წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.08.2017 ბოლო ცვლილება 27.11.2025
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №21

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების  მეთოდოლოგია“ (დანართი №1).
1​1.  (ძალადაკარგულია)

დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი №1​1). 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 01.11.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 27 ივნისის დადგენილება  №27 - ვებგვერდი, 04.07.2023 წ.

2. დამტკიცდეს „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №2).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, №21, 10.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016222 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3781616-6/