონტაჟებული მოწყობილობა არ იძლევა სიჩქარის გაზრდის საშუალებას აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას;
დ) ინსპექტირების ორგანო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს იმ სახელოსნოს (შემდგომში − სახელოსნო) ნაწილს, რომელსაც შეუძლია ასევე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი, შემოწმება, მოწყობილობის შეკეთება, ტექნიკური მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრება – ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება იმგვარად, რომ გარკვეული კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით.
2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი“.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №517- ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
მუხლი 5. სიჩქარის შეზღუდვები სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით🔗
1. M2 და M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში.
2. N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშულებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და სპეციალურად სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ მათი მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.
მუხლი 6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება და შემოწმება🔗
1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა, მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენებისა და შემოწმების თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, შეიძლება, გაგრძელდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული და 2005 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ არ უნდა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას იმ დროს, როცა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს დადგენილი სიჩქარით.
3. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ ნაკლებად დაექვემდებაროს კოროზიას, ცვეთას და დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან.
4. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე.
5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს გარემოცულ ელექტრომაგნიტულ ველში და არ უნდა შეუქმნას ელექტრომაგნიტური დაბრკოლება ამ ველში მოქმედ სხვა დანადგარებისა და მოწყობილობების ფუნქციონირებას.
6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილის ტიპი უნდა იყოს დამტკიცებული „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობებისა და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმების საფუძველზე.
7. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება დაამონტაჟოს, ტექნიკური მომსახურება გაუწიოს, შეაკეთოს ან შეამოწმოს მხოლოდ იმ სახელოსნომ, რომელსაც გააჩნია მისგან დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო და რომელიც შეტანილია სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახდენს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხის დამტკიცებას, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-11 − მე-17 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
9. არასანქცირებული ჩარევისაგან (სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის თვითნებური რეგულირება, მის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა, ენერგიის მიწოდების ხელოვნურად შეწყვეტა და სხვა) თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობა და სისტემის ყველა მაუღლებელი ელემენტი უნდა იყოს დალუქული.
10. სახელოსნო (მექანიკოსი) განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს.
11. სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ ინსპექტირების ორგანოში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდული ინსპექტირების გარდა სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების განხორციელების საფუძველია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შეკეთება, თუ მან გავლენა მოახდინა მის გამართულ ფუნქციონირებაზე ან გამოიწვია მასზე და/ან მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაზიანება;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების ეფექტიანი გარშემოწერილობის ცვლილება.
13. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებისას მოწმდება:
ა) მისი მუშაობის სისწორე სათანადო მოწყობილობით;
ბ) ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;
გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების არსებობა;
დ) სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობასა და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა;
ე) საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ფაქტობრივი მნიშვნელობები.
14. ინსპექტირება მოიცავს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრებას.
15. შემოწმების შედეგების მიხედვით, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.
16. ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) გადასცემს შესაბამის ინსპექტირების ანგარიშს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ანგარიშის ნომერს და განხორციელებული ინსპექტირების თარიღს. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ინსპექტირების განხორციელების შესაბამის საფუძველს;
ბ) იმ სახელოსნოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, სახელოსნოების ნუსხის მიხედვით მინიჭებული ნომერი), რომლის ნაწილია შესაბამისი ინსპექტირების ორგანო;
გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მონაცემებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს;
დ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“);
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მოდელსა და ნომერს;
ვ) სატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის მონაცემებს;
ზ) ინფორმაციას სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ, გამოვლენილი ხარვეზების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
თ) შემდგომი პერიოდული ინსპექტირების თარიღს.
17. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების შედეგებზე დადებითი ანგარიში გაიცემა სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ამ რეგლამენტთან შესაბამისობის შემთხვევაში, რომელსაც ხელს აწერს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი. ინსპექტირების ანგარიშის (დადებითი ან უარყოფითი) ერთი პირი ინახება ამ მუხლის 21-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.
18. აკრძალულია იმ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა პერიოდული ინსპექტირება დადგენილ ვადებში და/ან ინსპექტირება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობისას.
19. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ელექტრონული სახით ინფორმაციის არსებობა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შესახებ; თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ამ ინფორმაციის მარეგისტრირებელი მოწყობილობა, დამატებით უნდა დაყენდეს ელექტრონული სპიდომეტრი.
20. თუ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს სახელოსნოს მიერ.
21. გადამზიდველი უზრუნველყოფს:
ა) M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას, ქარხანა დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილი სახელოსნოებისთვის მიმართვას;
დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებაზე წარდგენას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით;
ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების დადებითი ანგარიშის შენახვას მისი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.
22. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა და სათანადო გამოყენებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №517- ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
მუხლი 7. კომპეტენტური ორგანოები🔗
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა🔗
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“, №400, 16.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020109 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3780228-5/